Home რუბრიკები პოლიტიკა ოპერაცია “სანდრაროსა”, ანუ დამხობა გადატრიალებით

ოპერაცია “სანდრაროსა”, ანუ დამხობა გადატრიალებით

608

წინა და მოქმედ ხელისუფლებებს ორი უკიდურესობა სჭირთ: სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში არ იგეგმებოდა სახელმწიფო გადატრიალება, არ ხდებოდა ტერაქტები, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების მოსურნეებსაც და ტერორისტებსაც ლამის კვარტალში ერთხელ იჭერდნენ. ამჟამინდელ ხელისუფლებას კი, აგერ უკვე მეოთხე წელია, ლამის კვარტალში ერთხელ უანონსებენ, რომნაციონალური მოძრაობასახელმწიფო გადატრიალებისთვის ემზადება და ესენი ყურს არ იბერტყავენ.

ნამდვილად ვერ გეტყვით, მეტი რა უნდა ქნან ნაციონალებმა, როგორ უნდა თქვან უფრო გასაგებად, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას ძალადობრივი სცენარით აპირებენ. ამ ყველაფერზე ერთი ანეკდოტი მახსენდება (ბოლო სამი დღეა, ანეკდოტები აქტუალური თემაა): მოწმე სასამართლოზე ამბობს, ჩვენი მიხო მეზობელ ქალს ხის ძირში აბახებდაო. მოსამართლე შეუსწორებს _ კი არ აბახებდა, სექსუალურ კავშირს ამყარებდაო. ბატონო მოსამართლე, შორიდან მეც ასე მეგონა, რომ სექსუალურ კავშირს ამყარებდა, მაგრამ ახლოს რომ მივედი, აშკარად აბახებდაო…

შორიდან რას ხედავს პროკურატურა, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლოდან ისე ჩანს, რომ ნაციონალები ძველი გეგმის მიხედვით აპირებენ მოქმედებას. აკი ამბობს კიდეც უკრაინული “ვიკილიქსის” მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერში პეტრე ცისკარიშვილი, _ კადაფი უნდა გავიმეოროთ საქართველოშიო. იმ ჩანაწერში ბევრი სხვაც არის, მაგრამ ამაზე _ მოგვიანებით.

თავისუფალი ზონისწევრების განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ. “ნაციონალური მოძრაობისოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, დგება კონკრეტული გეგმა, რომლის განსახორციელებლად კონკრეტული დაჯგუფებები, .. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება. ეს არის ის, რაზეც ბოლო პერიოდში ვსაუბრობდით. ძალიან კარგია, რომნაციონალურ მოძრაობაშიცაღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ გეგმას ემიჯნებიან. ჩვენ, კარგა ხანია, ვამბობთ, რომნაციონალური მოძრაობისშიგნით არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა და ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომლებსაცნაციონალური მოძრაობისლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, ოდესიდან აწყობენ”, _ ეს, ვინმე რიგითმა ადამიანმა კი არა, “ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელმა მდივანმა და პარტიული სიის მესამე ნომერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძის განცხადებას 27 სექტემბერს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისმა თანამშრომლებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დაკითხვის უწყებები მიიტანეს, მაგრამ ნაციონალებმა დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს.

ერთადერთი, რაც სამართალდამცველებმა გააკეთეს, იყო ის, რომ დაკითხეს “თავისუფალი ზონის” ის წევრები, რომლებმაც განაცხადეს დაგეგმილ პროვოკაციაზე და პარტია დატოვეს.

აქეთ შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა, _ ყველაფრისთვის მზად ვართო, მაგრამ, იცით, რა არის საინტერესო? ეს თურქეთი ხომ ჩვენი მეგობარი და მოძმეა (ასე გვიმტკიცებენ, ყოველ შემთხვევაში), ჰოდა, რატომ არ უგზავნის შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქეთის ხელისუფლებას წერილს, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი აპირებს თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლას და ეგებ დააკავოთო? შესაძლოა, ამ წერილს მოქმედება არ მოჰყვეს მოძმე თურქეთის მხრიდან, მაგრამ წერილის მიწერას და პოზიციის გამოხატვას რა უდგას წინ?!

მიშა იძახის, რომ სანდრა _ ეს მე ვარ. ძალიან ვცდილობ, რომ პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისგან და ხედვისგან. მან ყოველთვის წინასწარ იცის, რა უნდა მოხდეს და ეს მართლდება. ის აქ იქნება ჩვენთან ერთად, რომ გამარჯვება იზეიმოს. ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრაც რომ დასჭირდეს, ის ამას გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება”, _ განაცხადა ყოფილმა პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა.

როგორია? ამას ამბობს ქალი, რომელმაც არ უპასუხა კითხვას, რატომ იხარჯებოდა მილიონობით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი და მისი შვილების მოგზაურობისთვის; რატომ იხდიდა სახელმწიფო მისი შვილების სწავლის საფასურსს და რატომ არავინ სვამს კითხვას: რატომ არ არიან სანდრას შვილები მის გვერდით? როგორც ამბობენ, შვილები ისე ჰგვანან მამას, რომ, შესაძლოა, მათმა დანახვამ აგრესია გამოიწვიოს ხალხში.

სანდრამ ყველაზე კარგად იცის, რომ მისი ქმარი მშიშარაა და ისიც იცის, რომ მიშას “ვაჟკაცობის” შესახებ ხალხმაც იცის, ამიტომ ყველა შეხვედრაზე იმის მტკიცება უწევს, რომ მიშას არაფრის ეშინია და აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ, სულო ცოდვილო, რა ვუყოთ იმ კადრებს, რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორ კანკალებს მიშა და მიწაზე ხოხავს… ნუ, მართალია, ვიდეოდან მიშას მიერ დაყენებული სუნის შეგრძნება ვერ ხერხდება.

ახლა რაც შეეხება ნაციონალების გეგმას. როგორც ჩანს, ერთადერთი საღად მოაზროვნე ამ გუნდში გიგა ბოკერია დარჩა. გაგიკვირდებათ და, სწორედ ბოკერიაა ის კაცი, რომელიც, რევოლუციური სცენარის გარდა, სხვა ვარიანტსაც განიხილავს და, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, კოალიციაზე ფიქრობს. ბოკერია ფიქრობს, რომ ბურჭულაძესთან, რესპუბლიკელებთან, თავისუფალ დემოკრატებთან გაერთიანებით, უმრავლესობის შექმნას შეძლებს, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ აღნიშნულ ორ პარტიას ბარიერის გადალახვის სერიოზული პრობლემა ექნება. აქედან გამომდინარე, იძულებულია, დაეთანხმოს რევოლუციურ სცენარს, რომელიც, უკრაინული “ვიკილიქსის” ინფორმაციით, ძალიან მარტივია.

სააკაშვილმა უკვე დააანონსა, რომ ის არ ენდობა არც ერთ ეგზიტპოლს და არ აინტერესებს, რას იტყვიან ხალხი ან უცხოური ორგანიზაციები. ის ენდობა მხოლოდ ტელეკომპანიარუსთავი 2”- და რა შედეგსაც გამოაქვეყნებს აღნიშნული ტელევიზია, ის იქნება სააკაშვილისთვის ჭეშმარიტება.

“არჩევნები ვერ გაყალბდება! ივანიშვილმა რაღაც რომ არ გააყალბოს და რომ არ იმანიპულიროს, არ შეუძლია, მაგრამ, ჯერ ერთი, არსებობს უამრავი მექანიზმი, რომლებიც ჩავდეთ თავის დროზე კანონმდებლობაში. ეს _ სხვათა შორის, უკრაინისგან განსხვავებით, რადგან უკრაინაში ძალიან ადვილია 3-6%-ის მოპარვა. საქართველოში 2013 წლის შემდეგ ბევრჯერ გადავხარშეთ, სერიოზულად შევცვალეთ კანონმდებლობა და ეს იქნება შეუძლებელი.

მეორე _ იქნება ეგზიტპოლები. “რუსთავი 2” ხომ ვერ დაკეტეს, “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლმა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება 2012 წელს. მე რომ გამოვედი და ვაღიარე შედეგები, კომისიის შედეგებს კი არ დავეყრდენი, როგორც კი “რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლი ვნახე, ერთი წუთით არ მიყოყმანია, რადგან ვენდობოდი მთლიანად ამ ეგზიტპოლს. გამოვედი და განვაცხადე, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნები წააგო. ამ შემთხვევაში მე ეს გამოვაცხადე არა როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, არამედ როგორც პრეზიდენტმა, რომელიც ყველაზე მაღლა უნდა მდგარიყო. ბევრმა ჩემმა მეგობარმა მისაყვედურა, შენ რომ გამოაცხადე, იმის მერე კომისიებში ჩამოგვეშალა სიტუაციაო, მაგრამ სიმართლე არის სიმართლე. მერე “რუსთავი 2”-მა იწინასწარმეტყველა აკურატულად ჩვენი დამარცხება საპრეზიდენტო არჩევნებში 2013-ში, ჩვენი დამარცხება ადგილობრივ არჩევნებში… ასე რომ, ხალხმა იცის, “რუსთავი 2” სწორად წინასწარმეტყველებს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/DICTATOR2050.jpg

ის, რომ ივანიშვილი პარალელურად ეგზიტპოლებს აკეთებს, იმის არავის სჯერა, დაახლოებით პატარკაციშვილი აკეთებდა იმავეს, ვიღაც აფერისტები რომ ჩამოიყვანა. ყველამ იცის, რომ რუსთავი 2”-ის ეგზიტპოლში რაც იქნება, ეს იქნება ვერდიქტი როგორც კი ის გამოცხადდება, მერე გინდა სცადოს გადაწერა, გინდა გადმოწერა _ ეს არაფერს შეცვლის, ამიტომ ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა მივალთ საარჩევნო უბნებზე, ვუთხრათ სიმართლე გამომკითხავებს.

მე ვიცი, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს ეხათრება სიმართლის თქმა ოპოზიციის სასარგებლოდ და ვუთხრათ მათ სიმართლე რა… იმიტომ, რომ ჩვენი პატარა სიმართლე შეიკრიბება ერთი დიდი სიმართლის ნაკადულად, დიდ მდინარედ, რომელიც შემდეგ იქცევა წარღვნად ივანიშვილის “ოცნებისთვის” და მოხდება დემოკრატიის საბოლოო გამარჯვება საქართველოში”, _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

რა გამოდის? მიშასთვის სულერთია, რა შედეგი დადგება, მთავარია, რას იტყვის “რუსთავი 2”. აღნიშნულმა ტელეკომპანიამ კი ეგზიტპოლების გაკეთება ნაციონალების ერთ-ერთი ლიდერის _ ლევან თარხნიშვილის ცოლის კომპანიას დაუკვეთა. მართალია, აღნიშნულ კომპანიაში უცხოელებიც მუშაობენ, მაგრამ სქემა უმარტივესია _ თარხნიშვილის მეუღლეს ექნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც უნდა ჰკითხოს, ვის მისცეს ხმა და ასე გამოჭედავენ ნაციონალების გამარჯვებას. გამოკითხული ათასი კაციდან, სულ ცოტა, 700 იტყვის, რომ ნაციონალებს მისცა ხმა და ამ შედეგით აღტკინებული სააკაშვილი, გეგმის მიხედვით, სარფის გამშვებ პუნქტს უნდა მოადგეს, აქედან კი ლევან ვარშალომიძე უნდა დახვდეს გულანთებული ხალხით. შემდეგ, სააკაშვილი რომ არ დააპატიმრონ, ის ამ ხალხის მასასთან ერთად უნდა დაიძრას თბილისისკენ, სამეგრელოში უნდა შეუერთდეს სხვა ადამიანების მასა და უნდა მიადგნენ სოლოლაკში ივანიშვილის სახლს შეძახილებით: “წადი, წადი”…

ყველაფერთან ერთად, ურიგო არ იქნება, თუ სანდრას სამეგრელოში ერთერთ შეხვედრაზე ისევე დაუსისხლიანებენ ცხვირპირს, როგორც ეს ჩიორა თაქთაქიშვილს გაუკეთეს, და მერე რა, თუ სანდრას ეტკინება, აიტანსასეთები აუტანია?!

მიშას გეგმა, რომელსაც ხუმრობითსანდრაროსასეძახის, ძალიან ჰგავს ჰიტლერისბარბაროსას”. მართალია, სააკაშვილის ორეულმაბარბაროსავერ განახორციელა და ბოლოში ვერ გავიდა, მაგრამ მის გეგმას უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. მსხვერპლი სააკაშვილს ახლა ყველაზე მეტად აძლევს ხელს, რადგან მისი პრინციპი ასეთია _ ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ბევრის _ სტატისტიკა. ნაციონალებმა სტატისტიკაზე მუშაობა რომ იციან, 9 წლის განმავლობაში დაამტკიცეს დაპროკურატურასა და პოლიციაში კოაბიტირებული ხალხი როდემდე უნდა გვყავდეს, ვინმემ ხომ არ იცის?!

დასასრულ, მიშა არ მალავს, რომ ზურგს ისევ ამერიკელები უმაგრებენ და “ნაციონალური მოძრაობა” ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ ამერიკის საპრეზიდენტო მარათონში სერიოზულ შეწირულობებს აკეთებს. ამერიკელების ძალის ვისაც არ სჯერა, შევახსენებ, რომ სწორედ ამერიკელების ძალისხმევით, ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი, რომელმაც თავის დროზე არჩევნებში დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, ახლახან იმპიჩმენტის ძალით დაამხეს და “ქართულ ოცნებას” რას დამართებენ?

გიორგი გელაშვილი

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here