Home რუბრიკები პოლიტიკა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის

“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შედის

531

ნაციონალური მოძრაობაპარლამენტში შევა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს. ეს გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭომ 11 ოქტომბრის სხდომაზე მიიღო

პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასევე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში მხარდაჭერა გამოუცხადა. ნაციონალები მიიჩნევენ, რომ პარლამენტში შესვლით შეებრძოლებიან ერთპარტიულ დიქტატურას.

ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. პარლამენტში შესვლით კი მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here