Home რუბრიკები საზოგადოება გელა სამხარაული ახმეთის ამომრჩევლებს შეხვდა

გელა სამხარაული ახმეთის ამომრჩევლებს შეხვდა

504

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფიჩხოვანის, მაღრაანისა და არგოხის ამომრჩევლებს შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა ისაუბრა გაზის, გზისა და წყლის პრობლემების მოგვარების საკითხებზე. მისივე განმარტებით, დაწყებულია მუშაობა პროექტზე, რომელიც ახმეტისა და  თელავის მუნიციპალიტეტების სოფლებში გაზით უზრუნველყოფის პრობლემებს მოაგვარებს. ასევე დაიწყება გზის საპროექტო სამუშაოები და მოიძებნება  წყლით მომარაგების ალტერნატიული გზები. ყურადღება გაამახვილდა აგრო პროექტებზე და აღინიშნა, რომ მომგებიანი იქნება თუ მოსახლეობამ მიკროკლიმატისა და გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი კულტურების გაშენებით დაინტერესდება.

საუბარი ხე-ტყის რესურსთან დაკავშირებულ პრობლემებსაც შეეხო. სოფელ არგოხის მკვიდრთა განცხადებით, ნაკრძალის შემოიღობა სოფელი საძოვრის გარეშე დარჩა, ფიჩხის გამოტანისთვის კი ადამიანები ჯარიმდებიან. გელა სამხარაულის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ უდიდესი დანაშაული ჩაიდინა, როცა ხე-ტყით სარგებლობის ნებართვა კერძო კომპანიებს მიჰყიდა. “ძლიერი, თავისუფალი სოფლები მათ ინტერესებში არ შედიოდა. მოსახლეობის გაღიზიანება სავსებით ბუნებრივია. ადგილობრივი რესურსის გადამუშავებით მდიდრდებიან სხვები, ხოლო ისინი ვისი კუთვნილებაც ეს საერთო რესურსია, ზარალდებიან. სახელმწიფო მიდგომა უნდა შეიცვალოს კანონისა და კოდექსის დონეზე.  სახლმწიფომ თავად უნდა უზრუნველყოს სპეციალური სამსახურის და სასაწყობე მეურნეობის შექმნა, დაკომპლექტებული შესაბამისი სპეციალისტებით: მეტყევეებით, რეინჯერებით, ხე-ტყის მცოდნე პროფესიონალებით; იზრუნოს ტყის რეაბილიტაციაზე, ეკოლოგიაზე და მხოლოდ ამის შემდგომ მოჭრას ის რესურსი, რომელიც დახარისხდება, დასაწყობდება და უკვე ნებისმიერი მსურველი სახელმწიფოსაგან შეიძენს სასურველ მასალასა თუ ნედლეულს. მსგავსი მიდგომები იქნება გარემოს ხარისხის რეგულირებისა და ბუნებრივი რესურსის რაციონალურად გამოიყენების საუკეთესო შეთანხმება. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ შევცვალოთ და გავიჯანსაღოთ სოციალურ-ეკონომიკური კლიმატი ჩვენს ირგვლივ. ქვეყნის რეალური აღმასვლა რეგიონების ორგანიზებულად განვითარების გარეშე შეუძლებელია“-განაცხადა დეპუტატობის კანდიდატმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here