Home რუბრიკები საზოგადოება „ ქართული ოცნების“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა მორიგი...

„ ქართული ოცნების“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა მორიგი შეხვედრა ქალაქ ახმეტის ამომრჩეველთან გამართა

502

„ ქართული ოცნების“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გელა სამხარაულმა მორიგი შეხვედრა ქალაქ ახმეტის ამომრჩეველთან გამართა. გელა სამხარაული ადგილობრივებს მუნიციპალიტეტის  მასშტაბით ჩატარებულ სამუშაოებზე ესაუბრა და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები გააცნო. 

რეგიონულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, დეპუტატობის მაჟორიტარმა კანდიდატმა მიმოიხილა ის მიღწევები, რაც ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში განხორციელდა. გელა სამხარაულმა ისაუბრა თვითმმართველობებზე, როგორც მართვის და რეგულირების ყველაზე ეფექტიან მოდელზე, იმ სამომავლო პერსპეტქივებზე, რაც ქვეყანას სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდამ გაუჩინა. კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს ფუნქციაზე ჯანდაცვის, განათლების, თავდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში.

მისივე შეფასებით: „სწორი ეკონომიკური პოლიტიკის გარეშე ვერ შევძლებთ სამომავლო პერსპექტივების განსაზღვრას, ეს პოლიტიკა მოაგვარებს სოცილურ საკითხებს, გადაჭრის უმუშევრობის პრობლემებს. ჩვენ ამ სწორ გზაზე ვდგავართ. სარეიტინგო კომპანიების შეფასებებით, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში ნებისმიერი მაჩვენებელი, ეს იქნება დემოკრატიის ხარისხი, მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატი, ადამიანის უფლებების დაცულობა თუ სხვა, მკვეთრად გაუმჯობესებულია. დღეს სახელმწიფოში უზრუნველყოფილია თანაბარი სასტარტო პირობები იმისთვის, რომ შესაძლებლობების თავისუფლად გამოვლენა და განვითარება შეძლოთ. დღეს სახელმწიფო თითოეული თქვენგანის გვერდით დგას კონკრეტული ფინანსებით, კონკრეტული პროგრამებით და რაც მთავარია გასაღების ბაზრების ხელმისაწვდომობით. მინდა ამ პროცესების აქტიური მონაწილეები გახდეთ, ჩაერთოთ პროგრამებში, რომელიც სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს და მეწმუნეთ, თქვენი ცხოვრება გახდება უკეთესი. პირადად მე ვიქნები თქვენი ინიციატივების მხარდამჭერი და ხელშემწყობი.“

გელა სამხარაულმა ვრცლად ისაუბრა ახმეტის პოტენციალის ათვისებასა და განვითარებაზე. დეპუტატობის კანდიდატის აზრით, ახმეტამ სატრანზიტო ფუნქცია უნდა შეიძინოს, რაც ქალაქის განვითარებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია თიანეთი -ახმეტის გზის მშენებლობა. ახალი გზის საშუალებით კახეთიდან და აზერბაიჯანიდან რუსეთისკენ მიმავალი ტვირთები ახმეტის გავლით გადაადგილდება. „ახმეტა თანაბრად მიმზიდველი გახდება როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის. ახალი ურთიერთობები ახალ საჭიროებებს წარმოშობს. გაჩნდება კვებისა და სასტუმროს ტიპის, ახალი ობიექტები, დასაქმდებიან ადგილობრივი კადრები, შემოვა დამატებითი შემოსავალი. წინსვლისა და განვითარების ამ პროცესის შეჩერება შეუძლებელია “-აღნიშნა გელა სამხარაულმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here