Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად გამსახურდიას მაგინებელს სამეგრელო არასოდეს მიიღებს

ზვიად გამსახურდიას მაგინებელს სამეგრელო არასოდეს მიიღებს

756

პლაკატი, რომელსაც ხედავთ, ზუგდიდში თითქმის ყველა შენობის ფასადზე, ბოძსა თუ სადარბაზოშია გამოკრული. მასზე ორი ადამიანია გამოსახული: ერთი _ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის მოთავისა და სულის ჩამდგმელის _ ზვიად გამსახურდიასი და მეორე _ საქართველოს დამაქცევარი მიხეილ სააკაშვილის მეუღლის _ სანდრაელისაბედ რულოვსის. ფოტოს ერთვის რულოვსის ვრცელი ციტატა მის მიერ ერთერთი გამოცემისთვის მიცემული ინტერვიუდან, რომელშიც ზვიად გამსახურდიას მძარცველად, ტერორისტად და არაფორმალური სამხედრო დაჯგუფების მეთაურად მოიხსენიებს.

ეს ბანერი ერთგვარი მამხილებელი დოკუმენტია “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატისთვის, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ 8 ოქტომბერს დეპუტატის მანდატი ლანგრით მიართვან. ისე, ვინვინ და, სააკაშვილის კნეინამ კარგად იცის, რომ ზვიადის მაგინებელს სამეგრელო არასოდეს მიიღებს; იცის, რომ ზვიად გამსახურდიაზე და, საზოგადოდ, ეროვნულ მოძრაობაზე აუგის მთქმელი იმთავითვე პოლიტიკური გვამია და რამდენი მილიონიც უნდა დახარჯოს წინასაარჩევნო კამპანიაში, მოსახლეობის თუნდაც უმცირესი ნაწილის მხარდაჭერასაც ვერ ეღირსება. სწორედ ამან გამოიწვია ის შფოთი და ალიაქოთისანაცეთში”, რომელიც ქალაქში ზემოაღნიშნული ბანერების გამოჩენას მოჰყვა; ამან გამოიწვია მათი ისტერიკა და დუჟისნთხევა.

მოგვიანებით “ვარდოსნებმა” თავიანთი ახალგაზრდული ფრთა აქტიურად აამოქმედეს და 2 ოქტომბერს, გვიან ღამით, ქალაქში დაიწყეს ბანერების ჩამოხევა. ასობით ბანერი გაანადგურეს და მათ ნაცვლად რულოვსის საარჩევნო პრაკატები გააკრეს, კიბოს მეტასტაზებივით მოედვნენ ქალაქს, მაგრამ ამ ყველაფერს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია _ ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიც პლაკატების ჩამოხევას შეესწრო, ნაციონალ აქტივისტებს სიტყვიერად დაუპირისპირდა. მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცავები მივიდნენ და “ვარდოსანთა” ოთხი აქტივისტი დააკავეს. მოკლედ, სათქმელი, ასე თუ ისე, ითქვა და სამეგრელოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ზვიადის, როგორც ეროვნული მოძრაობის თავკაცის, იდეურ მტერს მხარი არ უნდა დაუჭიროს. სამეგრელოს და განსაკუთრებით _ ზუგდიდს, არ ეკადრება ზვიადის მტრებისა და მაგინებლების გვერდით დგომა; სამეგრელომ და განსაკუთრებით _ ზუგდიდმა, არ უნდა აირჩიოს ეროვნული მოძრაობის განმგმირავები, 30 გრანტზე გაყიდული იუდები და ფარსადანები, რომლებსაც არაფერი შერჩენიათ ქართული…

ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here