Home რუბრიკები პოლიტიკა ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის არსებობა წარმოუდგენელია ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე

ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის არსებობა წარმოუდგენელია ადგილობრივი წარმოების განვითარების გარეშე

714

პოლიტიკური მოძრაობამრეწველობა გადაარჩენს საქართველოსჩამოყალიბდა 1999 წლის აპრილში, იმ დროს, როცა დამოუკიდებლობის გზაზე შემდგარი საქართველო, რომელსაც არც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე გადასვლის, არც დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გამოცდილება არ ჰქონდა, ხელების ფათურით ცდილობდა პირველი ნაბიჯების გადადგმას.

მაშინ გამოეცხადდნენ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ რეკომენდებული საერთაშორისო მრჩევლები, რომელთა მოვალეობა, როგორც შემდეგ თანდათან გაირკვა, განვითარებული ქვეყნების დანამატად, უუფლებო და მორჩილ სატელიტად საქართველოს ჩამოყალიბება იყო.

ეკონომიკურ მკვლელებად მოიხსენია ამერიკელმა ჯონ პერკინსმა ასეთი მრჩევლები, რომელთა შორის ერთ-ერთი თვითონ იყო (იხ. ჯონ პერკინსი, “ეკონომიკური მკვლელის აღსარება”).

მათი რჩევების მიღება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ნგრევას გამოიწვევდა და საქართველო, როგორც “ბანანის რესპუბლიკა”, მუდმივად სხვისი ხელის შემყურე ერზაცსახელმწიფო გახდებოდა.

გოგი თოფაძე, იმ დროს საქართველოს მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე, იხსენებს, რომ ამ კავშირის წევრი მეწარმეები სრულად აცნობიერებდნენ, “რამდენად მანკიერი აღმოჩნდებოდა ჩვენი ქვეყნისთვის (მრჩეველთა მიერ) თავსმოხვეული გეზის განხორციელება. მაშინ ბევრი ვიკამათეთ, ვიბრძოლეთ, აშკარად დავუპირისპირდით ამგვარი “კეთილმოსურნეების” პოლიტიკას… მაგრამ მრეწველთა კავშირს არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნდა ვითარების გამოსასწორებლად და გადავწყვიტეთ, დაგვეარსებინა პოლიტიკური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”.

ხუთიოდე თვის შემდეგ ამ პარტიამ შეძლო პარლამენტში არჩევისთვის საჭირო შვიდპროცენტიანი ბარიერის გადალახვა.

იმ მოწვევის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შემდეგაც “მრეწველები” ერთადერთი ფრაქცია იყო, რომელიც მაღალი ტრიბუნიდან საქვეყნოდ ლაპარაკობდა იმ ნეგატიურ მოვლენებსა და ტენდენციებზე, რომლებიც სერიოზულად აბრკოლებდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

დღეს ეს პარტია მესამედ მიდის არჩევნებზე, ამჯერად _ ბლოკით “თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო”.

გოგი თოფაძე ქართულ სინამდვილეში საკულტო ფიგურაა _ უმაღლესი კლასის მეურნე, ბიზნესმენი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე.

პიროვნება.

ბიოგრაფიის ქრონოლოგია

გოგი ლევანის ძე თოფაძე დაიბადა თბილისში 1940 წლის 18 აპრილს. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის კვებისა და ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე.

ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1962 წელს მუშაობა დაიწყო კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 1967 წელს გამოცდებს აბარებს ორგანული ქიმიის მოსკოვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავე წელს იცავს დისერტაციას და მიენიჭება ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.

პროფესორი გოგი თოფაძე 20 სამეცნიერო ნაშრომის, 4 მონოგრაფიის და 1 სახელმძღვანელოს ავტორია. ავტორია 3 წიგნისა, მათგან ერთ-ერთს _ “თხილამურებით მთაში” _ 1999 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია ლიტერატურისა და ხელოვნების დარგში.

1970-75 წლებში ახალგაზრდა სპეციალისტი მუშაობდა თბილისის საპნის ქარხნის დირექტორად.

1975-დან 1986 წლამდე იყო საწარმოო გაერთიანება “თბილლუდის” გენერალური დირექტორი.

1986 წლიდან მუშაობდა ლილოს ლუდის მშენებარე ქარხნის დირექტორად.

1994 წელს დააფუძნა კომპანია “ყაზბეგი”. ამჟამად გოგი თოფაძე სააქციო საზოგადოება “ყაზბეგის” პრეზიდენტია.

1999 წლიდან არის პოლიტიკური მოძრაობა “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” თავმჯდომარე.

1999-2003 წლებში, შემდეგ 2012-2016 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, “მრეწველთა” ფრაქციის ხელმძღვანელია.

1995-2009 წლებში იყო სპორტის ზამთრის სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი.

1999 წლიდან არის საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი.

2005 წელს აირჩიეს ევროპული სავაჭრო პალატის პრეზიდენტად.

1997 და 1998 წლებში დაასახელეს საქართველოს საუკეთესო ბიზნესმენად.

2005 წელს პირველი იყო ქართველ ბიზნესმენთა შორის, რომელიც დაჯილდოვდა მეცენატის ოქროს მედლით.

ჰყავს მეუღლე, 2 შვილი და 7 შვილიშვილი.

სამეურნეო საქმიანობის წლები

1994 წელი _ ბიზნესმენი გოგი თოფაძე თანამოაზრეებთან ერთად აფუძნებს კომპანია “ყაზბეგს”, რომელიც აუქციონზე ყიდულობს თბილისის ლუდის მეორე ქარხანას და იწყებს წარმოების სრულ რეკონსტრუქციას. ქარხანაში 7,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება.

1995 წელი _ კომპანია “ყაზბეგი” უშვებს პირველ ქართულ ლუდს სახელწოდებით “ანანური”.

1997 წელს კომპანია “ყაზბეგმა” სააქციო საზოგადოება “რუსთავის ლუდის” აქციები შეიძინა. იქმნება სააქციო საზოგადოება “ყაზბეგი”.

1999 წელი _ კომპანია იწყებს თანხების დაბანდებას ტურიზმის სფეროში. შენდება სასტუმროები დაბა ყაზბეგსა და ბაკურიანში.

2003 წელი _ თერჯოლის მეფრინველეობის ფაბრიკის ბაზაზე იქმნება შპს “ყაზბეგი-თერჯოლა”.

2003 წელი _ “ყაზბეგი” იწყებს თანხების დაბანდებას ხეტყის ბიზნესში. თელავის რაიონის სოფელ ფშაველში ყალიბდება შპს “ყაზბეგი-ფშაველი”.

2003 წელი _ კომპანია “ყაზბეგი” იწყებს დაბა ბაკურიანში დიდველის მთაზე სპორტულ-ტურისტული კომპლექსის მშენებლობის ოპერირებას.

2005 წელი _ დაფუძნდა კომპანია “ფშაველი-ყაზბეგი”, საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება და გადამუშავება, სანადირო მეურნეობის მოწყობა.

2006 წელი _ “ყაზბეგი ჯგუფის” შემადგენლობაში შევიდა “ქართუ უნივერსალი”, რომლის წარმოებული ნაყინი “თოლია” დღეს დიდად პოპულარულია.

თბილისი _ ტრადიციების ქალაქი

თბილისი ტრადიციების ქალაქი რომ არის, იცის ყველამ, ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია დედაქალაქის ქუჩებში. ქუჩები თავად არის ტრადიცია _ თავშეყრის ადგილებით, ისტორიული აქცენტების, თაობების “პროფესიული ორიენტაციების” მიხედვით დაყოფილ-შემოხაზული თანამოაზრეთა (ან თანატოლთა) ქუჩის სალონები; დღევანდელ ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებთ, ქუჩის “არასამთავრობო ორგანიზაციები”, გნებავთ, ტერიტორიები _ თავისუფალ მოაზროვნეთა კეთილგანწყობის ოაზისები.

კიროვის ყოფილ ბაღში, ანუ ვერის პარკში, კალათბურთის მოედანთან, ფეხბურთის თავგადაკლული მოყვარულები იკრიბებოდნენ. თავისი აუდიტორია ჰყავდა ოპერის ბაღს, ძველ “გოფილექტს” პლეხანოვის პროსპექტზე და ა. შ.

რუსთაველი ხომ “პოდიუმი” იყო თბილისის ყველა უბნის ლამაზმანების.

ტრადიციული დასასვენებელი ადგილები (ვის სად მოსწონდა) _ “მუშთაიდი” თავისი რესტორნით, “ინტურისტი” _ სასტუმროს უკან, ველიამინოვის ლუდხანა და დუქნები, დუქნები…

და ლუდის მოყვარულთა მექა და მედინა _ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ლუდის ქარხანასთან, ტრადიცია, რომელიც ჩვენი თაობის თვალწინ დაიბადა, სადაც ყოველთვის შეიძლებაცოცხალი ლუდით” (“ბოჩკისასრომ ეძახდნენ) წყურვილის მოკვლა. მაშინ, როცა ბევრი სხვა ტრადიციული ადგილი მოიშალა, დღევანდელიყაზბეგისოფისთან, ლუდსახარშთან, ამ სასმელის ჭეშმარიტ მოყვარულთა რიგები არ ილევა.

ამ ტრადიციის მცველობა იტვირთა კომპანია “ყაზბეგმა”, რომელიც, როგორც უკვე ვუთხარით ჩვენს მკითხველს, გოგი თოფაძემ თანამოაზრეებთან ერთად 22 წლის წინათ დააფუძნა.

ასე იშვა ტრადიცია ქალაქში, რომელიც ძნელად ითვისებს სიახლეებს, ძნელად ეგუება ტრადიციად მათ დამკვიდრებას.

გოგი თოფაძემ ეს მოახერხა, თანაც იმ დროს, როცა თბილისში და საერთოდ მთელ საქართველოში ქაოსი სუფევდა. საოცარია, დაუჯერებელი და საღად მოაზროვნე ადამიანისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ისტორიული ფაქტია, რომ ახალი, სუვერენული, დემოკრატიული საქართველოს მშენებლობა დავიწყეთ ნგრევით, ქვეყნის ეკონომიკური საფუძვლების მოშლით, საქვეყნო სიმდიდრის _ ქარხნების, ფაბრიკების საწარმოო სიმძლავრეების საზღვარგარეთ, უწინარესად, თურქეთში ჯართად კაპიკებად გაყიდვით, სახალხო ქონების დატაცებით, ეროვნული სულისკვეთება და ერთადყოფნის აუცილებლობა ცარიელ სიტყვებად ვაქციეთდა გადაეშვა საქართველო ძმათამკვლელ სამოქალაქო ომში, დაპატარავდა შაგრენის ტყავივით.

აი, ასეთ პირობებში ვერავინ დაიჯერებდა, რომ თავის სიმართლეში დარწმუნებული, პროფესიონალიზმითა და ორგანიზატორული უნარით დაჯილდოვებული ერთი კაცი დანგრეულ და გაპარტახებულ ქარხანას არა მხოლოდ აღადგენდა, არამედ შექმნიდა თანამედროვე, წარმატებულ საწარმოს.

ვერავინ გადალახავდა უიმედობის, უპერსპექტივობის ეჭვის წინაღობას.

ვერავინ _ გოგი თოფაძის გარდა.

აქამდეც დაუწერიათ ამის თაობაზე საქმეში ჩახედულ ადამიანებს; აღუნიშნავთ, რომ ყველას, ვისაც მასთან უმუშავია, წარმოების ორგანიზების მისი უნიკალური ნიჭი და უტყუარი ალღო უღიარებია, უპერსპექტივო საქმის წარმატებული მომავალი დაუნახავს და შედეგისთვისაც მიუღწევია.

უკან დახევა, შუა გზაზე გაჩერება არასოდეს სჩვეოდა ამ ენერგიით სავსე კაცს. პირიქით _ მიზნის მისაღწევად აუცილებელი სიჯიუტე და თავდაჯერება ხელს უწყობდა მის წარმატებულ საქმიანობას.

ცოტაც _ იდეალისტობა და ცოტაც _ იღბალი.

სიახლეთა დანერგვისკენ მისწრაფებაც: წარმოებული პროდუქციის არა მხოლოდ ოდენობა (მაინც გასაღდება დეფიციტის პირობებში), არამედ _ ხარისხი. ხარისხი _ უპირველეს ყოვლისა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროს თოფაძის ინიციატივით “თბილლუდში” ჩამოსხმული (0,33-ლიტრიან ბოთლებში, რომელიც თავისთავად სიახლე იყო) ლუდი “თბილისური” ისე კარგი და მაღალხარისხიანი გამოდგა, რომ სპეცმაღაზიებში სპეცნებართვებით იყიდებოდა მსგავსად ჩეხური ლუდისა.

გოგი თოფაძის მთავარი პროფესიული საქმე, მისი ბიოგრაფების თქმით (იხ. მაგალითად, ვალერიან ღვინჯილია “ფიქრები წარსულზე”), მაინც “ყაზბეგია”: “ქართული ბიზნესის ისტორიაში, ძნელია, მოძებნო ანალოგი, როცა კომპანიის სახელი და მისი დამაარსებელი აბსოლუტურად იდენტიფიცირებულია”(გვ. 93).

გაბედულება იმთავითვე მოსდევს და ამ თვისების განვითარებაში მას უთუოდ ხელი შეუწყო ახალგაზრდულმა გატაცებამ მთამსვლელობით და სამთო-სათხილამურო სპორტით, რომელთა ერთგულება სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი.

სულიერი წყობით, აღნაგობითა და ცხოვრების წესით სპორტსმენია. მისი თაობის ადამიანებს დღესაც ახსოვთხიჟინადწოდებული სამთო მაშველთა პატარა ქოხი ბაკურიანში, კოხტაგორაზე, რომელშიც სტუმრობა ყოველი თავმოყვარე სპორტის მოყვარული ახალგაზრდისთვის საპატიო რიტუალად იყო მიჩნეული. მასპინძელი იყო გოგი და მისი ენთუზიასტი მეგობრები.

სპორტი _ მისწრაფება პირველობისკენ.

იქნებ, სწორედ ამან შეუწყო ხელი გოგი თოფაძეს, პირველს გადაედგა ის ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც ბევრი ვერ გაბედავდა 1994 წელს, როცა კრიმინალური ბანდებისთვის ლაგამის ამოდებაც კი წარმოუდგენელ სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვდა, როცა მათგან დატერორებულ მეწარმეებს ხარკის უღელი ედგათ და, როგორც კახეთში ამბობდნენ, ბუხრის დანთებისა გვეშინია, რადგან, როგორც კი ბოლი ამოვა საკვამურიდან, “მხედრიონელები” თავს დაგვესხმებიან _ წარმოება ხომ არ გაგიხსნიათო.

ვინც არ რისკავს, ის ლუდსაც ვერ სვამს

იყო ასეთი ვითარება და სწორედ ამ დროს, ანუ 22 წლის წინათ გოგი თოფაძემ არნახულად რისკიანი პროექტის განხორციელება განიზრახა: ქართული ლუდის ბიზნესმა ფეხის ადგმა მაშინ სცადა, როცა ბაზარი გაურკვეველი წარმოშობის, ხარისხისა და შემადგენლობის უცხოური ლუდით იყო გაჯერებული და ამ სარფიან საქმეს ზურგს უმაგრებდნენ ფინანსურად თუ პოლიტიკურად შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ჯგუფები, მათ შორის, მაშინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც.

სწორედ ასეთ ფონზე, დიდი პაუზის შემდეგ ბაზარზე “ყაზბეგის” მარკით გამოჩენილმა პირველმა ქართულმა ლუდმა გაარღვია მტკიცედ შეკრული მანკიერი წრე. წარმოების მოკრძალებული მოცულობის მიუხედავად, “ყაზბეგმა” ისე შეავიწროვა ლუდის იმპორტს ჩაჭიდებული არაერთი კომპანია თუ კორუმპირებული მოხელე, რომ მოწინააღმდეგეთა გაერთიანებულმა ძალებმა ადგილობრივი წარმოების ჩანასახშივე ჩაკვლა სცადეს.

მას შემდეგ, რაც თოფაძესთან მოლაპარაკებამ, დაშინებამ შედეგი ვერ გამოიღო, 40 შეიარაღებული სპეცნაზელი ქარხანაში შევარდა, გოგი შვილთან და მოადგილესთან ერთად დააპატიმრეს და წარმოების გაჩერება მოსთხოვეს.

ამაოდ. თოფაძე ვერ შეაჩერეს.

ქართული ლუდის წარმოების აღდგენა დამოუკიდებელ საქართველოში კონკრეტული საქმის შედეგიანად კეთების ის პირველი პრეცედენტი იყო, რომლის მოწმეც გახდა ილუზორული დაპირებებით დაღლილი და იმედგაცრუებული ქართული საზოგადოება. მომხმარებელმა მიიღო და აღიარაყაზბეგისუცხოურზე უკეთესი და იაფი პროდუქცია, რომელიც დღესაც პოპულარობით სარგებლობს”. კომპანია ყოველწლიურად ახალ-ახალ ბრენდებს, ეკოლოგიურად სუფთა ნედლეულისგან დამზადებულ ნატურალურ სასმელებს სთავაზობს მომხმარებელს.

ასეა ამჟამად, მაშინ კი საქართველოში ლუდის იმპორტი იმდენად მომგებიანი იყო, რომ პოზიციების იოლად დათმობას არავინ აპირებდა. “ყაზბეგი” კი საზიდავის მეხუთე თვალივით ზედმეტი იყო. მაფიამ, ძალით რომ ვერაფერს გახდა, წარმატებული კომპანიის წილში ჩაჯდომა სცადა.

კვლავ უშედეგოდ. ამიტომ მოგვიანებით, ინტერესთა ჯგუფების მიერ განხორციელებული ფართო ლობისტური კამპანიის შედეგად, 1995 წლის ივნისში ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ადგილობრივი მეწარმეებისთვის აქციზის გადასახადი, არც მეტი, არც ნაკლები, 1000 პროცენტით გაეზარდა. ამ საგადასახადო გილიოტინამ მომაკვდინებელი შედეგი 2-3 წელიწადში გამოიღო: სასმელის მწარმოებლებს ისეთი დავალიანებები დაუგროვდათ, რომ უმეტესობა ან გაკოტრების რეჟიმში მოექცა, ან წელში ვეღარ გასწორდა და ავად თუ კარგად მოპოვებული საბაზრო პოზიციები საბოლოოდ დაკარგა”.

გამონაკლისი მხოლოდ “ყაზბეგი” აღმოჩნდა. და ამის მიზეზი იყო უკიდურესად რისკიანი, თუმცა, ბიზნესის ლოგიკიდან გამომდინარე, აბსოლუტურად გამართლებული და, საბოლოო ჯამში, საწარმოს გადასარჩენად მიღებული ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება _ თოფაძემ აბსურდულობამდე გაზრდილი აქციზის გადახდაზე უარი თქვა. განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ალოგიკური, უსამართლო და დარგის დამღუპველი იყო. ზოგიერთი კომპანია შეეგუა ასეთ უსამართლობას, თოფაძემ კი “ყაზბეგი” ძველი სააქციზო გადასახადის რეჟიმში ამუშავა: ეს იყო საჯარო პროტესტი. ხელისუფლება იძულებული გახდა, შეეცვალა აქციზის განაკვეთი.

ეს კანონდარღვევა ეკონომიკური მიზანშეწონილობით იმდენად ლოგიკური იყო, რომ “ყაზბეგის” წინააღმდეგ ჩასაფრებულმა მაკონტროლებლებმა ვერ გარისკეს თოფაძის შევიწროება.

პოლიტიკურმა ზეგავლენამ თანდათან ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ გოგი თოფაძე იძულებული შეიქნა, პოლიტიკურ ასპარეზზეც გამოსულიყო, შეექმნა პარტია და ახალი ქართული ბიზნესის თავისუფლება პარლამენტის ტრიბუნიდან დაეცვა.

მრეწველთაფრაქციამ სახელმწიფოს მშენებლობის ორიგინალური, პრაქტიკული საქმიანობით დადასტურებული კურსი შესთავაზა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს: საკუთარი ძალებითა და შესაძლებლობით, ადგილობრივი კადრების დასაქმებით ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დაყენება და არავითარ შემთხვევაში უცხოელი მრჩევლების ბრმად მიყოლა, .. შოკური თერაპიისა და სხვა მსგავსი ნეგატივიზმის ერთადერთ გზად აღიარება და დამორჩილება.

ყველაფერი უცხოურით, მათ შორის, იდეებით აღტაცება-აღფრთოვანების ვითარებაში “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” იდეოლოგია ჭეშმარიტად პატრიოტული და პრაგმატული იყო. დრომ, რომელიც მას შემდეგ გავიდა, დაამტკიცა ამ მიმართულების სისწორე. უფრო მეტიც, ანალიტიკოსების აზრით, ქვეყნის განვითარების უფრო მკაფიო, რეალისტური, კონკრეტული და საქმით დამტკიცებული პოლიტიკური ალგორითმი ქართული საზოგადოებისთვის არც ერთ სხვა პოლიტიკოსსა თუ პარტიას არ შეუთავაზებია.

დღეს კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ სტრატეგიული იდეის აქტუალობა. ასეთი დასკვნის გაკეთების უფლებას იძლევა თუნდაც ის ეფექტი, რომელიც მიღწეულია ტოტალური უმუშევრობის პრობლმის დაძლევის საკითხში. ქართული კომპანია “ყაზბეგის” 18 საწარმოში, სადაც ქართული პროდუქცია იქმნება, დღეს ათასობით ადამიანია დასაქმებული, მათ ცხოვრების და შრომის ღირსეული პირობები აქვთ შექმნილი.

ასეთი აღმოჩნდა ამ ერთი კონკრეტული პარტიის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ჩვენს პუბლიკაციაში გოგი თოფაძის პარტიის მოღვაწეობაზე გადასვლამდე უთუოდ ღირს, “ყაზბეგის” სამეურნეო საქმიანობის ისტორიას ბოლომდე მივადევნოთ თვალი.

როცა ყოველი მხრიდან გიტევენ

ასეთი რამ “ველური კაპიტალიზმისთვის”, რომელიც იმთავითვე დამკვიდრდა საქართველოში, ბუნებრივი იყო.

ბუნებრივი და რთულად გადასალახი.

გოგი თოფაძემ და მისმა თანამოაზრეებმა შეძლეს გზის გაკვალვა წინააღმდეგობათა და დაბრკოლებათა იმ უღრან ტყეში, რომელშიც მაშინ ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა აღმოჩნდა.

მაქსიმალური მობილიზებით, იდეის ერთგულებით და საკუთარი ღირსების დაცვით მოახერხეს საბაზრო ეკონომიკისთვის წარმოებულ ომში საკუთარი პოზიციების შენარჩუნებაც და განმტკიცებაც. ამის ერთ-ერთ მაგალითად ასახელებენ თოფაძის დაპირისპირებას ლუდის მწარმოებელ ფრანგ მილიარდერ კასტელთან, რომელიც შეეცადა, ხელთ ეგდო “ყაზბეგი” და თვითონ გაბატონებულიყო ქართულ ბაზარზე. ექსპერტები წერენ, რომ ეს იყო პირველი პრეცედენტი, როცა უცხოურმა კომპანიამ ქართულს ქედი ვერ მოადრეკინა. და ეს მოხდა იმ ფონზე, როცა “კასტელის ჯგუფს” ხელისუფლების ყველა დონეზე გარანტირებული მხარდაჭერა ჰქონდა _ პოლიტიკური, რესურსული თუ ინსტიტუციონალური. თოფაძემ ყველას დაანახვა, რომ ინვესტორი არ არის ყოველთვის მართალი და არც მისი ბრმა მორჩილებაა სიკეთის მომტანი, რომ საკუთარი ღირსების დასაცავად ხანგრძლივი და შეუპოვარი ბრძოლა არა მხოლოდ გარდაუვალია, არამედ _ აუცილებელიც.

დღევანდელმა მისმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ საქმე აქვთ სოლიდურ კომპანიასთან. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ქართული ბიზნესის უცხოელ ინვესტორებთან თანამშრომლობის ახალი, ცივილიზებული სტანდარტი, რომელიც, უწინარესად, პარტნიორთა თანასწორუფლებიანობას ეფუძნება.

გოგი თოფაძეს განსაკუთრებულით მძაფრად ებრძოდნენ მედროვენი, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების სათავეში აღმოჩნდნენ; ცდილობდნენ მისთვის სახელის გატეხვას, უწოდებდნენ “წითელ დირექტორს” და წარმოაჩენდნენ, როგორც ეკონომიკის მართვის საბჭოთა სისტემის გადმონაშთს.

ამაოდ დაშვრნენ, მიუხედავად იმისა, რომ არნახული სიმკაცრით, სახელისუფლო რესურსის უკანონო გამოყენების გზით ანგრევდნენ ამ ბიზნესმენის მიერ აწყობილ საქმეს ცალკეულ ობიექტებზე შეტევით.

გთავაზობთ ერთ მაგალითს.

ეკოლოგიური წონასწორობის დაცვა კორპორაციის საქმიანობის ერთერთი ქვაკუთხედია. სწორედ ამ მიზნით და, აგრეთვე, ხეტყის დაუმუშავებელი მასალის საზღვარგარეთ უკონტროლო გატანის საწინააღმდეგოდ, რომელიც (გატანა) საქართველოს ტყის საფარის განადგურებას იწვევდა, თოფაძემ და მისმა პარტნიორმა და მეგობარმა ლუკა რამაზაშვილმა თელავის რაიონის სოფელ ფშავში ააშენეს და აამუშავეს თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხის გადამმუშავებელი ქარხანაყაზბეგიფშაველი”, რომელიც 6 სახის პროდუქციას აწარმოებდა და მისი საერთო რაოდენობის 90 პროცენტი ექსპორტზე გაჰქონდა. ამ საწარმოში 160 ადამიანი იყო დასაქმებული, უმთავრესად _ ადგილობრივები.

ამავე სოფელში თოფაძე-რამაზაშვილმა დააარსეს სასოფლო-სამეურნეო ფერმა და ისიც იმ კუთხის მოსახლეობას ახალი სამუშაო ადგილების გაჩენით შეეხიდა. მაგრამ სწორედ ეს არ მოეწონათ აქაურ ბობოლებს, რომლებიც ქვეყნის ერთ-ერთი ცენტრალური უწყების ხელმძღვანელის მამის ხელქვეითების მოდარაჯე ძაღლების როლს შესანიშნავად ასრულებდნენ, და ულტიმატუმი წაუყენეს ლუკა რამაზაშვილს (აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ნაომარ კაცს, რომელსაც ბრძოლის ველზე 12 მეომარი დაეღუპა და მათ ოჯახებს ინახავდა), _ აქ არ გამუშავებთ და აიბარგეო. მისი მოცილება ჰქონდათ გადაწყვეტილი, რადგან ხეტყის მათ ბიზნესს, ანუ გომბორის ტყეების დაუნდობელ ჩეხვას, რომელიც მილიონობით ბინძურ შემოსავალს იძლეოდა, აღნიშნული საწარმო წერტილს უსვამდა.

2006 წელს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებით დააპატიმრეს რამაზაშვილი, სამართალში მისცეს და 8 წლით თავისუფლება აღუკვეთეს. 7 წელიწადი არაადამიანურ პირობებში ცალკე საკანში გამოამწყვდიეს, მაგრამ ვერ გატეხეს. მხოლოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ჭამა პური სამართალმა და შესაძლებელი შეიქნა მისი საპყრობილიდან გამოხსნა.

გოგი თოფაძე, როგორც შეეძლო, ცდილობდა ამ კაცის დაცვას ყველა ინსტანციაში და ყველა დონეზე. სააკაშვილსაც არაერთხელ შეხვდა და სამართლის აღდგენა მოსთხოვა: არაფერი დაუშავებია და რას ერჩითო.

იცით, რა უპასუხეს ადამიანის უფლებებისა და კონსტიტუციური სამართლიანობის უპირველესმა დამცველმა და მისმა ხელქვეითებმა?

_ ჩვენს ადგილზე რომ იყოთ, ასეთ კაცს გარეთ დატოვებდითო?

_ რატომო? _ თოფაძემ რომ ჰკითხა, შეუფარავად და თავხედურად უპასუხეს:

_ აგვირევს სიტუაციას, ისეთი გავლენის კაციაო.

აი მოტივი!

დღეს “ფშაველი-ყაზბეგის” ფერმა ამოქმედებულია და ბევრი ფერმერისთვის სამაგალითოა. დიდი პოტენციალის მქონე ხეტყის გადამმუშავებელი ქარხანა კი გაუგებარი მიზეზების გამო უქმად დგას.

ძალამოკრებილი და გამოცდილებაშეძენილი “ყაზბეგი” აფართოებს სამოქმედო არეალს, ამრავალფეროვნებს საქმიანობას არაერთი ბიზნესპროექტისთვის თავის დადგმითა და განხორციელებით.

ლუდს მოჰყვა “ცივი ჩაი”, თვისობრივად ახალი ნაწარმი, რომელიც არა მხოლოდ თავისთავად მნიშვნელოვანია, არამედ (და ესეც ფრიად ნიშანდობლივია), რომ ამ პროდუქტის წარმოებამ “გადარჩენის შანსი მისცა თითქმის კვდომის პირას მყოფ, ერთ დროს საქართველოს უპირველეს პრიორიტეტს _ ჩაის დარგს საერთოდ”.

კვების მრეწველობის ტექნოლოგების დასკვნით, “ცივი ჩაი” წარმოებულია ადგილობრივი, ქართული ნედლეულისგან, ეკოლოგიურად აბსოლუტურად სუფთაა და ამ კუთხით წაყენებულ ყველა მოთხოვნას სრულად აკმაყოფილებს, სხვათა შორის _ ისევე, როგორც ლიმონათი “ყაზბეგი”. დღეს ამ კომპანიის პროდუქცია დამკვიდრებულია არა მხოლოდ ქართულ ბაზარზე, მას თავისი ნიშა აქვს მოპოვებული ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ, ავსტრია, თურქეთი, იტალია, ჩინეთი, იაპონია, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, სულ _ 30 ქვეყანაში.

ყაზბეგისსაქმიანობის სპექტრის გაფართოებაზე საუბრისას აუცილებლად უნდა დავასახელოთ სააქციო საზოგადოებადიდველი” _ ბაკურიანში, დიდველის მთაზე, თოფაძის თანამონაწილეობით საფუძველჩაყრილი გრანდიოზული სპორტულგამაჯანსაღებელი კომპლექსი, რომელიც თავისი მახასიათებლებით პირველია საქართველოსა და მთლიანად რეგიონში, როგორც უნიკალური სამთოსაკურორტო ობიექტი თანამედროვე ინფრასტრუქტურით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პირველ 10 წელიწადში თოფაძის კომპანიის მიერ განხორციელებული ბიზნესპროექტებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 70 მილიონზე მეტი ლარი შევიდა.

იმავე პერიოდში გოგი თოფაძის ფონდმა 7 მილიონი ლარის ქველმოქმედება განახორციელა სპორტის, მეცნიერების, განათლების, კულტურის და სხვა სფეროებში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, შეჭირვებული ადამიანებისთვის ხელის გასამართად, ნიჭიერი ახალგაზრდების წასახალისებლად: გოგი თოფაძის სტიპენდიით ათეულობით ქართველი სტუდენტი სწავლობს უცხოეთისა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მისი სტიპენდიანტები არიან ჩვენი უმაღლესი სკოლის პროფესორმასწავლებლებიც.

ასეთია გოგი თოფაძე _ ქართველი ბიზნესმენი ქართული კაპიტალით, მეცენატი, ნიჭიერებითა და მიზანსწრაფულობით გამორჩეული მოღვაწე.

პოლიტიკური ბრძოლის სარბიელზე

პოლიტიკური პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” და საპარლამენტო ფრაქცია “მრეწველების” ქვეყნის სასიკეთოდ წარმატებულ საქმიანობაზე ბატონმა გოგიმ “საქართველო და მსოფლიოს” წლევანდელ 34-ე ნომერში ილაპარაკა (იხ. “გოგი თოფაძის ანგარიში ამომრჩეველთა წინაშე”).

აქ, ამ ასპარეზზეც გამოიღო სასურველი შედეგები მისმა ორგანიზატორულმა ნიჭმა და მოვლენათა ანალიზის უნარმა.

ალღომაც, რა თქმა უნდა, და გამბედაობამ.

იგი იმ პოლიტიკოსთა შორის იყო (ან, ეგებ, პირველიც კი), რომლებმაც პარლამენტის ტრიბუნიდან განაცხადეს, რომ საქართველო არამც და არამც არ უნდა შეეგუოს ტურისტების მომსახურებისა და უცხოელი პატრონების ხელისბიჭობის ფუნქციას, რომელსაც უყოყმანოდ ეთანხმებოდა და სიხარულით ასრულებდა სააკაშვილის ქლესა ხელისუფლება 9-წლიანი პარპაშის პერიოდში. ამიტომ იყო, რომ კინაღამ საბოლოოდ ამოვძირკვეთ მევენახეობამეღვინეობის კულტურა, მეჩაიეობა, გავანადგურეთ ქართული მრეწველობა, მანქანათმშენებლობა და ..

გადამყიდველებად გვაქციესო,_ არაერთხელ დაუჩივლია თოფაძეს. ვიყიდი იაფად, გავყიდი ძვირად _ ამას დავარქვით ბიზნესი და საცოდავი ქალები ბაზრობებზე დახლებთან დავაყენეთო.

პარლამენტარ გოგი თოფაძეს, მის ფრაქციამრეწველებსყოველთვის გამოარჩევდა სიმართლის თქმა და გაბედული პოზიცია. კოალიციაქართული ოცნებისდაშლის ინიციატივა, ცნობილია, რომმრეწველებიდანმოდის.

დაშლის მიზეზს ბატონი გოგი ასე ხსნიდა:

“_ კოალიციაში ისეთი ადამიანები (პარტიები) გაერთიანდნენ, რომლებსაც დიამეტრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვთ მთელ რიგ საკითხებზე. ამის გამო ქვეყანა ვერ ვითარდება საჭირო მიმართულებით. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში კოალიციები იქმნება არჩევნების შემდეგ რაღაც გარკვეული მოსაზრებებით… არჩევნებამდე კი იქმნება საარჩევნო ბლოკე, ამიტომაც შევთავაზეთ კოლეგებს: მოდით, ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი და გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის ნდობა და ვის _ არა. ჩვენი მხრივ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და, მადლობა ღმერთს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

რესპუბლიკელებმა პრეტენზიებით აიკლესქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ _ მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა; და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები შეურაცხყოფილი ვიყავით”.

ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც, თანაგუნდელებთან ერთად, არასოდეს აუგად არ მოუხსენიებია კოალიციის წევრები, მაგრამ დეპუტატ თინა ხიდაშელის მორიგი ღვარძლიანი რეპლიკა _ თოფაძე ჯერ კიდევ პარლამენტშიაო? _აღმოჩნდა ის წვეთი, რომელმაც აავსო თავშეკავებული “მრეწველების” მოთმინების ფიალა და თავგასულებმა მიიღეს ის, რასაც იმსახურებდნენ.

_ ვინმემ თუ იცის, რა გააკეთეს რესპუბლიკელებმა კარგი ჩვენი ქვეყნისთვის? _ იკითხასაქართველო და მსოფლიოსთვისმიცემულ ინტერვიუში გოგი თოფაძემ და იქვე უპასუხა: _ გაუთავებელი პროვოკაციებისა და წივილკივილის გარდა, _ ჩვენ ვართ ყველაზე ერუდირებული პოლიტიკური ძალაო, _ არაფერი.

კოალიცია დაიშალა. არჩევნები გამოაჩენს, ვინ ვინ არის, ვის ენდობა ხალხი, ვისი იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.

გოგი თოფაძის ეს განცხადება “ჩირქის მოცხებად” მიიჩნიეს. დღეს, ანუ არჩევნების კვირაძალს ამგვარი შეფასება მოგონებად დარჩა, ანუ გაკვეთილად მათთვის, ვინც ჩქარობს დასკვნების გამოტანას.

აიმრიზნენ მავანნი, როცა “მრეწველებმა” რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგების თავიანთი პოზიცია გაასაჯაროვეს, როცა კვლავ და კვლავ შეგვახსენეს ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრების უპერსპექტივობა.

აქ უპრიანია, მკითხველებს შევთავაზოთ ერთი ამონარიდი გოგი თოფაძისთვის ჩამორთმეული ინტერვიუდან _ “ოლანდი, მერკელი, ობამა უარს გვეუბნებიან, ჩვენ კი ქალბატონ თინას უნდა დავუჯეროთ?” (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #25):

“მოდი, გავაანალიზოთ: რუსეთი, ჩვენი მეზობელი, ანგელოზი არ არის, უმძლავრესი ქვეყანაა და თავისი ინტერესები აქვს. მისი გაღიზიანება, ლანძღვა მოგვიტანს სასურველ შედეგს?

_ შედეგი არის, მაგრამ მინუსი ნიშნით.

_ რაც უფრო გავააქტიურებთ ჩვენი დასავლური კურსის პროპაგანდას, ჩრდილოატლანტიკური ბლოკისკენ სწრაფვას, იმდენჯერ გადმოსწევენ აქეთ საზღვარს. გვისიგნალებენ, მიგვანიშნებენ _ “გაჩერდით, დაფიქრდით, არ გინდათ”… ხომ ვიცით, რომ ნატოში არ გვიღებენ. ცრუ დაპირებების საკენკს გვიყრიან. 10 წლის წინათ მიუნხენში ნატოს ორ გენერალს შევხვდი და მათ მითხრეს, თქვენ გიფრთხილდებით, ნატოში რომ არ გიღებთო. იგივე თქვა აპატურაიმ. მაგრამ, ეტყობა, ვალდებულები არიან, ტყუილით გვკვებონ თავიანთი ოპონენტების ჯინაზე, რათა გზა-კვალი არ შევიცვალოთ და, ღმერთმა არ ქნას, სოროსისა თუ მისნაირი სხვა ავანტიურისტის პროექტი არ ჩავაგდოთ.

რუსოფილს დამიძახებენ, ამას რომ ვამბობ. კი, რუსეთში ვსწავლობდი, რუსეთში დავიცავი დისერტაციები, მაგრამ ჩემი ქვეყნისა მტკივა და მადარდებს.

წარმოიდგინეთ, რომ მივაღწიეთ ხელისუფლების მიერ დეკლარირებულ მიზანს _ შევედით ნატოში. როგორ ფიქრობთ, რუსეთი მშვიდად შეხვდება კავკასიის ქედზე დაყენებულ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც მისკენ იქნება დამიზნებული?!

ეს ერთი.

ნატოს უმძლავრესი პარტნიორია ჩვენი მეორე მეზობელი თურქეთი. საქართველოში, როგორც ნატოს წევრ ქვეყანაში, 10-12 ოფიცერი თურქეთიდან, ევროპის სხვა ქვეყნებიდან შემოვა და შემოჰყვება 2-3 ათასი თურქი ჯარისკაცი. გვაძლევს ეს ხელს?

ეს მეორე.

და მესამე: ვიცით, რომ არ მიგვიღებენ, არც მალავენ, პირდაპირ გვეუბნებიან. ჩვენ კი მაინც ვიბითურებთ თავს.

კარგით რა! ოლანდი, მერკელი, ობამა უარს გვეუბნებიან, ჩვენ კი ქალბატონ თინას უნდა დავუჯეროთ?! თქვენმა მკითხველმა კარგად იცის, რა ჰქვია ამას.

_ ევროკავშირი, ბატონო გოგი?

_ ევროპისკენ ვართ, გვესმის, რას ნიშნავს ევროპული კულტურა, დემოკრატია, ტექნოლოგიური სიძლიერე… მაგრამ, როცა ხედავ, რომ ყველაზე ძლიერი, წამყვანი ქვეყნის _ ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობა უარს ამბობს ევროკავშირის წევრობაზე, ამან, სულ ცოტა, უნდა დაგვაფიქროს _ რა ხდება, რა მიზეზებმა განაპირობა ასეთი ისტორიული ფერიცვალება.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/1337181066_1.jpg

პრაგმატული ხალხია, გაუჭირდა ხურჯინივით აკიდებული აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თრევა და “ჩამოიბერტყეს ფეხზე ვით მტვერი”.

ეს პრობლემა აწუხებს ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც, და ვინმეს მართლა სჯერა, რომ ამ სიტუაციაში დამატებით ტვირთს აიკიდებენ საქართველოს სახით? ახლა მარი ლე პენმა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში მოაწყობენ დიდი ბრიტანეთის მსგავს რეფერენდუმს, ანერვიულდა იტალიაც…

როგორ ფიქრობთ, ევროკავშირის მოთხოვნები ჩვენზე არ გავრცელდება? არ დაგვავალდებულებენ, მაგალითად, ახლო აღმოსავლეთიდან, აფრიკიდან დევნილების მიღებას?! და ეს მაშინ, როცა საკუთარ სამშობლოში ლტოლვილი ქართველების პრობლემები ვერ გადაგვიწყვეტია.

დეტალურად ამ პრობლემის განხილვა სხვა დროისთვის გადავდოთ.

_ და ნეიტრალიტეტის საკითხს დავუბრუნდეთ. რეალურია ასეთი პერსპექტივა საქართველოსთვის?

_ ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გაერთიანდეს არც ერთ აგრესიულ ბლოკში. არ გვაქვს ჩვენ მაგის თავი.

მწამს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ მუდმივი კარნახისა და იძულებისგან გავთავისუფლდებით, შევქმნით ისეთ ძლიერ ეკონომიკას, რომლის გარეშე ნეიტრალიტეტი წარმოუდგენელია და, ბოლოს და ბოლოს, განვახორციელებთ ამ იდეას.

შენი ნეიტრალიტეტი სხვასაც უნდა აძლევდეს ხელს და მაშინაა შესაძლებელი მისი მატერიალიზაცია. ჩვენ ნელ-ნელა აქეთ მივდივართ.

_ ჩვენთვის ვიზალიბერალიზაცია განხორციელდება თუ ესეც მორიგი სატყუარაა?

_ ნუ ვიჩქარებთ. ვიფიქროთ. თანაც გავითვალისწინოთ ევროკავშირში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შესვლის ისტორია, ისიც, რა შედეგი მიიღეს გაწევრების შემდეგ და, რაც მთვარია, როგორი ვითარებაა დღეს ევროკავშირში, რომელზეც უკვე ვილაპარაკეთ.

კატეგორიულ პასუხს ამიტომ ვერ გაგცემთ”.

ძლიერი მეწარმე, ძლიერი ეკონომიკა, ძლიერი საქართველო!

ასეთია პოლიტიკური გაერთიანებამრეწველობა გადაარჩენს საქართველოსპროგრამის მთავარი სლოგანი, რომლითაც იგი 8 ოქტომბრის არჩევნებზე მიდის. დედააზრი ილია მართლის დებულებაა, ილია ჭავჭავაძისა, რომელიც მან ანდერძად დაუტოვა მომავალ თაობებს: “ჩვენი საქმე საქართველოს ხალხის ცხოვრებაა, მისი გამჯობინება ჩვენი პირველი და უკანასკნელი სურვილია”.

ისმენდეთ თქვენ, ვინც მომავლიდან მოდიხართო.

ამ პოლიტიკურ გაერთიანებას მიაჩნია: მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე საქართველოს ადგილი მონიშნულია, “განვითარებული და პოლიტიკურად დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად ჯერ კიდევ აუცილებელია რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინება”.

მათ შორის უპირველესი, ძლიერი, სტაბილური და განვითარებული ეკონომიკის არსებობაა, რომელიც წარმოუდგენელია ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და ხელშეწყობის გარეშე.

პრობლემად თუ არა, სუსტ წერტილად რჩება დღეს განვითარებული ადგილობრივი წარმოება და ძლიერი სოფლის მეურნეობა.

ხელშემწყობი და მხარში ამომდგომი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო უნდა იყოს. “მრეწველები” გვპირდებიან, რომ ასეც იქნება, რადგან მომავალ პარლამენტში მათი მოღვაწეობა ამ მიზნისკენ იქნება მიმართული. მიზნისკენ, რომლის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ერთიანობით ჩვენი საზოგადოებისა, რადგან ერთიანობა ქვეყნის ძლიერების აუცილებელი პირობა და წარმატების მთავარი პრინციპია, “ურთიერთპატივისცემა თანამედროვე საზოგადოების მშენებლობის ძირითადი ამოსავალია”. გოგი თოფაძე ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს (და ეს პროგრამაშიც არის ჩაწერილი), რომ ქვეყნის აღმავლობის, “მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და დემოკრატიის განვითარების გარანტად წარმოგვიდგება ჩამოყალიბებული საშუალო ფენა”; რომ აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია ისეთი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებით, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, ადამიანების სამოღვაწეო სფეროებში თანაბარი შესაძლებლობების დამკვიდრებას, საყოველთაო განათლების მაღალ ხარისხს, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას; აგრეთვე, სტაბილური და გადამხდელზე ორიენტირებული საგადახადო პოლიტიკის დახვეწადანერგვას, კონკურენციის დაცვისა და უსაფრთხო გარემოს არსებობას.

საარჩევნოდ გამოქვეყნებულ პროგრამაში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პირობები შემდეგნაირადაა წარმოდგენილი:

“არსებული რეალობის გათვალისწინებით სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერის განსხვავებული რეგულაციის არსებობა. მოქმედი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს განსხვავებულ საშეღავათო მიდგომას მხოლოდ მიკრო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ფუნქციონირებენ, როგორც ფიზიკური პირები. აუცილებელია, განსხვავებული საგადასახადო რეჟიმი გავრცელდეს მცირე და საშუალო ბიზნესზე, მიუხედავად სამართლებრივი ფორმისა. უნდა გატარდეს გონივრულად დაგეგმილი და კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკა.

მცირე და საშუალო მეწარმეთათვის ბიზნესის დასაწყებად აუცილებელია შეღავათიანი სასტარტო პირობების შექმნა, მათ შორის 2-3 წლის განმავლობაში მცირე და საშუალო ბიზნესის ობიექტების გადასახადებისგან სრული გათავისუფლება. პარალელურად, მცირე ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია დაბალპროცენტიანი და შეღავათიანი საბანკო კრედიტების სისტემის დანერგვის წახალისება”.

იქვე აღნიშნულია, რომ, მთელი რიგი პროგრესული გადაწყვეტილებების მიუხედავად, კვლავ აქტუალური რჩება საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფა და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების დაწესება. კერძოდ:

“* ორმაგი ინტერპრეტაციის ნორმები უნდა წყდებოდეს გადამხდელის სასარგებლოდ;

* ბრალდების ტვირთი უნდა მოდიოდეს სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოზე;

* უნდა განხორციელდეს საშემოსავლო გადასახადის შემცირება 5 პროცენტით და მოხდეს ოჯახის მიერ ბავშვის მოვლისთვის გაწეული აუცილებელი ხარჯების (განათლება, მკურნალობა) გამოქვითვა”.

პარტიის მიერ დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის პრინციპები პროგრამაში აქცენტირებულად არის წარმოდგენილი. მითითებულია, რომ “ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი, უპირველეს ყოვლისა, უნდა ეფუძნებოდეს ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ხედვას, არჩევანს, მიზანსა და ინტერესებს. საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს კარგად გააზრებული, მკაფიოდ განსაზღვრული და მიმართული საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დაცვისა და გატარებისკენ. ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა და აღდგენა. ამის მიღწევის ერთადერთი საშუალება კი დიპლომატიური იარაღის გამოყენებაა

* დიპლომატიური ურთიერთობების გაგრძელება და გაძლიერება;

* მეგობარ ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავება;

* სახალხო დიპლომატიის ყველა კომპონენტის შედეგიანად გამოყენება: კულტურული, სოციალური და ეკონომიკური კავშირებისა და ურთიერთობების გაძლიერება.

საგარეო-პოლიტიკური კურსის დაგეგმვისას ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ უძველესი დროიდან საქართველო განიხილებოდა ევროპული სამყაროს ნაწილად. ამდენად, ევროპულ ოჯახში დაბრუნება და ამ სივრცეში ღირსეული ისტორიული ადგილის დამკვიდრება ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს. მეორე მხრივ, ყველა დიპლომატიური რესურსი უნდა იყოს მიმართული რუსეთთან ურთიერთობის არსებული ფორმატის გასაძლიერებლად, რათა დაწყებულმა დიალოგმა კონკრეტული შედეგები გამოიღოს”.

“მრეწველები” ამომრჩეველთა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ პარტნიორი ქვეყნების ძლიერი მხარდაჭერითა და რუსეთთან ინტენსიური დიპლომატიური მოლაპარაკებების საშუალებით”.

დასასრულ, კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არჩევნებზე პრაქტიკულად ყველა პარტიისა და კანდიდატის საჯილდაო ქვად არის წარმოდგენილი. პენსიებზე მოგახსენებთ, რომელთაც ზოგი მაჟორიტარი 500-ლარიან სატყუარად წარმოგვიდგენს; ზოგი 2000 ლარზე მეტს იმეტებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ 100 წელს გადავაბიჯებთ.

მასხარები!

“მრეწველები” თავშეკავებული და დიპლომატურები არიან:

სახელმწიფო პენსია არ უნდა იყოს 100 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ლარის გაუფასურების შემთხვევაში უნდა მოხდეს კორექტირება.

სახელმწიფო პენსია, კომპენსაცია, დევნილთა დანამატი, ვეტერანებისთვის განკუთვნილი კომპენსაციები, სოციალურად დაუცველთა დანამატი უნდა კორექტირდებოდეს ვალუტის დევალვაციის გათვალისწინებით.

ყველა პენსიონერს (რომლებსაც სურთ მუშაობა, არიან დასაქმებული და აქვთ შემოსავალი არა უმეტეს 1000 ლარისა), მიუხედავად მისი პროფესიისა, ხელფასის პარალელურად უნდა მიეცეს სახელმწიფო პენსია.

უნდა გადაიხედოს სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების პირობები; უნდა შემუშავდეს შეფასებისა და ქულების მინიჭების უფრო მოქნილი და ადეკვატური მექანიზმი.

უნდა გადაიხედოს სტიქიური უბედურების (სეტყვა, წყალდიდობა და სხვ.) შედეგად მიყენებული ზარალის კომპენსაციის პირობები და ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის საკითხი”.

ბევრი სხვა საკითხია წარმოდგენილი პოლიტიკური გაერთიანება “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” საარჩევნო პროგრამაში, საკითხები და მათი გადაჭრის გზები. ამითაა ეს დოკუმენტი საინტერესო.

იმედის მომცემიც, შინაარსიდან და განწყობილებიდან გამომდინარე.

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, _ ვკითხულობთ პროგრამაში, _ რომ, მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დაბრკოლებებისა და გამოწვევებისა, საქართველო კვლავაც შეასრულებს თავის ისტორიულ ფუნქციას”.

რატომაც არა!

არმაზ სანებლიძე

(მედიის პუბლიკაციების გამოყენებით)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here