Home რუბრიკები პოლიტიკა მიშამ ბავშვებსაც მოჰპარა

მიშამ ბავშვებსაც მოჰპარა

550

საქართველოს მსგავსად, მიხეილ სააკაშვილი პოპულისტური განცხადებებს არც უკრაინაში ერიდება. ერთი ეგაა, უკრაინაში ყველა ტელევიზიას ვერ აკონტროლებს და ამიტომ მის განცხადებებს ბოლომდე მიჰყვებიან ხოლმე.

ცოტა ხნის წინათ ოდესის პოლიციამ რეგიონში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ველოსიპედები დააკავა. მათი საერთო რაოდენობა 11 400 იყო. უკრაინის კანონმდებლობის მიხედვით, კონტრაბანდული საქონელი უნდა განადგურდეს. სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, “უკეთესი” რამ მოიფიქრა და განაცხადა, რომ ველოსიპედებს ოდესელ ბავშვებს უფასოდ გადასცემდა. ეს გადაცემის პროცესი გაჭიანურდა და ახლაღა გაირკვა, რომ ველოსიპედები გაყიდეს და “ვიღაცამ”, საერთო ჯამში, 42 მილიონი გრივნა ჩაიჯიბა.

როცა სააკაშვილს შეახსენეს, რომ ველოსიპედები ჰქონდა დასარიგებელი, ყველაფერი პრესცენტრს დააბრალა, _ იმათ შეეშალათ, თორემ მე არ მითქვამს, რომ უნდა დამერიგებინაო.

მოკლედ, ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ მიხოს უკრაინაშიც აღარ დაედგომება და ამიტომ აანონსებს, _ საქართველოში მოვდივარო. არადა, საქართველოშიც ციხე ელოდება, მაგრამ, როგორც ჩანს, აქაური “ბალანდა” უფრო მეტად მოსწონს (გასინჯული აქვს პიარის კეთებისას).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here