ჩინეთი ეკონომიკური კრიზისის წინაშეა. საქმე ის არის, რომ ბანკებმა, რომლებსაც სხვადასხვა კომპანიაზე ტრილიონობით კრედიტი აქვთ გაცემული, მათი დაბრუნების იმედი დაკარგეს, რადგან ჩინეთში კომპანიები ერთი–მეორის მიყოლებით კოტრდება.
მძიმე დღეშია გერმანული “დოიჩე ბანკიც”, რადგან ჩინეთში მასაც სერიოზული კაპიტალდაბანდება აქვს განხორციელებული. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, “დოიჩე ბანკს” სასწაული თუ იხსნის, რადგან მასზე ფსონი უკვე ჯორჯ სოროსმა დადო. სწორედ ექსპერტები ამბობენ, რომ ისეთმა ზვიგენმა, როგორიც სოროსია, სისხლის სუნი იგრძნო და “დოიჩე ბანკს” ამიტომაც მიუჩოჩდა.