Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა

ელიზბარ ჯაველიძე: მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა

515

2015 წლის 19 ოქტომბერს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საქართველოს შესვლას გამოკითხულთა 31% ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 46% მხარს არ უჭერს ამ იდეას. 22%-მა არ იცოდა, რა ეპასუხა, 1%-მა კი პასუხს თავი აარიდა. 2015 წლის შემდეგ ეს მონაცემები ბევრჯერ შეიცვალა. ქართველი პოლიტოლოგები ამბობდნენ, რომ ეს მონაცემიც კი არ იყო ზუსტი და ენ-დი-აიმ შეამცირა პროცენტი. 

2016 წლის მარტში ჩატარებული კვლევის მიხედვით კი, 24%-მდე ჩამოვიდა ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მომხრეთა რაოდენობა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობა ურჩევნიათ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობას, 3 პროცენტიც არ არის. რა მოხდა 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში? რეალურია შედეგი, რომელიც მივიღეთ? სად დაიკარგა ევრაზიულ კავშირთან ურთიერთობის მომხრეთა ხმები თუ, საერთოდ, არ მივიდნენ არჩევნებზე? ამ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად აკადემიკოს ელიზბარ ჯაველიძეს დავუკავშირდით.

_ ბატონო ელიზბარ, ელოდით თუ არა ამ საპარლამენტო არჩევნების ასეთ შედეგს, ფიქრობდით, რომნაცმოძრაობამეორე ძალად დარჩებოდა და პარლამენტში 27%-ით შევიდოდა?

_ ბარიერს რომ გადალახავდნენ მხოლოდ და მხოლოდ და მეტი შედეგი არ ექნებოდათ, ვიცოდი. თუმცა, წინასაარჩევნოდ მათ მოძრაობას თვალყურს რომ ვედევნებდი, ვფიქრობდი, უფრო მეტს მიაღწევენ-მეთქი, მაგრამ ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, დიდი-დიდი ათი კაცით შესულიყვნენ.

ჩვენი უბედურება არის ის, რომ ქართველი ხალხი ტვინგამორეცხილი, გონგადაშლილი, არაადამიანური თვისებების მქონე აღმოჩნდა, ანუ უკვე დაიწყო ის პროცესი, რომლისაც ასე ძალიან მეშინოდა და რასაც ამერიკა წლების განმავლობაში ცდილობდა, ჩვენგან გამოეყვანა. ცხოველთან გაგვაიგივეს.

ქართველები, რომლებმაც ხმანაცმოძრაობასმისცეს, იმ ადამიანების შთამომავლები არიან, რომლებიც თავის დროზე შვილებს ყიდდნენ, დედას, სამშობლოს ყიდდნენ. ამომრჩეველთა 27%-მა სული გაყიდა, თითქმის ხუთასი ათასი ადამიანი უსამშობლო და მოღალატე აღმოჩნდა.

ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხალხს იმედი გაუცრუა და ასეთი შედეგი იმიტომ მივიღეთო, მაგრამ ეს გამართლება არ არის. “ოცნებამ” თუ იმედი გაგიცრუა, თუ უკმაყოფილო ხარ, მხარდაჭერა სხვას გამოუცხადე, მაგრამ არამც და არამც _ მტარვალებს, საქართველოს გამაუპატიურებლებს, ქვეყნისთვის ღირსების ამყრელებს…

_ “საქართველო და მსოფლიოსთვისმიცემულ ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავდით, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, არჩევნების შედეგები სადღაც სხვაგან იწერება და შემდეგ აქ ეს ყველაფერი ერთიერთზე აისახება

_ დიახ, ამას სულ ვამბობ, რომ საქართველოში არჩევნები არ ტარდება, შედეგი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ქართველები დამოუკიდებლები არ ვართ. დიახ, შედეგზე ამერიკა ზრუნავს და, რასაც იტყვის, ის კეთდება. ჩვენ ხომ ქვეყანა არ გვაქვს, ჩვენ ამერიკის მონები ვართ, ჩვენ ხმის ამოღება არ შეგვიძლია.

არავინ გაბედოს საბჭოთა კავშირის გინება, რადგან იმხანად გაცილებით მეტი თავისუფლება გვქონდა, ვიდრე დღეს გვაქვს. დღეს მენაგვეს ვერ ვნიშნავთ ამერიკასთან შეუთანხმებლად და რა პარლამენტის არჩევაზეა საუბარი?! საქმე ის არის, რომ პროტესტსაც ვერ გამოვთქვამთ იმის შიშით, ვაითუ, ჩვენი არეულობით ვინმემ ცუდად არ ისარგებლოს.

_ ბატონო ელიზბარ, არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ამერიკულმა კვლევითმა ინტიტუტმა გამოაქვეყნა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საქართველოს ამომრჩეველთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრების მომხრე იყო. სად წავიდა ის ამომრჩეველი და რატომ არ აისახა ეს შედეგი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში?

_ ქართველმა ხალხმა დაკარგა სახელმწიფოებრივი აზროვნება, დაკარგა განცდა, რომ მისი ხმა საჭიროა და რომ პასუხისმგებლობის მქონეა ყველა, რომ ქვეყნის წინაშე ვალი გვაქვს მოსახდელი. ჩვენ ერი არ ვართ, ბრბოდ ჩამოვყალიბდით, ერთიანობის განცდა დავკარგეთ. ერთნაირად არ გვტკივა, ერთი განცდა არ გვაქვს. აი, ამას მიაღწიეს ავადმყოფმა სააკაშვილმა და ამერიკამ ერთობლივად.

სამწუხაროა, რომ ყოფილი პრეზიდენდის ცოლს საკანონმდებლო ორგანოს წევრობის ამბიცია აქვს. ამ ქვეყანაში საუბრობენ ადამიანები, რომლებიც, დიდი ხანია, ციხეში უნდა ისხდნენ, იმედი მაქვს, რომ მალე ვიხილავ სააკაშვილსა და მის დამქაშებს ციხეში, მის ცოლსაც, რომელიც აგენტად მოგვევლინა დიდი ხნის წინათ; ქალს, რომელიც ბედავს, დაგვემუქროს _ თუ დიდი მოძრაობა და პროტესტი დაიწყება, მე მათ ვერ გავაჩერებო. ხალხი კი ვაძლევთ ამის თქმის საშუალებას.

აი, ასეთებად ვიქეცით ჩვენ, ყველა თავზე გვაზის. ვაი, ჩვენს დღეს, მართლაცფურთხის ღირსიაეს საქართველო. მატლები გვასხედან თავზე. ურჩხულები გვემუქრებიან, გვლანძღავენ და გვაშინებენ.

ის 32% პროცენტი, რომელმაც ევრაზიულ კავშირში გაწევრების სურვილი გამოთქვა თავის დროზე, ვფიქრობ, ან რაღაც უკეთეს შეთავაზებას ელოდა პარტიებიდან, ან სამშობლო საკმარისად არ უყვარს, რადგან, როდესაც სათქმელსა და ხმას ვერავის აწვდი, სულ ცოტა, პროტესტის განცდა მაინც უნდა გაგიჩნდეს, უნდა დაიძახო, რომ შენც ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ და რაღაც გეთქმის. არ შეიძლება შენ თვალწინ იქცეოდეს ქვეყანა და ეს არ გაწუხებდეს.

როგორც ჩანს, მივიღეთ ის საქართველო, რომელზეც ამერიკა ოცნებობდა.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. ბატონო ელიზბარ,როგორც ყოველთვის,დიდი პატივისცემით თქვენს მიმართ.

  2. ეს კეთდებოდა საქართველოს ხელისუფალთა ხელით, მათი ფიზიკურად თუ სიტყვიერად მხარდამჭერთა დახმარებით. პრობლემა სწორედ მათშია და არა სხვაში. მონებიც ისინი არიან და ჩვენი ვალია ვამხილოთ მონები და არა მონათმფლობელები (ეს უკანასკნელები ისედაც ცნობილნი არიან).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here