Home რუბრიკები პოლიტიკა კოჰაბიტაციის ბრწყინვალე დაგვირგვინება

კოჰაბიტაციის ბრწყინვალე დაგვირგვინება

735

საპარლამენტო არჩევნების ყველაზე უარესი შედეგები უკვე გამოცხადდა. მიუხედავად ყველა პროგნოზისა, რომელთა თანახმად პარლამენტში ოთხი ან ხუთი პარტია უნდა შესულიყო, ფაქტობრივად, მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი, “ქართული ოცნებისსაკონსტიტუციო უმრავლესობითა დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისარარეალურად მაღალი _ 27% პროცენტით. ამ პარტიის ერთიანობაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, ახლა კი _ სამი მომქანცველი დღით ბარიერის ზღურბლზე შეკავებულიპატრიოტთა ალიანსისშესახებ: მათ 5 პროცენტი აკმარეს, რაზეც დავით თარხანმოურავი აცხადებს, რომ, თუმცაალიანსიპარლამენტში შევა, მაგრამ არჩევნების შედეგებზე კითხვები მაინც აქვს.

კითხვები ყველა სხვა სუბიექტსაც აქვს, თუმცა ბურჭულაძის პარტიისა და “თავისუფალი დემოკრატების” რღვევამ (შესაბამისად, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ) ისიც განაპირობა, რომ დარღვევებსა და აშკარა უკანონობაზე მათ არაფერი უთქვამთ. სამაგიეროდ, აქტიურობს მიხეილ სააკაშვილი და, როგორც სჩვევია, პირველ ადგილს მოითხოვს. თურმე, ნუ იტყვით, მის პარტიას “ქართული ოცნება” დაუმარცხებია და არჩევნები გაუყალბეს.

გაყალბების დიდოსტატი სააკაშვილი იმასაც მოითხოვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში არ შევიდეს, ხოლო მაჟორიტარებმა მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ დროს ერთიან “ნაციონალურ მოძრაობაში” აზრი მყისვე გაიყო. ნამინისტრალი მეცნიერის, ნაცმოს მხურვალე მხარდამჭერ გია ნოდიას მოსაზრებით, “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო მიხეილ სააკაშვილს ამ პარტიის ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. გია ნოდიას თქმით, ოდესის ოლქის გუბერნატორობა და საქართველოში პარტიის ხელმძღვანელობა ერთმანეთთან შეუთავსებელია:

“ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ეს 27% მიხეილ სააკაშვილის რეიტინგია თუ პარტიის. არ არის აუცილებელი, მიხეილ სააკაშვილი პარტიას ჩამოშორდეს, დაუპირისპირდეს და გაემიჯნოს, ხელმძღვანელობაზე არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. პარტიას რომ დაუპირისპირდეს, ძალიან მტკივნეული იქნება. შეიძლება ის იყოს ასოცირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”, მაგრამ პრეტენზია არ ჰქონდეს პარტიის საქმიანობის წარმართვაზე. მას მოწოდებები აქვს, მაგრამ შემდეგ პარტია მას დიდად არ უჯერებს. ეს იწვევს გაუგებრობას და ბუნდოვანებას, მესიჯების არა თანხვედრას, სწორედ ამიტომ არის საჭირო, მან თავი შეიკავოს”.

ეს მხოლოდ ნოდიას მოსაზრება როდია. არავისთვისაა დაფარული, რომ გიგა ბოკერიას აზრი სააკაშვილის საპირისპიროა. ის ფარული ჩანაწერიც, რომელშიც ბოკერიას მიმართ საყვედურები ისმოდა, პირდაპირ მიანიშნებდა, რომ ბოკერია ივანიშვილთან თანამშრომლობაზე მიდის”.

გარიგებაში “ოცნებასა” და ნაციონალებს ნინო ბურჯანაძე პირდაპირ ადანაშაულებს: “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” გარიგდნენ და ორივემ გადაინაწილა ოპოზიციური პარტიების ხმები. არ დატოვოთ საქართველო ორი პარტიის იმედად. 4 წელი ვაფრთხილებდით საქართველოს კოაბიტაციის მძიმე შედეგების შესახებ. ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანა თურქმენიზაციის გზით წავა, როცა ერთ ადამიანს შეუძლია გამოცვალოს პრეზიდენტი, მთავრობა, სასამართლო, ტელევიზიები და იყიდოს ამომრჩევლებიც. ეს საშიშია ქვეყნის მომავლისთვის. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდება, მაგრამ ქვეყნისთვის რთული რეალობის ფასად”, _ განაცხადა ბურჯანაძემ.

ორი პარტიის ამარაქვეყანას ის პოლიტიკური ორგანიზაციები ტოვებენ, რომლებიც ხმას არ იღებენ თვალსაჩინო დარღვევებსა და შედეგებით მანიპულირებაზე. თუმცა, როგორც ირკვევა, ნინო ბურჯანაძეს კონსულტაციები აქვს ყველა ოპოზიციურ ძალასთან და ისინი სასამართლო პროცესებში მესამე მხარედ ჩაერთვებიან. ასობით სარჩელის მომზადების რესურსი დღეს მხოლოდ ბურჯანაძის პარტიას აღმოაჩნდა.

ძნელი სავარაუდოა, რომ რესპუბლიკელებს დარღვევები გამოეპარათ, მაგრამ გაყალბებაზე ისინი საჯაროდ არ ლაპარაკობენ. მიაჩნიათ, რომ კარგად უნდა გააანალიზონ, ოღონდ იმ დროისთვის გასაჩივრების ყველა ვადა უკვე გასული იქნება.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ერთობ საგულისხმო განცხადება გააკეთა: “შემაშფოთებელია, როდესაც არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში აშკარად იგრძნობოდა ფარული ხელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფორმაცია მიგვეღო გარკვეული პორციებით. ეს დაუშვებელია”.

ეს “ფარული ხელი” საქართველოში მხოლოდ ერთ კაცს რომ ეკუთვნის, ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ რა ვუყოთ არჩევნების აშკარად არარეალურ შედეგებს? უსუფაშვილი გვირჩევს, რომ კომპეტენტურ ორგანოებს დაველოდოთ: საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო, იყო სერიოზული ხარვეზებიც, იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზეც, ალბათ, ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის ან არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია”.

ახლა გია ნოდიას შეფასება მოვისმინოთ: “ქართულმა ოცნებამ” რეალურად მოიგო. საერთაშორისო საზოგადოება შეიძლება რაღაც ფაქტორების გამო კრიტიკული იყოს არჩევნების რაღაც მხარეების გამო, მაგრამ თავისთავად “ქართული ოცნების” გამარჯვებას ეჭვქვეშ არავინ აყენებს. ისიც მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება რევოლუციურ სცენარზე არ ფიქრობს. პარლამენტში რომ არ შედიხარ, გამოდის, ქუჩის ოპოზიცია ხდები და ეს “ნაციონალურ მოძრაობას” მხოლოდ დაასუსტებს”.

ერთი სიტყვით, დემოკრატიის მამები მოგვიწოდებენ, შეეგუეთ შედეგებსო. ამ ვითარებაში წინააღმდეგობისა და ბრძოლის ერთადერთ კერად ნინო ბურჯანაძის პარტია რჩება. ამას იმიტომ როდი ვამბობ, რომ მისი საარჩევნო სიის პირველ ათეულში ვარ, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესის კვდომა საქართველოში უკვე დაწყებულია.

ახლა _ დარღვევების შესახებ:

* არაერთ საარჩევნო ოლქში უბნებზე დათვლილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება მისული ამომრჩევლის რაოდენობას;

* უბნების 40%-ზე მეტში ოქმები დაუბალანსებელია;

* მთელი ქვეყნის მასშტაბით საუბნო ოქმებში ერთმანეთს არ ემთხვევა მოსული ამომრჩევლის, ბიულეტენებისა და მიღებული ხმების რაოდენობა;

* იმ უბნებზე, სადაც მაჟორიტარი კანდიდატები ოჯახებით ცხოვრობენ, ოქმებში 0 ან 1 ხმა არის დაფიქსირებული;

* წალენჯიხაში ცოლმა გარდაცვლილი მეუღლის მაგივრადაც მისცა ხმა;

* ცალკეულ შემთხვევებში საუბნო ბიულეტენის მონაცემები არ ემთხვევა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს;

* საქართველოს მასშტაბით ბათილი ბიულეტენების რაოდენობამ 62 ათას 260- მიაღწია (საშუალოდ თითო უბანზე 700-800, ბიულეტენების საერთო რაოდენობის 3,43%), რაც ასევე ბადებს არჩევნებით მანიპულირების დასაბუთებულ ეჭვს.

* არჩევნების დღეს, 17 საათის მონაცემებით, უბნებზე მისული იყო 1 მილიონ 477 ათას 262 ამომრჩეველი, ხოლო 20 საათის მონაცემებით ეს რიცხვი 1 მილიონ 814 ათას 276-მდე გაიზარდა. ანუ სამი სათის განმავლობაში უბნებმა გაატარეს 337 ათას 17 ადამიანი, რაც ფიზიკურად შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ საარჩევნო პროცედურების შესრულებას თითო ამომრჩევლისთვის, სულ ცოტა, 2 წუთი სჭირდება.

* რამდენიმე უბნის შედეგები გაუქმდა თვალსაჩინო დარღვევების გამო და .. და ..

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო სამ არჩევნებზე უტყუარ პროგნოზებს აკეთებს: საპრეზიდენტო არჩევნებზე მან საკუთარ კანდიდატს “60%-ზე მეტი” უწინასწარმეტყველა (შედეგი 63% აღმოჩნდა), ადგილობრივზე _ თბილისის მერობის თავისი კანდიდატის “პირველ ტურში გამარჯვება”, ხოლო 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე _ “ქართულ ოცნებას” 53% (წინასწარი შედეგებით “ქართულმა ოცნებამ” სწორედ 53% მიიღო). ივანიშვილი დაგვპირდა, რომ “ოცნება” 100 დეპუტატს შეიყვანდა და ეს “პროგნოზიც” გამართლდა.

მეორე ადგილზე გასული ყოფილი მმართველი პარტია არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს, მაგრამ, რაც უნდა პარადოქსული იყოს, შედეგების გაუქმებაზე არაფერს ამბობს. უბნებიდან მოსული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ეს ორი პარტია შეთანხმებულად მოქმედებდა და იყოფდა სხვა პარტიების კუთვნილ ხმებს, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა არჩევნების შედეგებზე.

კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ ხედავენ არჩევნების შედეგებს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში. დსთ-ს საკითხების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განაცხადა: “ვფიქრობ, არჩევნების შედეგები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის სურვილზე, რადგან არჩევანი მხოლოდ ორ პარტიას შორის გაკეთდა. პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” დიდი სხვაობით გაიმარჯვა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი გვარწმუნებდა გამარჯვებაში და ქუჩაში გამოსვლებისკენაც მოუწოდებდა ხალხს, მაიდანის რევოლუციის მსგავსად, ხალხმა არჩევნებით ამაზე უარი თქვა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი აღიარებენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებას, მაგრამ ეს ნათელი ნიშანია იმის, რომ უნდა ვეძებოთ კომპრომისები. კომიტეტში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ერთ კვირაში ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება მოხსენება და შევეცდებით დავამყაროთ ურთიერთობა ქართველ პარლამენტარებთან”.

მის განცხადებას “ქართული ოცნებიდან” გია ვოლსკი გამოეხმაურა: “საქართველო არის ევროკავშირის წევრი (აქ მიხვდა, რომ ნამეტანი მოუვიდა და შეასწორა _ ნ.დ.)… ასოცირებული წევრი(?). მართალია, ფაქტია, რომ სავაჭრო ხელშეკრულება არსებობს, თუმცა ჩვენ, რასაკვირველია, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებსაც მხარს უჭერს ბრიუსელიც და ვაშინგტონიც, უნდა გაგრძელდეს. დიპლომატიური ურთიერთობები, მაშინ, როდესაც დიპლომატიური წარმომადგენლობები არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სრულიად გამორიცხულია”.

შეგახსენებთ, რომ ბურჯანაძის პარტიას პრორუსულობის იარლიყს ის პირები აწებებდნენ, რომლებიც პოლიტიკურ გასაჭირში სწორედ რუსული თემით სპეკულირებენ. და მაინც, როგორ მოხდა, რომ მათივე გამოკითხვებით, საქართველოში 30%-ზე მეტი პრორუსული ამომრჩეველი ხმას სწორედ მათ აძლევს, ვისაც საქართველო ევროკავშირის (ზოგსაც _ ნატოს) წევრი ქვეყანა ჰგონია?

ამას უბნებზე ხმების გადათვლა გვიჩვენებს, ისევე, როგორც სხვა ბევრ სიურპრიზს.

ნანა დევდარიანი

1 COMMENT

  1. ნაცები სააკაშვილის მეთაურობით პრორუსული ძალაა,ამას ცხადყოფს მისი განვლილი 9წლიანი მმართველობაც,ომი, ტერიტორიების გადაცემა რუსეთისთვის,ასევე სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა რუსეთისთვის,და ა.შ.რიტორიკა რითაც ესაუბრებოდა სააკაშვილი რუსეთს ეს იყო შირმა ,ასევე ვფიქრობ ოცნბაც პრორუსული ძალაა,ოღონდ ნაცებისგან განსხვავებით,ჯერჯერობით is aris soft power…me da Cemma bevrma megobarma miveciT xma nino burjanaZes,ase rom ibrZoleT,daicavit xmebi

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here