Home რუბრიკები საზოგადოება “პროგრამით “აწარმოე საქართველოში” 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა”

“პროგრამით “აწარმოე საქართველოში” 10 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა”

507

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა შპსშნოსსაამქრო დაათვალიერა, რომელშიც, ტრადიციული ხის ნაწარმის გარდა, თანამედროვე დაზგადანადგარებზე ლითონის ნაკეთობებსაც ამზადებენ

კომპანიის დამფუძნებელისა და დირექტორის _ გივი ნიორაძის განცხადებით, საწარმოს გაფართოებისას დამატებით 8 სამუშაო ადგილი შეიქმნა, ხოლო კომპანიაში ჯამურად 42 ადამიანია დასაქმებული. ქეთევან ბოჭორიშვილის განცხადებით, სამთავრობო პროგრამაში მონაწილეობამ საწარმოს წარმადობა და ასორტიმენტი გაზარდა, ასევე შექმნა ახალი სამუშაო ადგილები. მისი თქმით, “აწარმოე საქართველოში” პროგრამის ფარგლებში 205 საწარმოს მხარდაჭერა მოხდა, შეიქმნა 10 000-ზე მეტი პირდაპირი სამუშაო ადგილი და 440 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here