Home რუბრიკები საზოგადოება ლაშა გვასალია: ბევრს მეგრელი ისეთი მიამიტი ჰგონია, რადგან სანდრა რულოვსმა მეგრულად ორი...

ლაშა გვასალია: ბევრს მეგრელი ისეთი მიამიტი ჰგონია, რადგან სანდრა რულოვსმა მეგრულად ორი სიტყვა თქვა, ხმას მას მისცემს

599

არჩევნები მოახლოვდა და ქართველი საზოგადოების ყურადღება ამ მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზეა გადატანილი. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ცხელი წერტილი სამეგრელოა. როგორც ამბობენ , სამეგრელოშინაციონალურ მოძრაობასდიდი მხარდაჭერა აქვს, თუმცა, ჩვენი რესპონდენტის თქმით, მეგრელები ადვილად მოსატყუებელი ხალხი არ არიან და სამეგრელოს მოსახლეობას არ დავიწყებიანაციონალური მოძრაობისცხრაწლიანი პერიოდი. გვესაუბრება სამეგრელოზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის უფროსი, ზუგდიდშიქართული ოცნებისცენტრალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.

_ ბატონო ლაშა, როგორია წინასაარჩევნო განწყობაა სამეგრელოში? ელოდებით მოსახლეობის მაღალ აქტივობას?

_ რა თქმა უნდა, ველოდებით. ხალხი დარწმუნდა, რომ მათი მონაწილეობა არჩევნებში ძალიან მნიშვნელოვანია. ადრეც ვიყავი შტაბის ხელმძღვანელი და წინასაარჩევნო პერიოდში შტაბის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ ყოფილა. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ არჩევნებში მაღალი აქტივობა იქნება.

_ ამბობენ, სამეგრელოშინაციონალურ მოძრაობასდიდი მხარდაჭერა აქვსო. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და, თუ ეს მართლაც ასეა, რით ხსნითნაციონალური მოძრაობისმხარდაჭერას რეგიონში?

_ ბევრი არა, მაგრამ ჰყავთ გარკვეული პროცენტი მხარდამჭერებისა. სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში ახალაიებმა და “მამალმა ნაცებმა” საკმაოდ ბევრი ზუგდიდელი და ხობელი ახალგაზრდა დაასაქმეს პენიტენციურ სისტემაში, ჯარში, პოლიციაში. ეს ადამიანები თავიანთი დანაშაულებრივი მოქმედებებით, თავიანთი არასწორი პოლიტიკური მიმართულებით მიბმულები იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობას”. სამეგრელო თავიდანვე იყონაციონალური მოძრაობისდასაყრდენი”.

_ ბატონო ლაშა, 2012 წელს სამეგრელოშიქართულმა ოცნებამ” “ნაციონალურ მოძრაობასთანარჩევნები წააგო, ირაკლი ალასანია როლანდ ახალაიასთან დამარცხდა. ამ ოთხი წლის განმავლობაში რა გააკეთაქართულმა ოცნებამიმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნებში ზუგდიდში სანდრა რულოვსმა არ გაიმარჯვოს? ერთინანინაწაიმღერა სანდრა რულოვსმა მეგრულად და გამოდის, ხვალ ვინმე რომ ჩამოვიდეს ბურკინა ფასოდან და საჯაროდ ელარჯი მოამზადოს, ხმა მას უნდა მივცეთ?

_ 2012 წელს ჩემ თვალწინ ვითარდებოდა ზუგდიდში სარჩევნო პროცესები, ყველაფერი კარგად ვიცი, რა როგორ მოხდა. იმხანად “ნაციონალურ მოძრაობას” შეეძლო, გაეყალბებინა არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი გავაკეთეთ ხალხის ხმების დასაცავად, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მაინც იმარჯვა. ხალხს არ სჯეროდა, რომ მონსტრინაციონალური მოძრაობადამარცხდებოდა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ზუგდიდში ადამიანებს აშინებდნენ და ამან გამოიწვია ის შედეგი, რაც მივიღეთ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში კი “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხალხი თავისუფალი ყოფილიყო, დამთავრდა სამეგრელოში და სრულიად საქართველოში ძალადობა. არავის მიუკითხავს პედაგოგებისთვის იმის სათქმელად, თუ ჩვენ არ მოგვცემთ ხმას, დაისჯებითო, რაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხშირად ხდებოდა. “ქართული ოცნების” მთავარი მინუსი არის ის, რომ არ ეწევა გაკეთებული საქმეების პიარს. ჩვენ გვინდა, საზოგადოებამ თვითონ დაინახოს ყველაფერი, რაც კეთდება. ნაციონალური მოძრაობისპერიოდში დემოკრატია დამოკიდებული იყო ხელისუფლების კეთილ ნებაზე. ბევრს მეგრელი ისეთი მიამიტი ჰგონია, რადგან სანდრა რულოვსმა მეგრულად ორი სიტყვა თქვა, ხმას მას მისცემს. ეს არ მოხდება, არავინ იფიქროს, რომფოჩიანი კანფეტებითმოთაფლავს მეგრელ კაცს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნა ყოფნაარყოფნის ზღვარზეა. სამეგრელომ იცის, ვის უნდა მისცეს ხმა; იცის, საჭირო დროს რა ნაბიჯი გადადგას. ერთობლივი შეტევით უნდა დავამარცხოთნაციონალური მოძრაობა”.

_ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ ბევრ რამეს ჰპირდებოდნენ ხალხს, მაგრამ დაპირებების უმრავლესობა შეუსრულებელია. ახლაც ახალი დაპირებებით გსურთ ხელისუფლებაში მოსვლა. რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ეს დაპირებებიც შეუსრულებელი დარჩება, მზად ხართ, დაიკისროთ პასუხისმგებლობა?

_ ყველაფერს დრო სჭირდება, 4 წელიწადში ყველა დაპირება ვერ შესრულდებოდა. ასე უცებ ვერ აშენდება ქვეყანა. ცრუ დაპირებას ვერავინ გაცემს, ყველა დაპირებას საქმე მოჰყვება. რა თქმა უნდა, თუ რამე არ შესრულდება, “ქართული ოცნება” მზადაა, დაიკისროს პასუხისმგებლობა.

_ ქართველ ხალხს, მათ შორის სამეგრელოს მოსახლეობას, ახსოვს კასრებში ნაპოვნი ფარული ჩანაწერები, რომლებზეც უამრავი ადამიანის გაუბედურება იყო აღბეჭდილი. სად არიან ეს ადამიანები, რატომ არ ისმის მათი პროტესტის ხმა?

_ ჩემთვის ეს კითხვა ძალიან მნიშვნელოვანი და მტკვნეულია. ამ ხნის განმავლობაში, რაც საარჩევნო შტაბს ვხელმძღვანელობ, ძალიან ბევრი დოკუმენტური მასალა და ჩანაწერი ამოვიღე. ვესაუბრები ადამიანებს და შეძრწუნებული ვარ. როგორც კი არჩევნები დასრულდება, აუცილებლად დავწერ წიგნს, რომელშიც აღწერილი იქნება სამეგრელოს მოსახლეობის ყოფა “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში. უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, რა არ უნდა განმეორდეს. კოაბიტაციამ და “ქართული ოცნების” მიდგომამ, რა თქმა უნდა, იმოქმედა იმ ადამიანებზე, რომლებიც დაზარალდნენ. გამომდინარე აქედან, არ ისმის პროტესტი, მაგრამ ნურავის ჰგონია, რომ დანაშაულზე ვინმე თვალს დახუჭავს. პატარა ერი ვართ და უნდა ვეცადოთ, პროცესები სისხლისღვრაში არ გადავიდეს.

_ ბატონო ლაშა, მისაღებად მიგაჩნიათნაციონალური მოძრაობასთანკოაბიტაციაქართული ოცნებისმხრიდან?

_ ჩემთვის კოაბიტაცია მიუღებელია, მაგრამქართულ ოცნებასარ უნდოდა დაპირისპირება, სისხლისღვრა და დაძაბულობა. სწორედ ამიტომ მიიღო კოაბიტაციის გადაწყვეტილება. ჩვენ მივეცით საშუალება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს, ჩაბმულიყვნენ ქვეყნის შენების ფერხულში და ჩვეულებრივად ემუშავათ; მივეცით პერიოდი გამოსასწორებლად და დასაფიქრებლად, მაგრამ ვერაფერი შეიგნეს. ხალხი მათ პასუხს არჩევნების საშუალებით გასცემს.

ესაუბრა

ნანა ფოფხაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here