Home რუბრიკები პოლიტიკა სახელმწიფო გადატრიალებას თურქეთში ამერიკელი “სპეცები” ამზადებდნენ

სახელმწიფო გადატრიალებას თურქეთში ამერიკელი “სპეცები” ამზადებდნენ

487

2016 წლის 16 ივლისს თურქეთში პუტჩის მცდელობა ჩაიფუშა. ქვეყნის საზოგადოებრიობა იწონებს ერდოღანის ხელისუფლების მიერ გადატრიალების ორგანიზატორებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს, მათ შორის, სახელმწიფო დაწესებულებებსა და არმიაში მიმდინარე წმენდას. ამ მხარდაჭერის საფანელია ანტიამერიკული განწყობილება, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში გროვდებოდა. როგორც მიმომხილველები ამტკიცებენ, ვაშინგტონი თურქეთის ხელისუფლებისა და ხალხისთვის ნამდვილ დემონად ჩამოყალიბდა. შეერთებული შტატების ამ მორიგმა ავანტიურამ თურქეთის არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

საიდუმლო გამჟღავნებულია

16 ივლისის გადატრიალების მცდელობის შემდეგ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკელებს ამბოხის ხელშეწყობაში დასდო ბრალი _ მოურიდებლად და პირდაპირ თქვა ყველაფერი, რასაც მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე ფიქრობდა. ერდოღანის განცხადებები დადასტურებული იყო ოფიციალური მონაცემებით. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ამ “საქმეში” დახარჯულ ფულზე წერდა თურქული პრესა, სხვა ვარაუდსაც გამოთქვამდნენ პროფესიონალი ჟურნალისტები. და ეს ვარაუდები დღეს, შეიძლება ითქვას, ფაქტებითაა განმტკიცებული. თურქეთის კონტრდაზვერვისთვის ცნობილი შეიქნა გაცილებით მეტი, ვიდრე პუტჩის შემდგომ პირველ დღეებში იცოდა: გამოქვეყნდა ამერიკელი სპეციალისტების სახელები, რომელთა დაწერილი და განხორციელებული იყო თურქეთის ლიდერის დამხობის სცენარი.

აშშ-ის მოქმედებას თურქები მოკავშირე, ნატოს წევრი ქვეყნისთვის ზურგში მახვილის ჩაცემად მიიჩნევენ. ამასთანავე, იმასაც იხსენებენ, რომ ამერიკას ყოველთვის დიდი გავლენა ჰქონდა თურქეთის ხელმძღვანელობაზე, რომელიც მის ფარვატერს უსიტყვოდ მიჰყვებოდა. და ასეთი მოკავშირე გაწირეს. ამითო, _ წერენ მიმომხილველები, ამერიკამ დაგვანახვა, რომ ახლო აღმოსავლეთში განახორციელებსსაკუთარ თამაშს, რომელშიც თურქეთს მოკავშირის როლი კი არ აქვს მინიჭებული, არამედ გამოყენებულია, როგორც საომარი ტერიტორია. იგივე ითქმის რეგიონის სხვა ქვეყნებზე, რომლებიც მეტნაკლებად არის ჩათრეული ამერიკელების ჩახლართული გეგმის განხორციელებაში და (მიაქციეთ ყურადღება) რომლებსაც (პრეზიდენტებსა და ხალხს) ისევე დაუფიქრებლად გაწირავენ, როგორც გაწირეს თურქეთი და ერდოღანი.

რამდენიმე დღის წინათ თურქულ გაზეთებში გამოქვეყნდა ამერიკის სპეცსამსახურების თანამშრომელთა სია, რომლებიც ჩართულნი იყვნენ თურქეთში გადატრიალების ორგანიზებაში. მაგალითად, გაზეთ “აქსამის” ცნობით, სახელმწიფო გადატრიალებების მოწყობის სპეციალისტები თურქეთში მოვლენის წინა დღეს ჩავიდნენ _ 13-დან 15 ივლისის მონაკვეთში, და უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ მეამბოხეთა მოქმედებას. დასავლეთისა და გადატრიალების მომხრე ადგილობრივ მედიაში მასალების გამოქვეყნებით მათვე ჰქონდათ დავალებული პუტჩის საინფორმაციო მხარდაჭერა. ინტერნეტგამოცემა “ცარგრადის” მიხედვით, “დამტკიცებულია, რომ მათ შორის იყვნენ აშშ-ის დიპლომატიური სამმართველოს თანამშრომლები”.

ოფიციალურად ჯერჯერობით ისინი არიან გაშიფრულიო.

გამოქვეყნებულ სიაში საკმაოდ ცნობილი სახელები წერია. ეს ადამიანები თურქეთში იმყოფებოდნენ 16 ივნისის “X” საათზე და წინა დღესაც. მათი ბაზირებისა და მოქმედების საკოორდინაციო ცენტრი განთავსებული იყო, თურქული წყაროების ცნობით, კუნძულ ბიუიუქადზე, სტამბოლის მახლობლად. როგორც კი დაზუსტდა, რომ ჩაიფუშა გადატრიალება და დაიწყო ამბოხებულთა დაპატიმრება, “სპეცებმა” სასწრაფოდ დატოვეს ქვეყნის ტერიტორია.

ახლა კი იმ სიას გაგაცნობთ, რომელიც თურქეთის მასმედიაში გამოქვეყნდა.

გრეჰემ ფულერი _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. სწორედ იგი კურირებდა ფედჰულაჰ გიულენის მხარდამჭერ ღონისძიებებს. რამდენიმე წლის წინათ თურქეთიდან გაქცეულმა გიულენმა სწორედ მისი დახმარებით მიიღო აშშ-ში მუდმივად ცხოვრების უფლება.

ამ პერსონაჟზე დაწვრილებით მოგვითხრობს უილიამ ენგდალი წიგნში “დასავლეთ სამყაროს საღმრთო ომი”. მისი სიტყვით, გრეჰემ ფულერი არ იყო დაზვერვის რიგითი თანამშრომელი, იგი აქტიურად მონაწილეობდა მოჯაჰედებისა და პოლიტიკური ისლამის სხვა ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციაში. სწორედ მან დაუჭირა მხარი “ძმები მუსლიმების” და მსგავსი ისლამისტური ორგანიზაციების გამოყენებას აშშ-ის საგარეო პოლიტიკაში. 1982 წელს გრეჰემ ფულერი დაინიშნა ეროვნული დაზვერვის ოფიცრად, რომელიც კურირებდა ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ აზიას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხაზით. სწორედ მაშინ მის საპასუხისმგებლო ზონაში მოხვდა თურქეთიც. 1986 წელს ფულერი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან არსებული ეროვნული საბჭოს ვიცეთავმჯდომარე გახდა. 1988 წელს, როცა მოჯაჰედების ომი ავღანეთში მილევის პირას იყო, ფულერი ფორმალურად წავიდა დაზვერვიდან და გადავიდა ვაშინგტონის ნეოკონსერვატორების RAND-ში, რომელიც მტკიცედ არის დაკავშირებული პენტაგონთან და ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან. რიგი ცნობების თანახმად, ფულერმა ამ ორგანიზაციაში ყოფნისას შეიმუშავა გიულენის მოძრაობის გამოყენებით ყოფილი საბჭოთა ცენტრალური აზიის ქვეყნებში შეჭრის სტრატეგია. RAND-ში თანამშრომლობის წლები ფულერმა მიუძღვნა ისლამური ფუნდამენტალიზმის შესწავლას თურქეთში, სუდანში, ავღანეთში, პაკისტანსა და ალჟირში. თავის ნაშრომებში იგი განიხილავდა ერაყის დაკნინების საკითხებს, წერდა პოსტსაბჭოთა “ახალი გეოპოლიტიკის შესახებ ცენტრალურ აზიაში”, სადაც გიულენი გზავნიდა თავის ხელქვეითებს “გიულენის სკოლებისა” და მედრესეების დასაარსებლად”, _ წერს უილიამ ენგდალი თავის წიგნში.

(იმავე მიზნით შეიქმნა “გიულენის სკოლები” საქართველოშიც და ამ “საქმეში” არასახარბიელო როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ, თურქოლოგიის დოქტორმა).

განვაგრძოთფულერის სია”:

ჰენრი ბარკი _ აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში თურქეთის მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჯგუფის წევრი, რომელიც ახლო და შუა აღმოსავლეთის პოლიტიკური დაგეგმვის საკითხებზე მუშაობდა. სახელი გაითქვა პუბლიკაციებით, რომლებიც თურქეთის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული;

ელენ ლაიფსონი _ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანაშემწე, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან არსებული დაზვერვის ეროვნული საბჭოს ყოფილი ვიცეთავმჯდომარე;

სილვანა თარიაქი _ პოლიტიკური ანალიტიკოსი, კურირებდა ისრაელს, პალესტინასა და სომხეთს;

ახმედ მორსი _ კარნეგის ფონდის ექსპერტი, ეგვიპტისა და ირანის საკითხების კურატორი;

ელი გარანმაიერი _ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური კავშირების დეპარტამენტის თანამშრომელი, კურირებს ირანსა და საუდის არაბეთს;

მესუდ კაროკჰაილი _ ახლო აღმოსავლეთის საკითხების ანალიტიკოსი, რიგი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციების ექსპერტი;

მარვა დაუდი _ არაბეთის კვლევების ცენტრისა და ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის დოცენტი. ავტორი წიგნის “სირიის, თურქეთისა და ერაყის წყალგამყოფი”, სირიის ხელმძღვანელობის “მხეცური” ქმედებების შესახებ მრავალი პუბლიკაციის ავტორი;

სამირ სუმაიდაიე _ აშშ-ის ყოფილი ელჩი ერაყში, თავის დროზე სადამ ჰუსეინის ოპოზიციის აქტიური წევრი;

ალი ვაეზი _ ვუდრო ვილსონის ცენტრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

დღეს დეტალურადაა დადგენილი, რომ ჯერ კიდევ 2013 წელს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შუამავლობით აშშ-მა პოლიტიკური თავშესაფარი მისცა ისლამის უცნობილეს მქადაგებელს _ ფედჰულაჰ გიულენს. თავის დროზე მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ერდოღანთან, ისინი ერთადაც კი მუშაობდნენ; გიულენმა თავისი მოძრაობა “ჰიზმეთი” პრაქტიკულად ერდოღანის მხარდასაჭერად და დასახმარებლად შექმნა, მაგრამ 2013 წლის ზაფხულიდან მათი გზები გაიყარა. გიულენი იძულებული გახდა, აშშ-ში დამალულიყო, მაგრამ თურქეთში მისი მრავალი მომხრე და მიმდევარი დარჩა. გიულენის კონტროლი ვრცელდება თურქეთის მასმედიის უდიდეს ნაწილზე, იგივე ითქმის, უწინარეს ყოვლისა, თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალებისა და სპეცსამსახურების უმაღლეს ჩინოსნებზე. სწორედ მათზე ზემოქმედებას ითვალისწინებდნენ ამერიკელები საჭირო მომენტში, რომლებიც (ამერიკელებს) თავიანთ ანკესზე ჰყავთ წამოგებული. ამასთან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო სულაც არ ინტერესდება გიულენის რწმენისა და შეხედულებების საკითხებით. ეს სპეცსამსახური თავხედურად იყენებს მას და მის პოლიტოპონენტ ერდოღანს თავის დიდ თამაშში.

ერდოღანის დამხობის უშედეგო ოპერაციის შემდეგ, ანალიტიკოსების გათვლით, ამერიკელები არ დაცხრებიან, აუცილებლად მოიგონებენ რაღაც სხვას _ ასე არ გამოუვიდათ, სხვაგვარად სცდიან. ეგებ, სრულიადაც არ არის შემთხვევითი, რომ თურქეთის საზღვრისპირა რაიონებში, რომელთა საწინააღმდეგო მხარეს .. ისლამური სახელმწიფოს მოთარეშეები არიან გამაგრებულნი, ტერაქტების სიხშირემ თვალსაჩინოდ იმატა. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ სისხლიანი ტერორი უფრო და უფრო გავრცელდება.

ამერიკელების წინაშე დგება ახალი ამოცანა _ თურქეთში დაძაბულობის შექმნა. გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში კვლავ გამოჩნდეს გადატრიალების გამოცდილი პროფესიონალები გრეჰემ ფულერის მეთაურობით.

მანამდე კი ისინი შეიძლება ვიხილოთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. თურქეთის სპეცსამსახურებმა გამოიკვლიეს, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს იგივე თანამშრომლები მონაწილეობდნენ “არაბული გაზაფხულის” ორგანიზებაში ტუნისში, ეგვიპტეში, იემენსა და ლიბიაში.

თურქული

პრესის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here