Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

620

ამერიკელმა მასწავლებელმა ქალმა 2 მოსწავლე დაბადების დღეზე სექსითდაასაჩუქრა

პენსილვანიის შტატში (აშშ) გაასამართლეს 25 წლის მასწავლებელი ჩელსი ლორსონი, რომელიც თავის ავტომობილში 15 და 17 წლის არასრულწლოვან ბიჭებთან სექსით იყო დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ ქალმა არასრულწლოვანებს სექსუალური აქტი დაბადების დღეზეაჩუქა”.

“ჩელსი ლორსონმა აღიარა, რომ ლუისბურგის სკოლის ორ მოსწავლესთან, ძმებთან, სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა. დადგინდა, რომ მასწავლებელმა ქალმა თავისი სექსუალური სურვილების დასაკმაყოფილებლად “დაბადების დღისთვის საჩუქრის მიძღვნის” საბაბით აცდუნა ერთ-ერთი მოზარდი.

თავდაპირველად ქალს სექსი 17 წლის ყმაწვილთან ჰქონდა, შემდეგ _ მის უმცროს ძმასთან”, _ წერს Mirror Online-ი.

მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერების წყალობით შეიქნა ცნობილი. ამის შემდეგ ქალი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან დაითხოვეს. გამოძიების პროცესში ის 25 ათასი დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ეს პირველი სკანდალი არ არის აშშ-ის სასწავლო დაწესებულებებში.

* 2015 წლის ზაფხულში სასამართლომ 22 წლით აღუკვეთა თავისუფლება ინგლისური ენის მასწავლებელს, 30 წლის ჯენიფერ ფიჩტერს, რომელსაც სამ მოსწავლესთან ჰქონდა სექსი.

* ნიუჯერსის შტატში 17 წლის მოსწავლეზე სექსუალური ძალადობისთვის დააპატიმრეს კათოლიკური სკოლის 24 წლის მასწავლებელი.

* მიმდინარე წლის აპრილში, ერთი კვირის შუალედში, პოლიციამ დააპატიმრა მასწავლებლები _ ცოლ-ქმარი, რომლებსაც ერთმანეთისგან მალულად სექსუალური ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ მოსწავლეებთან. ახლა მეუღლეთაგან თითოეულს 20-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/in_article_9a3434b3fc.jpg

ამერიკელი მონაზვნები კანაფის მოყვანით ირჩენენ თავს

მონაზვნების მცირერიცხოვანი ორდენი _ “ველის დების ორდენიკალიფორნიის ერთერთ მონასტერში კანაფის მოყვანით არის დაკავებული. მონაზვნები ამტკიცებენ, რომ მისგან სამკურნალო მალამოებს ამზადებენ, შემდეგ ინტერნეტის მეშვეობით ყიდიან და თავს ასე ირჩენენ.

ადრე ქალების მოღვაწეობა კანონის ჩარჩოებს არ სცილდებოდა _ კალიფორნიაში სამედიცინო მიზნით მარიხუანის დარგვა და გამოყენება ნებადართული იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინათ მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს, თვითონ განსაზღვროს კანაფის სტატუსი. ქალაქი მერსედი კი ერთ-ერთია ჩამონათვალში იმ დასახელებული პუნქტებისა, რომლებშიც აიკრძალა მარიხუანის გამოყენება. ახლა, როგორც ჩანს, “ველის დებმა” სხვა საქმეს უნდა მიჰყონ ხელი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/lvovshi---iznasilovali_pens.jpg

ლვოვში 76 წლის პენსიონერი მამაკაცი გააუპატიურეს

ლვოვის მეოთხე საავადმყოფოში 76 წლის პენსიონერი მამაკაცი გააუპატიურეს. ამ გამაოგნებელ შემთხვევაზე ინფორმაცია ლვოვის ოლქის ნაციონალური პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა გაავრცელა.

ახალგაზრდა კაცი პენსიონერს ექიმად წარუდგა და უთხრა, რომ გასასინჯად მივიდა. შემდეგ კი გააუპატიურა. გარყვნილი მოქალაქე, რომელიც კიევის ოლქის 29 წლის მცხოვრები აღმოჩნდა, სამართალდამცველებმა დააპატიმრეს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/pidarr.jpg

პოპულარული ინგლისელი მსახიობების ჰომოსექსუალური ურთიერთობები

ბეჭდების მბრძანებლისადაიქსადამიანებშიმთავარი გმირების როლების შემსრულებელი მამაკაცების სოდომისტური ურთიერთობა.

ლონდონურმა გამოცემა ES magazine-მ გამოაქვეყნა ინტერვიუ ორ ცნობილ ინგლისელ მსახიობთან _ იენ მაკკელენსა (“იქს-ადამიანები”, “ბეჭდების მბრძანებელი”, “ჰობიტი”) და პატრიკ სტიუარტთან (“იქს ადამიანები”, “ვარსკვლავური გზა: მომავალი თაობა”), რომლებზეც ბრიტანეთში ვრცელდებოდა ხმები, რომ მათ სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებთ, მიუხედავად იმისა, რომ მათგან ერთი ცნობილი გეია, მეორე კი _ ცოლიანი ჰეტეროსექსუალი. ამ ინტერვიუში კი მათ არ დამალეს თავიანთი ჰომოსექსუალური ურთიერთობა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here