Home რუბრიკები საზოგადოება მარნეული ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ზღვარზეა

მარნეული ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ზღვარზეა

958

როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ერთადერთი ფაქტორი, რომელსაც სიტუაციის დაძაბვა შეეძლო, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაანონსებული ჩამოსვლა იყო, მაგრამ ადამიანები, რომლებიც ექსპრეზიდენტს კარგად იცნობენ, ამბობდნენ, რომ მიშა ამას, უბრალოდ, ვერ გაბედავდა ციხეში მოხვედრის შიშით; სააკაშვილი საქართველოში კი არა, მისი საზღვრის ახლოსაც ვერ გამოჩნდებაო და არც გამოჩენილა. ჰო, ისიც გავიხსენოთ, სანდრა რულოვსმა რომ თქვა, მიშას გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს ოდესიდან სოლოლაკამდე, მაინც აქ იქნებაო და უკვე აშკარაა, რომ მოგვატყუა. სანდრას დაანონსებული გათხრა მიშამ არ შეასრულა და ადრეც ასე იყო _ მიშას გასათხრელს სხვა თხრიდა.

სამაგიეროდ, სიტუაცია ბოლომდე დაძაბეს ქვემო ქართლში, კონკრეტულად კი _ მარნეულში. ის, რაც მარნეულში ახმედ იმამყულიევის მხარდამჭერებმა გაბედეს, დაუსჯელი თუ დარჩა, ახალ კონფლიქტამდე არც ისე შორსაა. ჯერ მხოლოდ ის რად ღირს, რომ პრაქტიკულად ყველა შეხვედრაზე იმამყულიევი დაუფარავად ამბობდა, რომ აზერბაიჯანელებმა სვანს _ თამაზ ნავერიანს _ მხარი არ უნდა დაუჭირონ, რომ მარნეულში გადაწყვვეტილება აზერბაიჯანელმა უნდა მიიღოს და სწორედ ამიტომ მან უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში. იმამყულიევის გარშემო, ძირითადად, ყმაწვილები არიან შეკრებილნი და იმეორებენ იმას, რასაც იმამყულიევი ეუბნება. სწორედ ამ ბიჭებმა მოტეხეს ყბა მარნეულის პოლიციის უფროსს _ რამინ ისმაილოვს და, დაუსჯელობის სინდრომით გათამამებულები, მეორე ტურშიც იმავეს გაკეთებას აპირებენ.

ვინც არ იცის, იმასაც ვეტყვით, რომ წინასაარჩევნო კლიპს იმამყულიევმა ოსმალეთის იმპერიის სადიდებელი კლიპის მუსიკა დაადო და შეხვედრებზე არ მალავს, რომ დიადი ოსმალეთის იმპერიის საზღვრების აღდგენის დრო მოვიდა. ამაზე პასუხს მას არავინ სთხოვს და, შესაბამისად, უფრო მეტად თამამდება.

შეიძლება ითქვას, რომ მარნეული ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების ზღვარზეა. იმამყულიევი ღია იერიშზეა გადასული _ ამბობს ყველაფერს, რაც უნდა; მოსახლეობას აზერბაიჯანელებად და სვანებად ყოფს, რაც ახალგაზრდა აზერბაიჯანელებში მოწონებას იმსახურებს. იმამყულიევი დიდ შეხვედრებზეც არ მალავს, რომ არ მოსწონს ის საზღვრები, რომლებშიც მარნეულია მოქცეული, და ამაზე არავინ არაფერს ეუბნება. ახმედ იმამყულიევი ჩვეულებრივი სეპარატისტია სეპარატისტული განცხადებებით”, _ ეს ერთ-ერთმა მარნეულელმა აქსაკალმა (უხუცესმა) გვითხრა.

სამაგიეროდ, თამაზ ნავერიანის შტაბს მკაცრი მითითება აქვს, რომ მოწინააღმდეგესთან კონფლიქტში არ შევიდეს და სწორედ ამ მითითების გამო, მისი შტაბის წევრები დაღვრემილი უყურებდნენ, როგორ არბევდნენ არჩევნების ღამეს “ქართული ოცნების” ოფისს მარნეულში იმამყულიევის მხარდამჭერები, რომლებსაც წინ ნაციონალების კანდიდატი მოუძღოდა.

სხვათა შორის, ოლქების დანაწილების პრინციპის გამო, გარდაბნის რაიონის რამდენიმე ქართული სოფელი (კუმისი, თელეთი, კრწანისი, ახალსოფელი, ახალი სამგორი, გამარჯვება) თეთრიწყაროს რაიონს მიუერთეს, მარტყოფი ისანი-სამგორის რაიონმა “წაიღო” და საბოლოოდ ისე მოხდა, რომ გარდაბანში აზერბაიჯანელი და ქართველი ამომრჩევლების შეფარდება 73/27%-ით “დაჯდა”, ამიტომაც 11 კანდიდატიდან 7 აზერბაიჯანელი იყო და “ქართულ ოცნებასაც” აზერბაიჯანელი კანდიდატი, პრემიერმინისტრის თანაშემწე _ სავალან მირზოევი ჰყავდა. ყველა სხვა აზერბაიჯანელი კანდიდატისგან განსხვავებით, მირზოევმა კარგად იცის ქართული ენა და ყველა შეხვედრაზე ამბობდა, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ვალდებულებაა სახელმწიფო ენის ცოდნა. ვერ გეტყვით, ეს იყო მიზეზი თუ ის, რომ დანარჩენი აზერბაიჯანელი კანდიდატები მირზოევს ქართველებისადმი განსაკუთრებულ სიყვარულში ადანაშაულებდნენ, მაგრამ ფაქტია _ მმართველი გუნდის კანდიდატს ყველა ქართულ სოფელში პროცენტულად უფრო მეტი ხმა ერგო, ვიდრე აზერბაიჯანულში და სწორედ ქართული ხმების ხარჯზე მოიგო პირველივე ტურში.

რეალურად, “ნაციონალური მოძრაობაქვემო ქართლში წავიდა ყველა პროვოკაციაზე, რომ გაემარჯვა, მაგრამ ერთადერთ საჯილდაო ქვად მარნეული დარჩა, ოლქი, რომელიც რეალურად ეთნიკური ნიშნით დაპირისპირების ზღვარზეა.

იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება პოლიტიკური ნება, რომ დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო დარბევაში, ვინც მონაწილეობა მიიღო პოლიციის უფროსის ცემაში, ჩვენ უარს ვიტყვით სამსახურზე. სხვაგვარად სიტუაციის კონტროლი, უბრალოდ, შეუძლებელი იქნება. იმამყულიევი ახალგაზრდებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ ყველა სვანი (და არა ქართველი, ის ქართველებსა და სვანებს ჰყოფს) მტერია და ამაზე ვინმემ პასუხი უნდა მოსთხოვოს”, _ ეს სიტყვები მარნეულში ერთ-ერთმა ძალოვანმა გვითხრა.

ადგილობრივი მოსახლეობა შეშინებულია. მათ კარგად იციან, რომ, საჭიროების შემთხვევაში, იმამყულიევი იარაღის გამოყენებასაც არ მოერიდება და გაისვრის. შემდეგ უკვე არავის ემახსოვრება, ვინ გაისროლა პირველმა და ვნახავთ იმ ფილმს, რომელიც რამდენჯერმე უკვე ნანახი აქვს საქართველოს.

არჩევნების შედეგების მიხედვით გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც უმრავლესობა ისევ “ქართული ოცნება” იქნება, უმცირესობა _ ისევ “ნაციონალური მოძრაობა” და… თუ ჩვენი არ გჯერათ, “წყაროზე” იკითხეთ, ხალხს ნაციონალები, პარლამენტში კი არა, საბრალდებო სკამზე სურს, იხილოს და დაუსჯელობის სინდრომი ყველაზე მეტად სწორედ მათთვის მუშაობს. როდემდე გაგრძელდება ასე და როდის აივსება, ბოლოს და ბოლოს, ქართველი ხალხის მოთმინების აბაზანა (ფიალა 2012/14 წლებში გამოცვალეს), არავინ იცის.

გიორგი გელაშვილი

1 COMMENT

  1. unda daisajos separatisti imamyulievi momxre damarbevlebtan ertad! winaagmdeg shemtxvevashi chveni xelit mogviwevs situaciis dalageba amas tu xelisufleba armixedavs! ukve itxoven marneulshi rom mat soflebshi mat enaze visaubrot! minda vutxra imamyulievs da mis finiebs azerbaijanshi naxevari ver gagvaswrebt tu ragac moxda!!!

  2. ისტორიიდან ხომ გახსოვთ 1992 წლის 14 აგვისტოს კიტოვანმა, შევარდნაძემ და არძინბამ რუსების დავალებთ რა გაითამაშეს, ცოტა ფრთხილად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here