Home რუბრიკები საზოგადოება მდგრადი განვითარების ახალგაზრდული სამიტი ოქტომბერში გაიმართება

მდგრადი განვითარების ახალგაზრდული სამიტი ოქტომბერში გაიმართება

566

ქართული სამოქალაქო საზოგადოება ბოლო 25 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად განვითარდა, თუმცა ამ მიმართულებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. თავის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი სახელმწიფოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩნიათ.ასეთი ორგანიზაციები ზოგადად ხასიათდებიან იმით, რომ თავის არსებობის მიზნად მათ დასახული აქვთ არა კომერციული მოგება არამედ რაღაც სხვა. თუმცა ეს „რაღაც სხვა“ შეიძლება გულისხმობდეს უამრავ მიზნებს, სრულიად განსხვავებულ ინიციატივებს და ქმედებებს.

,,საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტი’’ ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა,რომელიც წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.მისი,როგორც ინსტიტუტის მიზანია : ახალგაზრდების განვითარება როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების გზით და ამ მიზნებს ახორციელებენ ისეთი საქმიანობებით,როგორიცაა: ტრენინგ პროგრამები,სემინარები და საჯარო ლექციები,საჯარო დებატები, მოდელირებული და სიმულაციური ხასიათის ფორუმები,გასართობი, შემეცნებითი და ინტელექტუალური ტიპის ბანაკები,საერთაშორისო პროექტები,მოკლევადიანი/საშუალოვადიანი/გრძელვადიანი სასწავლო კურსები,სხვადასხვა ახალგაზრდული აქტივობები რეგიონულ დონეზე.

მიუხედავად იმისა,რომ ორგანიზაციის შექმნისა და დაფუძვნების შემდეგ არ გასულა ერთი წელი ამ გუნდმა მოახერხა და მიზნებსა და წესდებასთან შესაბამისი პროექტები განახორციელა,რომელმაც საქართველოს მასშტაბით გააერთიანა მოტივირებული ახალგაზრდები და მისცა მათ საშუალება ემუშავათ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე,განევითარებინათ კრიტიკული და ანალიტიკური უნარ-ჩვევები, დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი და დაეცვათ საკუთარი პოზიცია, ესწავლათ და პრაქტიკაში დაენერგათ გუნდური მუშაობის პრინციპები,მიეღოთ  საერთაშორისო დონის გამოცდილება, გაეღრმავებინათ ლიდერული უნარ-ჩვევები,დაუფლებოდნენ საჯარო გამსოვლებისა და მოლაპარაკებების ხელოვნებას,რაც საბოლოო ჯამში აძლევდა თითოეულ მონაწილეს იმის თქმის საშალებას რომ განვითარდა,პროგრესი დაინახა და უკეთესობისაკენ ცვლილება დაიწყო.

15-16-17 ოქტომბერს კი ორგანიზაცია შემოდგომის სეზონს საკმაოდ საინტერესო და ამასთანავე საპასუხისმგებლო პროექტის ორგანიზებით ხსნის, რომლითაც 14 დან 25 წლამდე მოტივირებულ ახალგაზრდებს აძლევს შანსს უფრო ახლოს გაეცნონ თეორიულად საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემას, რომელიც საზოგადოების ეკონომიკური განვითარებისა და გარემოს დაცვის ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას ისარგებლონ შექცევადი რაოდენობრივი და ხარისხობრივი ცვლილებებისაგან მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი, ,,მდგრადი განვითარების ახალგაზრდული სამიტი 2016-ზე’’ წარმოდგენილი იქნება შემდეგი საბჭოები: 

მდგრადი ეკონომიკის კომიტეტი 

განათლების ხელშეწყობის და განვითარების კომიტეტი 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომტეტი

ჯანდაცვის ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის კომიტეტი

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის კომიტეტი

რეგიონალური კრიზისების კომიტეტი

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტი

ეკონომიკური, სოციალური და ინფრასტრუქტურული განვითარების კომიტეტი.

როგორც პროექტის ორგანიზატორები გვპირდებიან სწორედ ,,მდგრადი განვითარების ახალგაზრდული სამიტი 2016’’ იქნება ის ადგილი,სადაც გაერთიანდება საქართველოს მასშტაბით მოტივირებული,მიზანსწრაფული და რაციონალურად მოაზროვნე თაობა, თაობა რომელსაც უნდა უკეთეს საქართველოში ცხოვრება, თაობა რომელსაც უნდა პროგრესი, თაობა რომელსაც უნდა განვითარება. ასე რომ ძვირფასო მკითხველო, თუ მიიჩნევ რომ კრიტერიუმებს აკმაყოფილებ, გაქვს შესაბამისი ცოდნა,მოტივაცია და უნარები, გსურს შენს ცხოვრებაში ყველაზე დასამახსოვრებელი სამი დღე შექმნა მიიღე მონაწილეობა საქართველოს არაფორმალური განათლების ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ სამიტში და შეუერთდი მოტივირებულ ახალგაზრდებს.  ყველა მონაწილე  მიიღებს  ორენოვან სერტიფიკატს! საუკეთესო დელეგატები მიიღებენ გამორჩეულ პრიზებს!

რეგისტრაცია :

http://goo.gl/Ri3FFR – დელეგატის სარეგისტრაციო ფორმა

საკონტაქტო ინფორმაცია:

პროექტის ხელმძღვანელი :

ბაჩო ხუროშვილი – 595 08 12 02

მთავარი ორგანიზატორი :

გვანცა ლურსმანაშვილი – 514 79 75 57

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here