Home რუბრიკები პოლიტიკა “უსუფაშვილი 2-ჯერ მოვიდა ჩემთან, _ კუბლაშვილს “ნაცმოძრაობიდან” გამოსვლა უნდაო”

“უსუფაშვილი 2-ჯერ მოვიდა ჩემთან, _ კუბლაშვილს “ნაცმოძრაობიდან” გამოსვლა უნდაო”

467

უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოვიდა ჩემთან, _ კუბლაშვილს უნდანაციონალური მოძრაობიდანგამოსვლაო. ვუპასუხე, რომ ძალიან კარგია და რაც შეიძლება მხარს დავუჭერმეთქი და დავუჭირე კიდეც”, _ განაცხადაქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოსდამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას

 “ნათელმხილველობას თუ არ დაიწყებენ რესპუბლიკელები და ახალ უბედურებას არ გადაეყრებიან, კარგი იქნება და, მგონი, ცდილობენ, რომ ოპონენტად გამომიყენონ. ძალიან ემოციურები არიან და ნათელმხილველობას ნუ გაჰყვებიან, არავითარი საფუძველი და არავითარი დოკუმენტები იმისა, რომ “გირჩს” ვაფინანსებ, არ არსებობს. იქნებ ის აქვს მხედველობაში, რომ უსუფაშვილმა რომელიღაც გამოსვლაში თქვა, გაჩერდეს, თორემ მეც ავლაპარაკდებიო. უსუფაშვილი, რომელიც ძალიან ახლო მეგობარია კუბლაშვილის, 2-ჯერ თუ 3-ჯერ მოვიდა ჩემთან, _ კუბლაშვილს უნდა “ნაციონალური მოძრაობიდან” გამოსვლაო. ვუპასუხე, ძალიან კარგია და რაც შეიძლება მხარს დავუჭერ-მეთქი და დავუჭირე კიდეც. მე განცხადება გავაკეთე და ლამის ვაჟკაცობად ჩავუთვალე, რომ გვიან, მაგრამ მაინც, დატოვა “ნაციონალური მოძრაობა” და მართლაც ეგრე მეგონა მაშინ”, _ განაცხადა ივანიშვილმა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here