Home რუბრიკები პოლიტიკა ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძეზე: “გოცირიკების” გამომშვები კუპონჩიკა

ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძეზე: “გოცირიკების” გამომშვები კუპონჩიკა

566

 “ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ მუშაობა ყველგან მიდის, ამას ვერ ხედავს მხოლოდ რომან გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში”, _ ასე გამოეხმაურა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილიერთიანი ნაციონალური მოძრაობისწევრ რომან გოცირიძის მიერქართული ოცნებისწინასაარჩევნო პროგრამის კრიტიკას.

როგორც ნოდარ ჯავახიშვილმა აღნიშნა, ის გაოცებულია, რომ კომენტარის გაკეთება “ამ არაადეკვატური კაცის ნაბჟუტურებზე უწევს”.

“გოცირიკების” გამომშვები კუპონჩიკა, როცა წარმოიდგენს, რომ ლარი მაგის გაკეთებულია და კუპონები ჯავახიშვილის გამოშვებულია და ამას საზოგადოებას მიაწვდის, ამ ადამიანთან საერთოდ შეიძლება რამე სერიოზულად საუბარი?!

ამას წინათ ვთქვი, რომ ქართველმა ხალხმა კუპონს “გოცირიკები” შეარქვა, გოცირიძეს კი _ “კუპონჩიკა” და ეს კაცი ამბობს, რომ ლარი მე გავაკეთე და ჯავახიშვილმა კუპონები გამოუშვაო.

ვისაც წითელი ხიდიდან სარფამდე უმგზავრია, ყველა ხედავს, რომ ყველგან მუშაობა მიდის, ამას ვერ ხედავს მარტო გოცირიძე და მისი პატრონები ოდესაში”, _ განაცხადა ჯავახიშვილმა.

1 COMMENT

  1. გოცირიძე ნაცმოძრაობის \\\”ღამის ქოთანი\\\” მკვლელების თანამძრახველი და მეგობარი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here