Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად 15 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად 15 მშვიდობიანი ავღანელი დაიღუპა

542

სააგენტოროიტერისინფორმაციით, აშშის უპილოტო თვითმფრინავის შეტევამ 15 ავღანელის სიცოცხლე შეიწირა. ინციდენტი მოხდა ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, პროვინცია ნანგარჰარში

ამერიკის დაზვერვამ მიიღო ცნობა ერთ-ერთ რაიონში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების ყოფნის შესახებ და ტერორისტების თავშეყრის სავარაუდო ადგილზე უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

დარტყმის შედეგად მართლაც მოკვდა რამდენიმე “ბოევიკი”, მაგრამ მსხვერპლი სამოქალაქო პირთა შორის უფრო მეტია _ დაიღუპა 15 მოქალაქე, 13 _ დაიჭრა. გაერო დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას აპირებს.

“გაეროს მისია ავღანეთში შეახსენებს ვალდებულებებს კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს, დაიცვან თავიანთი უფლებები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით”, _ ნათქვამია გაეროს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვირის წინათ ამერიკის ავიაციამ დაარტყა ავღანელი პოლიციელების პოზიციებს, დაიღუპა 8 სამართალდამცველი.

ამას გარდა, დასავლეთის კოალიციამ შეუტია “ისლამურ სახელმწიფოსთან” მებრძოლი სირიის სამთავრობო ჯარების პოზიციებს ქალაქ დეირ-ეზ-ზორთან. ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა 62 სირიელი სამხედრო მოსამსახურე, დაახლოებით 100 ადამიანი კი დაიჭრა. აშშ-ის საჰაერო შეტევის დასრულებისთანავე “ისლამურმა სახელმწიფომ” სახმელეთო ოპერაცია დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here