Home რუბრიკები პოლიტიკა “ქართული ოცნებისთვის” “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი ოპოზიცია არ არსებობს!

“ქართული ოცნებისთვის” “ნაციონალურ მოძრაობაზე” უკეთესი ოპოზიცია არ არსებობს!

568

2016 წლის 23 აპრილს საქინფორმის საიტზე გამოქვეყნდა ჩემი სტატიაქართველმა ხალხმა უნდა აირჩიოს _ ივანიშვილი თუ სააკაშვილი, სხვა პოლიტიკური პარტიები საქართველოში ჯერჯერობით არ არის”. ეს პუბლიკაცია გადაბეჭდა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო REX-მა, გაზეთმაასავალდასავალმა”(18) და მასმედიის სხვა საშუალებებმა.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა _ საქართველომ, პრაქტიკულად, ამერიკული ყაიდის ორპარტიული პარლამენტი მიიღო: ბიძინა ივანიშვილისქართული ოცნება” (48,67 %) და მიხეილ სააკაშვილისნაციონალური მოძრაობა” (27,11 %). ბლოკითარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელიც პარლამენტში 5,01 %-ით შევიდა, ამინდს ვერ ქმნის, სამაგიეროდ, შესანიშნავი მაჩვენებელია ხელისუფლების დემოკრატიულობისა, რომელმაც სამართლიანი არჩევნები ჩაატარა.

ზევით მითითებული პროცენტების უკან საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები დგანან _ პარლამენტში გასული სამი პოლიტიკური ძალის ელექტორატი, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან _ 3 513 884-დან გამომდინარე (თუ დავუჯერებთ 2016 წლის 3 ოქტომბრის ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს), კერძოდ:

ქართული ოცნება” (48,67 %) _ 856 529 ამომრჩეველი;

ნაციონალური მოძრაობა” (27,11 %) _ 477 143 ამომრჩეველი;

თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” (5,01 %) – 88 109 ამომრჩეველი.

ეს ნიშნავს, რომ საქართველოს თითქმის ნახევარი მილიონი სრულწლოვანი მოქალაქე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მომხრეა. მათთვის მისაღებია მართვის დიქტატორული სტილი და ისინი იწონებენნაციონალური მოძრაობისრეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებს _ უდანაშაულოთა მკვლელობასა და წამებას, ბიზნესმენების რეკეტს და 08.08.08 ომს. ამიტომქართული ოცნებისთვისშეუძლებელიანაციონალურ მოძრაობაზეუკეთესი ოპოზიციის მოფიქრება _ დამნაშავე პარტიის სამუდამო სტიგმით.

როგორ განაწილდება სადეპუტატო მანდატები ზემოთ მითითებულ, პარლამენტში შესულ სამ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, დეპუტატების საერთო რაოდენობიდან გამომდინარე (150_77 პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით არჩეული + 73 მაჟორიტარი)?

პარტიული სიებით:

ქართული ოცნება” (38+7) _ 45 მანდატი;

ნაციონალური მოძრაობა” (21+4) – 25 მანდატი;

თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” (4+1) – 5 მანდატი.

2 მანდატის ბედი ჯერჯერობი გაურკვეველია მარნეულსა და ზუგდიდის ოლქებში დარბეული უბნების შედეგების ბათილად ცნობის გამო.

მაჟორიტარული ოლქებიდან:

ქართული ოცნება” _ 23 მანდატი (კანდიდატებმა ხმების 50%-ზე მეტი დააგროვეს);

ნაციონალური მოძრაობა” – 0 მანდატი;

თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცი” – 0 მანდატი.

73-დან 50 მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატებმა 50%ზე ნაკლები ხმა მიიღეს, ამიტომ ამ ოლქებში მე-2 ტური გაიმართება. ამ 50 ოლქში შედის თბილისის 18 ოლქი, რადგან თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატებმა 22 ოლქიდან მხოლოდ 4-ში შეძლეს 50%-ზე მეტი ხმის აღება (ოთხივე _ “ქართული ოცნებიდან”).

ამგვარად, საქართველოს პარლამენტში 98 სავარძელი უკვე დაკავებულია (75 არჩეულია პროპორციული სისტემით + 23 მაჟორიტარი), თავისუფალია 52 სავარძელი, რომლებიც ელოდება პარტიული სიებით არჩეულ 2 დეპუტატსა და 50 მაჟორიტარს.

საკონსტიტუციო უმრავლესობის _150-დან 100 მანდატის _ მოსაპოვებლად (ანუ ხმების 2/3-ის, რაც აუცილებელია მთავრობის დასაკომპლექტებლად, ბიუჯეტის ფორმირებისა და კანონების მისაღებად) “ქართულ ოცნებას” შერეული სისტემით უკვე მიღებულ 68 მანდატზე 32 მანდატის დამატება ჰყოფნის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ “ქართული ოცნება” საქართველოს კონსტიტუციაში ფუნდამენტური ცვლილებების შეტანას აპირებს, მას სჭირდება 113 მანდატი (ანუ ხმების 3/4), ამიტომ “ქართულ ოცნებას” არა 32, არამედ 45 მანდატი სჭირდება (ან მე-2 ტურში დარჩენილი 50-დან 45 ოლქში მოგება, ან 43 ოლქში მაჟორიტარული და 2-ში პროპორციული სისტემით, სადაც კენჭისყრის შედეგები ბათილად ცნეს დარბეული უბნების გამო).

 “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მომდევნო პრეზიდენტს უკვე არა საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, არამედ ახალარჩეული პარლამენტი აირჩევს; პარლამენტი სამუშაოდ საქართველოს დედაქალაქში დაბრუნდება, რადგან პარლამენტის შენობად კონსტიტუცია თბილისში მდებარე ისტორიულ შენობას დაამტკიცებს _ ახლის მაგივრად, რომელიც სააკაშვილმა ქუთაისში, დიდი სამამულო ომის გმირების აფეთქებული მემორიალისა და აფეთქების დროს დაღუპული გოგონას სისხლზე ააშენა; ასევე, კონსტიტუციაში ჩაიწერება დეფინიცია, რომ ქორწინება მამაკაცისა და ქალის კავშირია, რასაც 2 წელიწადი ეწინააღმდგებოდნენ დღეს პოლიტიკურ სანაგვეზე განთესილი ქართველი რესპულიკელები.

მაგრამ ამისთვისქართულ ოცნებასმე-2 ტურში თავისი ამომრჩევლის მაქსიმალური მობილიზაცია დასჭირდება, რადგანაც “ნაციონალური მოძრაობის” მოტივირებული ამომრჩევლები არჩევნებზე მეორედაც სრული შემადგენლობით მივლენ, რათა თავიანთი, პირველ ტურში წაგებული, კანდიდატები გაიყვანონ. და კიდევ: “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატებს ხმას მისცემს პირველ ტურში განთესილი პარტიების, “ნაცმოძრაობის” სატელიტების, ელექტორატი: ბლოკ პაატა ბურჭულაძე _ სახელმწიფო ხალხისათვისმხარდამჭერები და შალვა ნათელაშვილის ლეიბორისტული პარტიის ამომრჩევლები.

რაც შეეხება ბლოკ თარხანმოურავი, ირმა ინაშვილი _ პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”-ს, ბლოკ ნინო ბურჯანაძე _ დემოკრატიული მოძრაობა”-სა და საარჩევნო კამპანიიდან გასული ირაკლი ალასანიასთავისუფალი დემოკრატების იმედგაცრუებულ ამომრჩევლებს, ისინი, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურზე საერთოდ არ მივლენ.

არნო ხიდირბეგიშვილი,

საქინფორმის

მთავარი რედაქტორი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here