Home რუბრიკები ბლოგი პოლიტიკური ფეოლა და ანცი ნაცები

პოლიტიკური ფეოლა და ანცი ნაცები

974

პირდაპირ ასე დავიწყებ _ არაფერიც არ გაყალბებულა! მიუხედავად იმისა, რომ მე ზოგადიდეურადაც და პირადადაც წავაგე ეს არჩევნები, მაინც ბოლომდევაწვები პირველ ჩვენებასდა ვიმეორებ, რომ ეს, გაყალბება კი არა, სწორედაც სამწუხარო რეალობაა!

ზოგადიდეურად იმიტომ მიმაჩნია თავი წაგებულად, რომ ნამდვილად არ მსურდა პროპორციული, ანუ პარტიული ადგილები საქართველოს პარლამენტში ისე გადანაწილებულიყო, როგორც გადანაწილდა. მიუხედავად ამისა, თვე-ნახევრის წინათ გაზეთ “ასავალ-დასავალში”, ჩემთან ინტერვიუში, როდესაც ჟურნალისტმა მკითხა, _ არის მრავალპარტიული პარლამენტის მოლოდინი. თქვენ რას იტყვითო, _ ჩემი პასუხი ასეთი იყო:

_ არავითარი მრავალპარტიული პარლამენტი არ იქნება. ადგილებს გადაინაწილებენ ისევ და ისევ ქოცები და ნაცები. 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის შანსი ექნებაპატრიოტთა ალიანსს”. ყველა დანარჩენი პარტია პარლამენტს გარეთ დარჩება.

რასაც გნებავთ და ვისაც გნებავთ, იმას დავიფიცებ, რომ მე არც სახელისუფლო ძალასთან ვარ შეკრული, რომ ასე ზედმიწევნით წინასწარ მცოდნოდა თვე-ნახევრის შემდეგ გასამართი არჩევნების შედეგები, და არც ვანგა ან ნოსტრადამუსი ვარ, ხილვა რომ მქონოდა.

ვიმეორებ: ეს უბრალო რეალობაა. ამის განსაზღვრა შეეძლო ნებისმიერს, ვინც არ წყდება რეალობას და საღად აფასებს სიტუაციას.

კიდევ ცალკე და სხვა ფენომენია მაჟორიტარული არჩევნები, რომელიც აშკარად მახინჯი სისტემით ტარდება და პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის ჩატარებას არანაირი აზრი არ აქვს, გარდა იმისა, რომ გამარჯვებულ ძალას რეალურად მიღებულ პროცენტზე გაცილებით მეტი მაჟორიტარი დაუმატოს იმისათვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა და ქვეყნის შეუზღუდავი ბატონპატრონობა შესძინოს.

თუნდაც წლევანდელი არჩევნების შედეგებს გადავხედოთ. “ქართულმა ოცნებამ” პარტიულ კენჭისყრაში 48 პროცენტი მოიპოვა, ანუ, რეალურად, მას პარლამენტში ნახევარზე ნაკლები “ხმის უფლება” უნდა ჰქონდეს, რაც საკონსტიტუციო უმრავლესობისგან ძალიან შორსაა.

პროპორციულ კენჭისყრაში კი 73-დან 20 მაჟორიტარი უკვე დაემატა “ქართულ ოცნებას” და აშკარაა, რომ დანარჩენ 53-შიც მეორე ტურს სწორედ “ოცნების” მაჟორიტარები მოიგებენ.

ანუ, 73- თუ ვერა, 70 დეპუტატს მაინცქართული ოცნებამაჟორიტარული სისტემით მიიღებს პარლამენტში. ეს იმიტომ, რომ მაჟორიტარულ სისტემაში პროცენტების გადანაწილება არ არსებობს. მაჟორიტარის 51 პროცენტი, ფაქტობრივად, 100 პროცენტს ნიშნავს და იგი არავის “უნაწილდება”.

ძნელი არ არის “ცესკოს” ოფიციალურ ვებგვერდზე იმის ნახვა, რომ ყველა მაჟორიტარის მიერ აღებული ხმები უტოლდება მისი წარმდგენი პარტიის მიერ აღებულ ხმებს.

მაგალითად, თუკი იქს ოლქშიოცნებამაიღო ხმების 48 პროცენტი, ნაცებმა _ 25, “პატრიოტებმა” _ 5, “თავისუფალმა დემოკრატებმა” _ 3 და .., ამავე ოლქში წარდგენილი მაჟორიტარებიდანაცოცნებისმაჟორიტარს აღებული აქვს 48%, ნაცების მაჟორიტარს _ 25, “პატრიოტებისმაჟორიტარს _ 4, “თავისუფალი დემოკრატებისმაჟორიტარს _ 3 და ..

მოსახლეობისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სახელსა და გვარს _ არჩევნებზე მოსული აქტიური ამომრჩეველი ხაზავს ციფრს და არა პიროვნებას. წარდგენილ მაჟორიტარებს ნომრები რომ შევუცვალოთ, გაიმარჯვებს იმავე ნომრისა და სხვა სახელ-გვარის პიროვნება. ამგვარად, გამარჯვებული პარტია პარლამენტში იღებს მაჟორიტარების 100 პროცენტს და საბოლოოდ გამარჯვებული პარტიისადმი გამოცხადებული ზოგადი ნდობის პროცენტი სულაც არ ასახავს რეალურად ამ პარტიის წარმომადგენელთა პროცენტულ რაოდენობას პარლამენტში.

მარტივია _ “ქართულ ოცნებასუკვე გარანტირებული აქვს პარტიული სიით, სულ ცოტა, 50 ადამიანის გაყვანა პარლამენტში. მაჟორიტარული მეორე ტურის დასრულების შემდეგ ამას დაემატება კიდევ 70 დეპუტატი. გამოვა, რომ 48-პროცენტიანი ნდობის მქონე პარტია 150-კაციან პარლამენტში 120 დეპუტატს დასვამს, რაც რეალურად 80 პროცენტია.

დემოკრატიულია თუ არა ამომრჩეველთა 48 პროცენტის 80 პროცენტად ასეთი “ჯადოსნური” გადაქცევა, მკითხველმა შეფასოს.

აქვე ჩნდება კითხვაც: სად არის გამოსავალი _ მაჟორიტარული სისტემის საერთოდ გაუქმებაში, რომელსაც, ამდენი წელია, ითხოვს ზოგიერთ პოლიტიკური პარტია?

მგონია, რომ მაჟორიტარული სისტემა კი არ უნდა გაუქმდეს, არამედ უნდა შეიცვალოს მისი გაძლიერების გზით.

კერძოდ, მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილე სუბიექტებს უნდა აეკრძალოთ ამა თუ იმ პარტიის საარჩევნო ნომრის გამოყენება. თავისთავად, პარტიებსაც უნდა აეკრძალოთ მაჟორიტარებად პიროვნებების წარდგენა და მათი მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, გამორიცხული არ იქნება, რომ ისედაც გავრცელდეს ხმა სხვადასხვა მეთოდით, რომელ მაჟორიტარს რომელი პარტია უდგას უკან, მაგრამ ასეთი შეზღუდულიუკან დგომასხვა არის და ღია მხარდაჭერა და პარტიის მიერ მაჟორიტარის წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალური წარმოება _ სხვა.

რაც მთავარია, ამომრჩეველი ბრმად ვეღარ შემოხაზავს ორივე ბიულეტენში 41-ს ან 5-ს ან კიდევ რომელიმე სხვა პარტიის ნომერს.

მაჟორიტარების ნუმერაცია უნდა დაიწყოს პარტიული ნუმერაციის ზევით.

მხოლოდ ასე არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები იქნებიან მართლა ნდობით აღჭურვილნი მოსახლეობისგან. თორემ არსებულ სისტემაში, ვინმე მონდომებული უპარტიო ადამიანი კი არა, შოთა რუსთაველი რომ გავაცოცხლოთ და მაჟორიტარულ არჩევნებში მივაღებინოთ მონაწილეობა, მისი გამარჯვების შანსი ნულის ტოლი იქნება!

მეტიც _ შოთა რუსთაველი აუცილებლად დიდი უპირატესობით წააგებს მაჟორიტარულ არჩევნებს ნებისმიერ უბრალო “კარისკაცთან”, თუკი ამ უკანასკნელს მმართველი პარტიის ნომერს მივცემთ არჩევნებში.

ამის მიზეზი მარტივია _ არჩევნებზე მისული ადამიანების უმრავლესობა პარტიების მიერ არის მობილიზებული. არჩევნებში მონაწილეობენ, ძირითადად, ის ადამიანები, რომლებიც რაიმენაირად არიან დაკავშირებულნი რომელიმე პარტიასთან _ ან მისი შვილია ამა თუ იმ პარტიაში, ან მამა ან ნათესავი და ვინმეს ხათრით მიდის არჩევნებზე. შესაბამისად, ის ხაზავს როგორც პროპორციულ, ასევე მაჟორიტარულ ბიულეტინში პარტიის ნომერს და სულაც არ აინტერსებს სახელი და გვარი, რომელიც ამ ნომრის გვერდით წერია.

მოკლედ, თუკი მომავალში მაჟორიტარული არჩევნების წესსა და სისტემას არ შეცვლიან, პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მის ჩატარებას აზრი არ აქვს. შეგვიძლია დავზოგოთ ბიულეტენების ბეჭდვის ფული, საერთოდ არ დავბეჭდოთ მაჟორიტარული ბიულეტენები და ყველა ოლქში გამარჯვებულად გამოვაცხადოთ იმ პარტიის მაჟორიტარი კანდიდატები, რომელთა წარმდგენი პარტიაც გაიმარჯვებს პროპორციულ არჩევნებში.

რა თქმა უნდა, სახელისუფლო პარტიასა და ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას ხელს არ აძლევს არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლა, ამიტომ ნამდვილად ვერ გეტყვით, ოდესმე მართლა იფიქრებს ამაზე ვინმე თუ არა. ვერც იმ ბერკეტს ვხედავ, რომელიც ხალხის მხრიდან მათ ამას აიძულებს.

ამიტომაც იყო ასე არხეინად ბიძინა ივანიშვილი. მის “ქართულ ოცნებას” პროპორციულ კენჭისყრაში თუნდაც 40 ან 35 პროცენტით რომ გაემარჯვა, ეს უკვე თავისთავად ნიშნავდა ყველა მაჟორიტარული ოლქის მოგებას თუნდაც მეორე ტურიდან და 73 დაბევებულ ადგილს პარლამენტში, რომელსაც პარტიული სიიდან გასულები დაემატებოდნენ და, საკონსტიტუციო თუ არა, უბრალო უმრავლესობა გარანტირებული იყო.

ეს არის მიზეზი იმ კულუარული ხმებისაც, რომელთა მიხედვითაც, ასეთი “ცხელი” საარჩევნო საღამოს მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილმა არ უღალატა თავის ჩვეულებას და, წესისამებრ, დასაძინებლად საღამოს 10 საათზე დაწვა. სხვათა შორის, მავანნი სრული სერიოზულობით ამტკიცებენ, სწორედ ამიტომაც ვერ გაბედა ცესკომ შედეგების დროულად გამოცხადებაო. როგორც ამბობენ, ღამის 1 საათისთვის ყველა უბანი დათვლილი იყო და შემაჯამებელი ოქმებიც გამზადებული, მაგრამ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ბიძინასთან შეუთანხმებლად მათი გამოცხადება ვერ გაბედა, ხოლო კახა კალაძემ ვერ გაბედა ბიძინას გაღვიძება…

მხოლოდ ნაციონალი დავით ბაქარაძის მიერ ატეხილი ხმაურის შედეგად შეეღვიძა ბიძინას და ცალი თვალის ჩაპაჭუნებით სადღაც გამთენიისას დაუდასტურა თანხმობა შედეგებზეო, _ ყვებიან სანდო და არასანდო წყაროები, თუმცა წყაროებსაც თავი რომ დავანებოთ, ამ ამბებში დაუჯერებელი არაფერია.

ბიძინას დასტური არ დასჭირდებოდა არსებულ შედეგებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ 2016 წლის არჩევნები ოდნავადაც არ გაყალბებულა და, თუკი ცესკოს თავმჯდომარე ბიძინას გაღვიძებას ელოდა, ეს, უბრალოდ, “ბელადისადმი” ინსტინქტური შიში იყო და არა ის, რომ არჩევნების შედეგებში ვინმე რეალურად შეიტანდა უკანონო შესწორებას.

აქ გაგვახსენდება კადრი ფილმიდან “ფეოლა”, როდესაც ბალახებზე უდარდელად წამოწოლილ მწვრთნელს გუნდის წევრები ეუბნებიან: “მოვიგეთ, ფეოლა!” და ისიც ირონიით პასუხობს: “გაგიჭირდებოდათ!”.

“ფეოლა” გაგვახსენდება იმ შემთხვევაშიც, თუკი “ოცნების” პარტიულ სიასა და მაჟორიტარებს გადავხედავთ. ნამდვილად დაგვრჩება შთაბეჭდილება, რომ, როგორც იპოლიტე ხვიჩიას გმირი ფეოლა, სწორედ ასევე ბიძინაც სპეციალურად აგროვებდა სუსტ და უნიჭო მოთამაშეებს, რომ როგორმე წაეგო არჩევნები, მაგრამ მოწინააღმდეგეთა კიდევ უფრო უარეს სისუსტეა და უნიჭობას მისთვის უზრუნველი გამარჯვება მოაქვს.

ფაქტია, ისეთი ზანტი და უეფექტო მუშაობით, როგორაც დანარჩენი პარტიები მუშაობდნენ, ისინი ვერანაირად ვერ შეძლებდნენ მოსახლეობის “მეორე ნახევრის” არჩევნებზე მიყვანას. ის “პირველი ნახევარი” კი, რომელიც არჩევნებზე მივიდა, 80 პროცენტით “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას შეუძლია დღეს მხარდამჭერების სრული მობილიზება და საარჩევნო ყუთებთან მიყვანა და ამ ფაქტს ვერც ერთი სხვა პოლიტიკური ძალის ლიდერის თვალის ახვევა დაქუჩაში გავარდნისმუქარა ვერ შეცვლის.

ეს რომ შეიცვალოს, ამას სხვა პოლიტიკურ ლიდერთა მიერ რეალობის სწორი აღქმა და გაცხოველებული პარტიული მუშაობა სჭირდება მთელი 4 წლის განმავლობაში და არა ის _ არჩევნებამდე 2 თვით ადრე რომ ახსენდებათ პარტიის აქტივი და სატელევიზიო მუქარებით ცდილობენ ფონს გასვლას.

ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ნინო ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობაა”, რომელსაც ყოველწლიურად სრულიად ლოგიკურად აკლდება მხარდამჭერები. პირადად ჩემი რჩევა იქნება, ქალბატონმა ნინომ ამის მიზეზი საკუთარ თავში ეძიოს და თავი დაანებოს რეალობის დამახინჯებით თავის მართლებას, _ სინამდვილეში გაცილებით დიდი პროცენტი გვიჭერს მხარსო. სხვა სინამდვილე არ არსებობს, გარდა იმისა, რომ პოლიტიკური პარტია ოჯახური კლანივით არ უნდა მართოს არავინ, თორემ სავალალო შედეგს აუცილებლად მიიღებს.

რაც შეეხება “პატრიოტთა ალიანსს”, აშკარა იყო, რომ ისინი 5-7 პროცენტის ზევით ვერ წავიდოდნენ. დავით თარხან-მოურავის “ბრძნული” ლექციები ტელეკომპანია “ობიექტივზე” და ნარცისული სიუჟეტები მხოლოდ და მხოლოდ ირონიისა და ყბისმოქცევის განწყობაზე აყენებს განსაკუთრებით ახალგაზრდა ამომრჩეველს და არასერიოზულ ელფერს აძლევს ამ პოლიტიკურ გაერთიანებას. შესაბამისად, პატრიოტების მიერ საკუთარი პოლიტიკური ძალის უფრო სერიოზული რეკლამირების შემთხვევაში, ალბათ, 15 პროცენტსაც აწევდნენ… თუმცა ხსენებულმა ფაქტორებმა ისინი “გოიმ” პოლიტიკურ ძალად წარმოაჩინა და ძალიან ბევრი მხადამჭერი დააკარგვინა.

ორივე ამ პოლიტიკური ძალის მიმართ ჩემი პირადი სიმპათიის მიუხედავად, ვიმეორებ, რომ ისინი, თუ ასე განაგრძობენ, კიდევ დაკარგავენ მხარდამჭერებს. პატრიოტთა ალიანსსერთში გაუმართლა _ არჩევნები 2016 წელს დაემთხვა, ანუ დროს, როდესაც ჯერ კიდევ სრულად არ არიანგაფარჩაკებული”, თორემ, არჩევნები 2017 წელს რომ ჩატარებულიყო, დარწმუნებული ვარ, 3 პროცენტსაც ვეღარ გადალახავდნენ

რაც მთავარია, მათმა ლიდერებმა უნდა შეძლონ ასეთი კრიტიკის ჯანსაღად მიღება, დაფიქრდნენ და თავი დაანებონ ჩემნაირი ადამიანების “მტრად” გამოცხადებას. იქნებ ოდესმე მიხვდნენ, რომ ერთმანეთთან თანამშროლობა და სწორი შენიშვნის მიღება და გათვალისწინება მათთვის დადებითი შედეგის მომტანია და არა _ პირიქით.

რაც შეეხება დანარჩენ, ანუ მკვეთრადპროამერიკულპოლიტიკურ ძალებს, მათ მხარდამჭერების მატების პერპექტივა არ აქვთ. მათი უმთავრესი პრობლემა ერთმანეთთან ვერგაერთიანება და პირადი ამბიციებია.

არჩევნებზე მისული ამომრჩევლის 48 პროცენტმა ხმაოცნებასმისცა, 27-მა _ ნაციონალებს, 5-მა _”პატრიოტებს”. ეს მონაწილე ამომრჩევლის მხოლოდ 80 პროცენტია. დანარჩენი 20 პროცენტი 1-2-3 პროცენტებად არის დაშლილი. 20-პროცენტიანიჰაერიკი ძალიან ბევრია.

აი, ამ 20 პროცენტში შემავალი პარტიების იდეურად თანმხვედრ ნაწილს რომ მოეხერხებინა გაერთიანება, სრულიად შესაძლებელი იყო, 15 პროცენტითაც კი შესულიყვნენ პარლამენტში.

მესმის, რომ კომუნისტები ან ბურჯანაძე რესპუბლიკელებთან ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაერთიანდებოდნენ, მაგრამ თუნდაც “თავისუფალი დემოკრატების”, რესპუბლიკელებისა და ლეიბორისტების საარჩევნო ბლოკი, არსებული მონაცემებით, სულ ცოტა, 9 პროცენტს იძლევა, რაც პარლამენტში 3 ფრაქციისთვისაც კი იქნებოდა საკმარისი.

ასე რომ, ყველაფრის მილიარდერისთვის გადაბრალება ძალიან იოლია. უფრო სწორი იქნებოდა, ამ პოლიტიკურ ძალებს საკუთარი უაზრო და გაუმართლებელი ამბიციებისთვის მიექციათ ყურადღება.

მით უფრო, სრული უაზრობაა ხალხის ქუჩაში გამოსვლისკენ მოწოდება არჩევნების გაყალბების საბაბით. რა თქმა უნდა, აქ ნაციონალებს არ ვგულისხმობ. ისინი, საერთოდ, სხვა ტიპისოპოზიციაა” (სწორედაც ბრჭყალებში) და მათ მიერ სხვადასხვა დესტრუქციული ქმედება სხვა მიზნებს ისახავს. აკი, ნაცებისანცობამამ წინასაარჩევნოდაც სწორედოცნებისწისქვილზე დაასხა წყალი

სხვა პარტიებს კი პირდაპირ ვეტყვი: თქვენი მხარდამჭერების კრიტიკული მასის მობილიზების თავი რეალურად რომ გქონოდათ, ამას, არჩევნების შემდეგ ქუჩაში კი არა, არჩევნების დროს საარჩევნო ურნებთან გააკეთებდით.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here