Home რუბრიკები ბლოგი საკონსტიტუციო მაიმუნობა, ანუ მოეწონება თუ არა “ბონდოს” თავისი საქციელი?

საკონსტიტუციო მაიმუნობა, ანუ მოეწონება თუ არა “ბონდოს” თავისი საქციელი?

950

ამ არჩევნების შედეგებით ქართველმა ხალხმა შეურაცხყოფა მომაყენა და ამიტომ მე წავალ ხაშურიდანო! _ განაცხადა ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვალერი გელაშვილმა.

_ ამ არჩევნების შედეგებს არ ვცნობ, შეურაცხყოფილი ვარ, მაგრამ არსადაც არ მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები! _ რიხიანად განაცხადა ანი მიროტაძემ

კიდევ კარგი, ანი რჩება, თორემ ვალერას წასვლამ ლამის სულით დამაგდო.

ასეა, ბოლომდე მაინც არ წირავს ხოლმე ღმერთი საქართველოს…

ანი რჩება, გუბაზაც…

აი, ამ ირონიულ-სავალალო შესავლით შეიძლება ამომწურავად შევაფასოთ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები. ზოგს ლამის მთელი ცხოვრება პარლამენტში ყოფნა ისე გაუტკბა და ზოგს კი არაფრიდან უცებ რომ აიღეს და პარლამენტში დადეს, ისე “ბუნებრივ” ამბად ეჩვენება უკვე, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო თავიანთ გარეშე ვეღარ წარმოუდგენიათ.

საზოგადოდ, ესწასვლითდამუქრება ანდარჩენითმოსახლეობის დამშვიდება ისეთ მოდურ ტენდენციად იქცა ქართულ პოლიტიკაში, გეგონება, სულ ციცერონების, კატონებისა და გრაკხუსების ცვენა გვქონდეს, რომ ხალხს ან მათ წასვლაზე დასწყდეს გული, ან კიდევ მათი დარჩენა რამედ უღირდეს

რა თქმა უნდა, ნებისმიერ მკითხველს შეუძლია ირონიულად მითხრას _ შენ თვითონ რატომღა იყრიდი კენჭს მაჟორიტარ კანდიდატადო?

პასუხი მარტივია: _ მე არასოდეს მითქვამს, გინდა თუ არა ჩემს უბანში დავანგრევ ყველას და არჩევნები ასპროცენტიანი მოგებული მაქვს-მეთქი და არც ახლა ვაწრიალებ ქვეყანას, _ არიქა, გამიყალბეს და ხმები მომპარესო!

მე, უბრალოდ, სამომავლოდ შესაძლო გამოსადეგი გამოცდილება მივიღე და ეგ იყო.

არადა, დედას გეფიცებით, არჩევნების წინ, ვინც კი ვნახე უბანში, ყველამ მითხრა, _ რას ამბობ, რაზეა ბაზარი, აუცილებლად შენ გაძლევ ხმასო.

ზუსტად მაქვს ყველაფერი დათვლილი, მათგან:

234-მა შვილები დაიფიცა!

456-მა კეთილები დაიგინა!

ხოლო 884-მა სულაც “ბოიშვილი ვიყო”-ო, _თქვა!

მე კი საბოლოოდ, სულ რაღაც, 137 ხმა მივიღე!

ეს არ არის გაყალბება? როგორ, ამ 137-ის გარდა, დანარჩენებმა “შეიწერეს”? ასე რომ, ფაქტია, გამიყალბეს. ამიტომ მოვითხოვ, ხელახლა გადაითვალოს ყველა ბიულეტენი. დარწმუნებული ვარ, 78 პროცენტი მაქვს აღებული.

არა, მე კი ვხუმრობ, მაგრამ ზოგიერთი “დიდი პოლიტიკოსის” იმიჯის მქონე ქალი და კაცი ამ ტიპის ძალიან არასერიოზული “არგუმენტებით” სერიოზულად რომ ითხოვს მთელი საქართველოს შედეგების ხელახლა გადათვლას, ვითომ ეს სასაცილოა?

არადა, ნამდვილად არ ვიჩემებ “ვანგობას” და “ნოსტრადამუსობას”, მაგრამ ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი 2016 წლის არჩევნებში აუცილებლად ჩაატარებდა ერთგვარ ფოკუს-მოკუსს სახელწოდებით “საკონსტიტუციო უმრავლესობა”. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამას საკონსტიტუციო მაიმუნობა უფრო ჰქვია და ბიძინა ივანიშვილის ზნეობრივი კრიტერიუმის მქონე ადამიანისგან სულაც არ არის მოულოდნელი.

სწორედ მაშინ, ერთერთ ინტერვიუში, როდესაც ივანიშვილს ჰკითხეს, “ქართული ოცნებარეიტინგს კატასტროფულად კარგავს და რას აპირებთ 2016 წლის არჩევნებზეო, პირდაპირ და უდარდელად წამოსცდა, _ 2016 წელსოცნებასაკონსტუტუციო უმრავლესობას მოიპოვებსო.

ფოკუს-მოკუს-მაიმუნობა კი შემდეგში მდგომარეობს: 2012 წელსქართულმა ოცნებამამომრჩეველთა 60 პროცენტის ხმა მიიღო, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობა _ ვერა. 2016 წელს კი უკვე 48-პროცენტიანი, ანუ მთელი 12 პროცენტით ნაკლები ნდობის მქონეოცნებასაუცილებლად ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა.

ვიდრე ბიძინას “დიადი ნიჭით” აღფრთოვანებულთა ყიჟინას მოვისმენდეთ, ყველას შევახსენებ, რომ ეს “ფოკუსი” მათ ბელადს სულაც არ მოუგონია. ის, უბრალოდ, ბოროტად იყენებს მისი წინამორბედი ბელადის _ ედუარდ შევარდნაძის დანერგილ და მიხეილ სააკაშვილის მიერ ასევე ეფექტიანად ათვისებულ “ფოკუსებს”, რომელთა შორის თვალსაჩინო ადგილს იკავებს სწორედ არსებული მახინჯი მაჟორიტარული არჩევნების სისტემა, რომლის გამოც, 30-40-პროცენტიანი ნდობის შემთხვევაშიც კი, მმართველ და გამარჯვებულ პარტიას შეუძლია პარლამენტში არსებული ადგილების 70-80 პროცენტი და მაშასადამე, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს…

ამის შესახებ დაწვრილებით უკვე ვწერდი ჩვენი გაზეთის წინა ნომერში და დეტალების განხილვით თავს აღარ შეგაწყენთ.

დღევანდელ წერილში უფრო იმას მივაქცევ ყურადღებას, როგორ ცდილობენ ოპონენტები, ბიძინა ივანიშვილი “ნამუსზე” ააგდონ და შეუძახონ, რომ ასეთ ვითარებაში და, საზოგადოდაც, საკონსტიუტუციო უმრავლესობის აღება “ცუდი საქციელია”.

სხვა არგუმენტი ბიძინა ივანიშვილის ოპონენტებისგან, ფაქტობრივად, ვერ მოვისმინე.

რა თქმა უნდა, “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბარიც არ მაქვს, რადგან ნაცებისგან განგაშის ზარის შემოკვრა, _ არიქა, როდესაცოცნებადა გინდა, საერთოდ, ვინმე, საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს, დემოკრატიის დასამარება და სახელმწიფოს კატასტროფააო, _ ძალიან სასაცილო უტიფრობაა.

არავის სჭირდება იმის შეხსენება, რომ, რაც კი საქართველოს კონსტიტუციას უბედურება სჭირს, სწორედ ნაცებისდროინდელი საკონსტიტუციო უმრავლესობის “კანონშემოქმედების” შედეგია…

მე აქცენტს სწორედ იმ პარტიებზე გავაკეთებ, რომლებიც “ნაცმოძრაობასაც” ერჩიან და არც “ოცნება” ეხატებათ გულზე. რა ღონეს მიმართეს მათ განვლილი ოთხი წლის განმავლობაში იმისათვის, რომქართულ ოცნებასსაკონსტიტუციო უმრავლესობა არ მოეპოვებინა? მხოლოდ და მხოლოდ, როგორც ზევით აღვნიშნე, “ნამუსზე აგდებისმეთოდს, რომელიც პოლიტიკაში დიდი ვერაფერი შედეგის მომტანია.

უფრო ნათლად რომ დავხატოთ სიტუცია, ერთ ძველ ანეკდოტს მოგიყვებით:

ნარკომანი მაგარ კაიფშია და რატომღაც ბანკში შევა. უცებ ბანკში შევარდება მძარცველი და ყვირის: “მე ბონდო ვარ, ცნობილი მძარცველი, ვინც არ მემორჩილება, ყველას ვკლავ! დაწექით ყველა! მე ოცდახუთი ბანკი გავძარცვე, ჩვიდმეტი ადამიანი მოვკალი! თორმეტი მანქანა ავაფეთქე, რვა ბანკში ბომბი შევაგდე, არავის ვინდობ, იცოდეთ! დაწექით ყველა!”

ბანკში მყოფები შიშით იზაფრებიან და იატაკზე წვებიან. ნარკომანი კი ნელა შემოტრიალდება, მძარცველის მიმართულებით ხელებს გაშლის და წყნარი ტონით ეკითხება:

_ მერე, მოგწონს, ბონდო, ახლა შენ შენი საქციელი?

ზუსტად ამ ნარკომანს ჰგვანან “ბურჯანაძე-დემოკრატები”, “ალასანია-დემოკრატები”, რესპუბლიკელები და სხვები, რომლებიც ცდილობენ, ბონდოს, ანუ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ძალიან ბევრი უნახავს, ძალიან ბევრი კონკურენტი ჩამოუშორებია, არც უზნეობაზე დაუხევია უკან და ყოველთვის ნებისმიერი მეთოდით ცდილობს, თავისი გაიტანოს, პასუხი მოსთხოვონ კითხვაზე _ მოსწონს თუ არა მას თავისი საქციელი?

ზოგიერთი პარტია და მისი ლიდერწევრები ბოღმითა და სისულელით იქამდეც კი მივიდნენ, რომ თავის ამომრჩეველს მოუწოდეს, ხმა ნაციონალებს მისცენ, რათა ქვეყანაში არ წარმოიქმნას ახალი ურჩხული _ საკონსტიტუციო უმრავლესობაქართული ოცნებისსახით

ალბათ, სწორედ ბოღმა უბნელებს მათ გონებას იმის გასათვითცნობიერებლად, რომ 50-დან, დავუშვათ, 10 ოლქშიც კი ნაციონალების კანდიდატებმა რომ მოიგონ არჩევნები, ეს მართლა როგორ ურჩხულს წარმოშობს სამომავლოდ.

კიდევ უფრო იოლი შემთხვევაა ის პარტიები, რომლებმაც ასევე ბოღმის საფუძველზე, მართალია, მთლად ნაცების მხარდაჭერა ვერ იკისრეს, მაგრამ საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდეს, მეორე ტურში მონაწილეობა არ მიეღოთ.

საბედნიეროდ, ასეთი პარტიების ამომრჩეველთა ჯამური პროცენტიც კი ვერ ცდება სამპროცენტიან ნიშნულს და არა მგონია, მათ კიდეც რომ დაუჯერონ თავიანთ ლიდერებს, რაიმე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგზე.

პირდაპირ ვამბობ: საკონსტიტუციო უმრავლესობა კი არა, სულაც ხელმწიფე-იმპერატორის ტიტულიც რომ მოიპოვოს ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით, ნაცებისთვის ხმის მიმცემი მაინც არ ვარ და არ არც შინ დამრჩენი ვარ! მიუხედავად ჩემი სასტიკად ნეგატიური დამოკიდებულებისა კოაბიტირებული მმართველი პარტიის მიმართ, არჩევნების მეორე ტურზე მივალ და “ქართულ ოცნებას” შემოვხაზავ!

არავის ეგონოს, არ მესმოდეს აზრი და მნიშვნელობა მთავარი კითხვისა _ როგორ გამოიყენებს “ქართული ოცნება” იმ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელიც მას, შეიძლება ჩაითვალოს, რომ უკვე მოპოვებული აქვს, მიუხედავად დაბოღმილი ლიდერების უაზრო მოწოდებებისა. რა თქმა უნდა, ამ კითხვას ახლავს გარკვეული ლეგიტიმური ეჭვი და შიში.

ისიც კარგად მესმის, რომ არაჯანსაღია “ბონდოს” თაყვანისმცემელთა სრულიად ტუტუცური მტკიცებაც, _ აქაოდა, ივანიშვილი ძალიან ჭკვიანი, კეთილი და პატრიოტი “ბიძიაა” და მის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა “ხიხია” არ არისო. ეს სრული აბსურდია და, სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს ჯერ კიდევ სჭირდებათ ახსნა, რომ რეალური დემოკრატიის პირობებში საკონსტიტუციო უმრავლესობის ასეთი მეთოდებით მოპოვება, უბრალოდ, უხერხულია, სულაც ანგელოზმა და წმინდანმაც რომ მოიპოვოს ის.

არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: თუ რეალური დემოკრატია გვსურს, მაჟორიტარული სისტემა ძირფესვიანად უნდა შეიცვალოს და ნებისმიერი სახელისუფლო ძალისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, თუ, საერთოდ, შეუძლებელს არ გავხდით, ამისათვის ძალიან დიდი ჯაფა მაინც უნდა დადგეს ხოლმე. ასე იოლად და უტიფრად საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება არ უნდა იყოს შესაძლებელი. გამარჯვებულმა ძალამ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის შიგნით, მრავალპარტიულ პარლამენტში, უნდა იმუშაოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთა თანხმობის მისაღებად და ქუჩიდანვეკონსტიტუციის შემცვლელისსტატუსით არ შედიოდეს პარლამენტში.

რადგან უკვე ფაქტის წინაშე ვდგავართ, თავი იმით მაინც ვინუგეშოთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მიერ სასტიკად დამახინჯებული საქართველოს კონსტიტუციის კვლავ აზრზე მოყვანას იქნებ სწორედაც სჭირდებოდეს და იქნებ სულზეც კი მიუსწროს “ქართული ოცნების” თუნდაც უტიფარი და მიუღებელი მეთოდებით მოპოვებულმა საკონსტიტუციო უმრავლესობამ…

ასეა თუ ისე, 2020 წელს ჩვენთვის, ქართველი საზოგადოებისთვის, ყველაფერი ნამდვილად ნათელი იქნება…

ნათელი იქნება ისიც, მოეწონება თუ არა “ბონდოს” ოთხი წლის შემდეგაც თავისი საქციელი?

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. წერილი კარგია! \\\” თხა იყოს-ტყუპი მოიგოს \\\” ოღონდაც ეშველოს ჩვენს კონსტისტუციას! ანეგტოდზე კი კარგად ვიცინე…

  2. მაჯორიტარობის სისტემა არ უნდა გაუქმდეს! თვითონ ბაკური არის პიროვნება და ცდილობს როგორც პიროვნებამ წაიწიოს წინ..და ეს ძალიან კარგია.. ახლა წარმოიდგინეთ, როცა ვირთხებით გაივსებ ანებისმიერი პარტიის პოლიტსაბჭოები რა მოხდება?
    რა მოხდება და, ჯერ დღეს ვერ აღწევენ, ჩმაოყალიბებული პიროვნებები წარმატებას ამ კლანურ მართველობასი და მერე, უფრო ვიწრო წრეში რომ სეიკრიბებიან ახვარი, ბიუჯეტმჭამელი ვირთხები, მაშინ სადღა წავიდეს პატრიოტი და ნორმალრი ხალხი, ვისაც ამ თახსირებთან გარიგებაზე წასვლას არ იკადრებბენ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here