“ნუ გაგიკვირდებათ, წინასაარჩევნოდ ტვინები ცხელდება და ძალიან ბევრ საინტერესო განცხადებას მოისმენთ”, _ ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი კოალიცია “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერის _ პაატა ბურჭულაძის განცხადებას, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს რუსეთის უშიშროებასთან შეთანხმებით და სწორედ ამ ურთიერთობების დამსახურება და შედეგია ის ფარული ჩანაწერი, რომელიც რამდენიმე დღის წინათ გავრცელდა.
დამიჯერეთ, ბატონო ნოდარ, პოლიტიკოსთა უმრავლესობას არც წინასაარჩევნოდ და არც მის შემდეგ არაფერიც უცხელდება.