მიშა სააკაშვილის ცოლი სანდრა–ელისაბედ რულოვსი ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი კანდიდატია. ქალბატონმა სანდრამ ცოტა მეგრული იცის, ცოტა ქართული, ცოტაც სხვა რამ და იმედი აქვს, რომ გაიმარჯვებს. ვერ გაიმარჯვებს და სერგო რატიანმა იკითხოს, სანდრას გამო მეთერთმეტე რომ არის სიაში, თორემ სააკაშვილის პოლიტიკური ქვრივი კი არის ბაქრაძის ქვემოთ.
მოკლედ, ერთ-ერთ ეთერში გასვლის წინ ქალბატონი სანდრა ჟურნალისტს კითხვებს უთანხმებს (თუ პირიქით), ანუ თანხმდებიან, იმან რა უნდა ჰკითხოს, ამან რა უნდა უპასუხოს…
“რა გიკვირთ? რეგიონული ტელევიზია კი არა, ცენტრალური ტელევიზიები მითანხმებდნენ საეთერო ბადეს და იმასაც კი მე ვგეგმავდი, ვის როდის უნდა გაეცინა ან არ გაეცინა. ატეხეთ ახლა ერთი ამბავი, დაგავიწყდათ ხომ?!” _ უკრაინიდან შემოუთვლია ოდესისა და საქართველოს დამაქცევარს.