Home რუბრიკები პოლიტიკა ჯონ კერიმ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაიჩივლა, რომ რუსმა დიპლომატებმა გააცურეს

ჯონ კერიმ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან დაიჩივლა, რომ რუსმა დიპლომატებმა გააცურეს

490

აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ რუსმა დიპლომატებმა შეძლეს მისი გაცურება სირიის საკითხში”, _ წერს ამერიკული გამოცემანიუ იორკ თაიმსი”, რომელმაც მოიპოვა კერისა და სირიის ოპოზიციის მოლაპარაკების აუდიოჩანაწერი.

სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის მიმდინარეობისას გაიმართა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ ობამას ადმინისტრაციაში არის 3-4 ადამიანი, რომლებიც ძალის გამოყენებას უჭერენ მხარს.

მე კი არგუმენტები ამოვწურე. მე ძალის გამოყენების მომხრე ვიყავი, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა, ჩვენ ვცდილობთ, დავკავდეთ დიპლომატიით და მესმის, რომ ეს თქვენ იმედგაცრუებას იწვევს. არავინ ისეთი იმედგაცურებული არ არის, როგორც ჩვენ”, _ განაცხადა კერიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსებმა გააცურეს.

სირიის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდების გაფართოება ან კონფლიქტში პირდაპირი ჩარევა, პოლიტიკოსის აზრით, “უსიამოვნო შედეგებს” გამოიწვევს.

“რუსეთი გაზრდის ფსონებს, ირანიც; იქ იქნება უფრო მეტი “ჰეზბოლა” და “ნუსრა”. საუდის არაბეთი და თურქეთი დახარჯავენ ფულს და ყველაფერი განადგურდება”, _ დარწმუნებულია სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ამასთანავე, კერი ცდილობდა, აეხსნა სირიის ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, რომ ვაშინგტონს არ აქვს ასადის მთავრობაზე თავდასხმის სამართლებრივი უფლება, მოსკოვი კი დამასკომ მიიწვია. მისი თქმით, როდესაც ჩატარდება არჩევნები, სირიელები თვითონ გადაწყვეტენ, ვისი ხილვა სურთ მთავრობაში.

კერიმ, აგრეთვე, გამოთქვა აზრი, რომ არჩევნებში მონაწილეობა სირიის მოქმედმა პრეზიდენტმა ბაშარ ასადმაც უნდა მიიღოს და ეს უნდა მოხდეს დასავლეთის ქვეყნებისა და გაეროს კონტროლით.

“ბევრი ამერიკელი არ მიიჩნევს სწორ გადაწყვეტილებად, რომ ჩვენ უნდა ვიომოთ და ჩვენი ახალგაზრდობა გავგზავნოთ სხვა ქვეყანაში სასიკვდილოდ”, _ ასე უპასუხა დიპლომატმა კითხვას აშშ-ის უფრო აქტიურ მონაწილეობაზე სირიის კრიზისში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here