Home რუბრიკები პოლიტიკა თავად სად იყავი და რას აკეთებდი 2011 წლამდე, პატივცემულო მოქალაქევ?!

თავად სად იყავი და რას აკეთებდი 2011 წლამდე, პატივცემულო მოქალაქევ?!

615

ტელევიზიაიბერიისეთერში გადაცემის ერთერთი მონაწილის კითხვაზე _ “ხეები ნაციონალების დროსაც იჭრებოდა, ხმას ვერ იღებდით, 2012 წლამდე გეძინათ?”, “პარტიზანი მებაღისლიდერის _ ნატა ფერაძის პასუხმავტყნდიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ზოგმა დაგმო ესოდენ თავხედური პასუხი. ზოგმა ჩათვალა, რომ პასუხი ადეკვატური იყო. ზოგმა პოლემიკა გამართა და იმის მტკიცება დაიწყო, უზნეობაა კითხვების დასმა _ სად იყავი? ვისთან იდექი? _ ვინაიდან ადამიანისთვის, განსაკუთრებით, პოლიტიკოსისთვის უჩვეულო არ არის პოზიციის შეცვლა _ ერთი პარტიიდან მეორეში გადასვლა, მეორედან _ მესამეში, გუშინდელ მოწინააღმდეგესთან ჩახუტებაო და ..

ნიშანდობლივი იყო ერთი ექსპერტისა და ერთი პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული აზრებიც. ორივენი მიიჩნევენ, რომ ასეთი შეკითხვის დასმაც კი უმსგავსობაა. ორივეს მძიმე ტვირთად უნდა აწვეს წარსული, რადგან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული “ნაცმოძრაობასა” და მის ლიდერთან. მათი ნათქვამი “ნაცებთან” თანამშრომლობის გამო შეფარული თავის მართლებაა. ერთ-ერთი მათგანის მიერ მოყვანილი უცხოელი პოლიტიკოსების პარტიიდან პარტიაში გადასვლის მაგალითებიც უადგილოა, რადგან პარტიის ცვლა გამოწვეული იყო არა მერკანტილური, არამედ იდეოლოგიური მოსაზრებით, რომელიც საქართველოს პარტიულ ცხოვრებაში არასდროს მომხდარა.

ხოლო რაც საქართველოში მოხდა, ხდება და მომავალშიც მოხდება, საკუთარი კეთილდღეობისთვის ბრძოლაა და არა პარტიული იდეალებისთვის. პარტიული მიგრაცია, განსაკუთრებით თვალშისაცემია პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში. მას ისეთი აჟიოტაჟი ახლავს, როგორიც ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის დაწყებას (სატრანსფერო პერიოდს) ევროპაში. იქ კლუბები ყიდულობენ ფეხბურთელებს. აქ კი თვით ე.წ. პოლიტიკოსები სთავაზობენ თავიანთ თავს პარლამენტში გამსვლელ პარტიას. ორივე შემთხვევაში ფული ტრიალებს: პირველში _ ბევრი, მეორეში _ ნაკლები, მომავალი პარლამენტარის “პოლიტიკური წონიდან” გამომდინარე.

ბატონობის 9-წლიან პერიოდში ნაციონალებმა უდიდესი ტკივილი მიაყენეს ქვეყანას და დაიმსახურეს ყველაზე ნეგატიური სიტყვები, რომლებიც კი, საერთოდ, მოიპოვება ქართულ ლექსიკაში. თავიანთი აღვირახსნილობით, სისასტიკით, ჯალათური პოლიტიკით ეს პარტია იმსახურებს კანონგარეშედ გამოცხადებას და, აქედან გამომდინარე, რიგი ღონისძიებების გატარებას მის წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ მოხდაფრენია პოლიტიკოსების”, გაუმართლებლად შემნდობი ხელისუფლებისა და ხალხის გამო. დაუსჯელობა კი დასასჯელში იწვევს განცდას, რომელსაც ჰქვიამართალი ვიყავი და ვარ”!

როდესაც მავანი ამბობს, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იყოო, ის “ყოფნა” კრიმინალს არ უნდა უკავშირდებოდეს. ასეთ “ყოფნას” გამართლება არ აქვს, მაგრამ რა უნდა მოვთხოვოთ პარტიულ და ექსპერტულ წვრილფეხობას, როდესაც მსხვილფეხა მამა-მარჩენალიც იმავეს ამბობს.

“ორწელიწად-ნახევარი ხელისუფლებას ვაფინანსებდი, რასაც ვმალავდით და კარგად ვფუთავდით. პირდაპირი მნიშვნელობით მე სააკაშვილს არ დავხმარებივარ არაფერში”, _ განაცხადა ივანიშვილმა. ორწელიწად-ნახევარი საკმაო დროა ისეთი ადამიანის გამოსააშკარავებლად, როგორიც სააკაშვილი იყო.

“არ დავხმარებივარ”, _ თქვა ივანიშვილმა, მაგრამ ცნობილია, რომ მან სააკაშვილის დედასა და მეუღლეს ხელი გაუმართა, ცხადია, მილიონებით. “წინასწარმეტყველმა” ბიძინამ ვერ დაინახა ის საშინელებები, რომლებსაც სააკაშვილი სჩადიოდა პირველი სამი წლის განმავლობაში. ხალხი, რომელსაც პიროვნების ამოცნობის პრეტენზია არ აქვს, მით უმეტეს, წინასწარმეტყველების, რასაც ივანიშვილი იჩემებს, უმალ მიხვდა, სააკაშვილისა და “ნაცების” სახით, ვისთან ჰქონდა საქმე.

მიხვდა, მაგრამ გვიანი იყო, საპროტესტო გამოსვლებიც მოაწყო, მწვავე მიტინგებიც, კარვებიც დასცა, მაგრამ ისეთი გამყიდველების გამო, როგორებიც იყვნენ ძმები გაჩეჩილაძეები და სხვები, ვერაფერს მიაღწია.

2007 წლის ბობოქარ შემოდგომაზე ბიძინა ივანიშვილი მხარში ედგა სააკაშვილს და არ იშურებდა ძალას, არც ფულს ნაცისტური რეჟიმის გასამყარებლად. რომ არა ივანიშვილი და მისი ფული, სააკაშვილის რეჟიმი მალე დალევდა სულს.

შეგნებულ საზოგადოებას ივანიშვილის იმჟამინდელი ქმედება, ერთი ანდაზის მსგავსად: “მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ” _ სხვაგვარად, ანუ ნეგატიურად აქვს აღქმული. ივანიშვილი ისეთივე გაკიცხვას იმსახურებს, როგორც “ნაცი” სააკაშვილი.

გაიხსენეთ ნიურნბერგის პროცესი: დამნაშავენაცებთანერთად, განსასჯელის სკამზე მსხდომი გერმანელი მეწარმეები. მათნაცებისმიერ ჩადენილ დანაშაულში ედებოდათ ბრალი, ანუნაცებისთვისფინანსურ დახმარებაში. ივანიშვილს თავის ქება ვერ გაამართლებს, ვინაიდან უდიდესი წვლილი მიუძღვის სააკაშვილისა დანაცებისდახმარებაში. რაც მთავარია, ხელისუფლების დათმობის შემდეგ კოჰაბიტაციის მოტრფიალე სწორედ ივანიშვილი იყო, რომელმაც ძალა არ დაიშურანაცებისგადასარჩენად.

საზოგადოებას კარგად ახსოვს ივანიშვილის მიერ “ნაცების” სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები. მან აიძულა “ოცნების” მარიონეტი ხელისუფლება, ისე ემოქმედა, თმის ღერი არ ჩამოვარდნოდა “ნაცებს” თავიდან.

ცხადია, დღეს ხელს არავის აძლევს, “გუშინ ვინ სად იყოსგახსენება, ვინაიდან ყველა იქ იყო, სადაც თვლიდნენ, რომ უნდა ყოფილიყვნენ. თავის გასამართლებლად იმასაც ამბობენ, სააკაშვილის პირველი წლები წარმატებული იყოო, პრეზიდენტის, რომელმაც მმართველობის პირველივე დღიდანვე სასტიკი რეპრესიები დაიწყო.

ივანიშვილი ებრძვის საკაშვილს პირადი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ ნაკლებად _ “ნაცებს”. მან გადაარჩინა “ნაცები” და ისეთი ვითარება შექმნა, უარესს მტერიც რომ ვერ ინატრებდა. ივანიშვილმა ამომრჩეველი მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა _ ანოცნება”, ანნაცები”. დანარჩენი, მისივე თქმით, “გაიკრიფა”. ხალხს არ უნდა უსაქმურიოცნებისარჩევა, მაგრამ რა ქნას? არ აირჩევსოცნებასდა ნაციონალები დაბრუნდებიან. ძალაუნებურადოცნებასუნდა მისცეს ხმა. ეზიზღება, მაგრამ მაინც ის ურჩევნია ბოროტნაცებს”.

ივანიშვილმა შექმნა სისტემა, რომელიც მძიმე უღელივით აწვება ხალხს. ამასთანავე, ეს სისტემა გააპიარა კიდეც _ გამუდმებული ლაპარაკით, რა კარგი და საამურია მის მიერ შექმნილი სისტემა, რაოდენ დიდ წარმატებებს მიაღწია “ოცნებურმა” მმართველობამ. რა კარგად ცხოვრობს ხალხი დღეს, ვიდრე 4 წლის წინათ ცხოვრობდა.

“2012 წლამდე 137- პოზიცია ეჭირა საქართველოს და ბოლოდან მე-6 ადგილზე ვიყავით მაკროეკონომიკური გარემოს მიხედვით. დღეს საოცარი გარდატეხა მოხდა. საქართველო უსწრებს ისეთ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა ბელგია, ირლანდია, აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი, იაპონია”, _ ამბობს ივანიშვილი.

აი, რას ნიშნავს ეკონომიკურად “უზომოდ” განვითარებული ადამიანი. ჩვენ, ეკონომიკურად განუვითარებლებმა, ჩვენსავე ზურგზე გამოვცადეთ სააკაშვილის 9-წლიანიწინსვლადაოცნების” 4-წლიანიმიღწევები”.

ივანიშვილის ნათქვამი მხოლოდ ხელისუფლების კეთილდღეობას ეხება და არა ქვეყნის. სწორედ ამაში გაუსწრო საქართველომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს. საღად მოაზროვნე ნებისმიერი ადამიანისთვის უდავოდ შემაშფოთებელია იმ პირისგან ესოდენ დაუჯერებლის მოსმენა, რომელსაც 4 წლის წინათ მხსნელად მიიჩნევდა.

პატივცემულო მკითხველო, ობიექტურად შეაფასეთ ივანიშვილის ნათქვამი და, თუ ასე მოიქცევით, მიხვდებით, რაში “გაუსწრო” საქართველომ ზემოჩამოთვლილ ქვეყნებს. იქნებ საქართველოს პრეზიდენტი, როგორც მოწინავე ქვეყნის წარმომადგენელი, ესწრებოდა ჩინეთში გამართულ “დიდი ოცეულის” შეხვედრას და ჩვენ ვერ დავინახეთ?

ივანიშვილის ნათქვამი ტყუილსაც აღარ ჰგავს. ეს ავადმყოფური აზრის ნაყოფია და ავადმყოფს მკურნალობა სჭირდება.

“გადით ქუჩაში, ამერიკაში ჩაგიყვანთ და გაჭირვებულებს ყველგან გაჩვენებთ. გვაქვს რეალური შანსი იმისა, რომ 2030 წელს ასეთი ქვეყნების მსგავსი ეკონომიკა გვქონდეს”, _ აცხადებს ივანიშვილი.

სად არის ლოგიკა? თუ დღეს ზემოაღნიშნულ ქვეყნებს ვუსწრებთ, რა შუაშია 2030 წელი?

აშშ-ი არიან ღარიბ-ღატაკები, ისეთებიც, რომლებიც ნაგავში იქექებიან, უსახლკაროებიც, ნარკომანებიც და ა.შ., მაგრამ იქაური ღარიბ-ღატაკების ცხოვრების პირობები და სოციალური მდგომარეობა იმ ქვეყანაში მცხოვრებ სხვა ფენებთან არის შეფარდებული და არა სხვა ქვეყნების ღარიბ-ღატაკებთან.

თუ ამ პარამეტრებით შევადარებთ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების (არა საქართველოს) მოქალაქეებს, დავინახავთ აშშ-ის უპირატესობას. სახელმწიფოს მიერ უმუშევართა დახმარება მრავალსაფეხურიანია და თვეში 1500 დოლარს აჭარბებს, ეს გაცილებით ნაკლებია იქაური სხვა სოციალური ფენების თვიურ შემოსავალზე, მაგრამ მეტია, ვიდრე სხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, სადაც დღიური შემოსავალი 1.5 დოლარს არ აღემატება.

კანადაში არის ქალაქი ვანკუვერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში პირველობას არვის უთმობს საამური ცხოვრების თვალსაზრისით. ვანკუვერი პირველია მსოფლიოში ცხოვრების პირობებით, სოციალური მდგომარეობით, კომფორტულობით, მოქალაქეთა მაღალი შემოსავლებით და ა.შ.

მქონდა შესაძლებლობა, გავცნობოდი ამ ქალაქს. ღამით სეირნობისას თავი ამოვყავი ცენტრიდან არცთუ მოშორებულ უბანში _ ჭუჭყიანში, უსახლკაროებითა და მათხოვრებით, ნარკომანებით სავსეში. შემზარავი იყო იქაურობა, რომელმაც უმალ დამავიწყა დანარჩენი გაქათქათებული ვანკუვერი.

ამ უბნის მნახველს უმალ გაუჩნდება გაოცება და სიბრაზე ქალაქის მესვეურთა მიმართ. და როდესაც ჩემი ნეგატიური შთაბეჭდილების შესახებ ვუთხარი მასპინძლებს, ამიხსნეს: იმ უბანში მცხოვრებ “ლუმპენებს” სახელმწიფომ უფასო ბინებიც მისცა, თვიური დახმარებაც _ ფულის სახით, სხვა სოციალური პირობებიც აქვთ შექმნილი, მაგრამ მათ ისეთი ცხოვრება სურთ, როგორიც აქვთ, ხელისუფლებამ მისცა გამოსწორების საშუალება, მაგრამ ისინი ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებასო.

ვანკუვერის ზერელე დამთვალიერებელს, ისევე, როგორც ივანიშვილს ამერიკაზე, უდავოდ შეექმნება შთაბეჭდილება, რომ კანადაში ღარიბღატაკი ბევრია, თუმცა იქაური ღარიბღატაკის თვიურ შემოსავალს საქართველოს საშუალო ფენა (რომელიც შესაქმნელია), 2030 წლისთვისაც ვერ ეღირსება.

“ეკონომიკური ზრდის ტემპი, რომელიც საქართველოს ახალი ხელისუფლების პირობებში აქვს, არასდროს ჰქონია, _ განაცხადა ივანიშვილმა გურიაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას და დასძინა, _ ჩვენ ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის ტემპით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, როგორც რეგიონში, ისე ევროპაში”.

ადამიანთან, რომელსაც თავში აქვს ჩადებული მცდარი მოსაზრება, მით უმეტეს ისეთ ადამიანთან, როგორიც ივანიშვილია, შეპასუხებაც არ ღირს, რადგან ვერაფერს შეაგნებინებ და გუნება-განწყობილებასაც გაიფუჭებ.

ივანიშვილი ნარცისია, საკუთარ თავზე შეყვარებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული. ასეთთან კამათს აზრი არ აქვს და ეს საზოგადოებამ უნდა შეიგნოს. მან სხვა თვალით _ საღით უნდა შეხედოს იმ გაუსაძლის პირობებს, რომლებიც “ნაცებისა” და “ოცნების” “ძალისხმევამ” გვარგუნა, შეაფასოს ვითარება და დასვას უმარტივესი კითხვა _ რა უფლება აქვს ივანიშვილს, ხელი აფათუროს ქვეყნის პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ ცხოვრებაში ისე, თითქოს ქვეყნის პრეზიდენტი იყოს?

ივანიშვილი არ არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. მას არავითარი თანამდებობა არ უკავია, არც პარტიის ლიდერია. მაშ, ვინ არის, ასე თავდაჯერებით რომ ილაპარაკოს ქვეყანაზე?

საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ პოლიტიკური ცხოვრება, მით უმეტეს, ქვეყნის ყოფნა-არყოფნა ვიღაც კერძო პირზე არ უნდა იყოს ჩამოკიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა ვერ აშენდება.

ივანიშვილის მიერ მოყოლილი ზღაპრები ზღაპრებად დარჩება და ასე გაილევა თითოეული ჩვენგანისა და ქვეყნის ცხოვრება. ივანიშვილმა რაც იცის, ეს არის საკუთარი ბიზნესის მართვა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის თუნდაც ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

ივანიშვილის მმართველობა ფეოდალური პერიოდის გამეორებაა _ მოჯამაგირედ ქცეული ხელისუფლებითა და ხალხით. ასეთი საქართველო ვერც ევროკავშირში შევა და ვერც _ ნატოში. და რაც მთავარია, ასეთი საქართველო პროგრესს ვერ ეღირსება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

1 COMMENT

  1. ბატონ ჰამლეტს ივანიშვილის საშინელი აუტანლობა აქვს, ეს ტელე ეკრანიდანაც კარგად ჩანს და ასეთი წერილებიდანაც, მხოლოდ ცუდს ხედავს ამ პიროვნებაში ყოველთვის. ნუთუ დადებითად შესაფასებელი არაფერი გაუკეთებია ამ ადამიანს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here