Home რუბრიკები საზოგადოება გიორგი კალაძე: შემიძლია დავარწმუნო ხათუნა ლაგაზიძე, რომ ჩემგან არავითარი საფრთხე არ ემუქრება

გიორგი კალაძე: შემიძლია დავარწმუნო ხათუნა ლაგაზიძე, რომ ჩემგან არავითარი საფრთხე არ ემუქრება

829

აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში პაატა ბურჭულაძის პარტიის სიის პირველი ნომერი გიორგი კალაძე ხათუნა ლაგაზიძის მიერ გამოთქმულ ბრალდებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ლაგაზიძეს მისგან საფრთხე არ ემუქრება.

 “შემიძლია დავარწმუნო, რომ ჩემგან არავითარი საშიშროება არ არის. მე საკმაოდ დაკავებული ვარ აჭარაში მუშაობით, საარჩევნო კამპანიით და დარწმუნება შემიძლია მაგ ქალბატონის, რომ არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ეს მისი სულელური გამოხდომებია… პროკურატურაში დაბარების შესახებ ჟურნალისტებისგან გავიგე, მაგრამ არაფერი არ მაბრკოლებს იმისგან, რომ მივიდე და ერთხელ და სამუდამოდ დავუსვა წერტილი ქალბატონი ხათუნას უსაგნო ბრალდებებს”, _ განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ კრიმინალური წარსული არ აქვს.

“მე ვიყავი 18 წლის, როცა საქართველოდან წავედი ბრიტანეთში სასწავლებლად და დავბრუნდი 2004 წელს. ამის შემდეგ თუ რამე დამიშავებია, ალბათ, აღრიცხული იქნება და ამის გადამოწმება არაა რთული. თუ რამე სხვა ინფორმაცია აქვს, წარუდგინოს პროკურატურას”, _ აღნიშნა კალაძემ.

ხათუნა ლაგაზიძემ პარტიის “სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ მის ოჯახს საფრთხე ემუქრება კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანებისგან, რომლებმაც პარტიის საარჩევნო სია დააკომპლექტეს. მან კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ადამიანი გოგა კალაძეს უწოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here