Home რუბრიკები პოლიტიკა რუსული სუპერიარაღი ძალთა ბალანსს დაარღვევს

რუსული სუპერიარაღი ძალთა ბალანსს დაარღვევს

757

ჰიპერბგერითი ბირთვული რაკეტები იარაღის ინდუსტრიის ბოლო სიახლეა. როგორც ჩანს, რუსეთი ცდილობს, პირველმა შექმნას ასეთი რაკეტები.

რუსეთის არმიის ტაქტიკური რაკეტების კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ბორის ობნოსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჰიპერბგერით ბირთვულ რაკეტებს 2020 წელს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი ჰიპერბგერითი რაკეტების სიჩქარე 12-ჯერ აღემატება ბგერის სიჩქარეს, ანუ ასეთი რაკეტები საათში 15 ათასი კმ სიჩქარით იფრენენ. ჰიპერბგერითი რაკეტები დაანგრევს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველა თანამედროვე სისტემას, რადგან, უბრალოდ, რეაგირებას ვერ მოასწრებს.

დანიის სამხედრო აკადემიის სამხედრო-საჰაერო ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი კარსტენ მარუპი ამბობს, რომ ჰიპერბგერითი რაკეტები თავდაცვის ამჟამინდელ სისტემებს ახალ საფრთხეებს შეუქმნის.

“ჰიპერბგერით რაკეტას შეუძლია დააზიანოს ნებისმიერი მიზანი დედამიწის ნებისმიერ წერტილში და ეს მოხდება ისე სწრაფად, რომ ისინი, ვინც, ჩვეულებრივ, ყოველთვის მზად არის, თავიდან აიცილოს სარაკეტო დარტყმა, უბრალოდ, ვერაფრის გაკეთებას ვერ მოასწრებენ”, _ განაცხადა კარსტენ მარუპმა გამოცემა ჟყლლანდს-Pოსტენ-ს.

თვით აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვასაც კი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სისტემად ითვლება, ასეთი სიჩქარით მოძრავი რაკეტა დიდ პრობლემებს შეუქმნის, _ დარწმუნებულია სპეციალისტი.

ამერიკელთა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა, როგორც ცნობილია, გათვლილია საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ ბრძოლაზე. დარწმუნებული არ ვარ, რომ ის შეძლებს გაუმკლავდეს ჰიპერბგერით რაკეტას, რომელიც გაცილებით დიდი სიჩქარით მოძრაობს”.

რუსეთის მიერ შექმნილი მოწინავე ტექნოლოგიების საპასუხოდ ამერიკელები, უკვე კარგა ხანია, მუშაობენ პირველ ჰიპერბგერით ბომბდამშენზე. ასეთ თვითმფრინავს მხოლოდ 30 წუთი დასჭირდება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიზნის დასაზიანებლად. ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების გარეშე კი ამას 18 საათი დასჭირდებოდა.

კარსტენ მარუპი აღნიშნავს, რომ შეიარაღების ასეთი განვითარება ახალ მოთხოვნებს უყენებს მსოფლიოს იმ ლიდერებს, რომელთა ხელშიც არის ასეთი ტექნოლოგიები.

“ყველამ ვიცით, რომ მრისხანების მომენტში არ შეიძლება ელექტრონული წერილის დაწერა და გაგზავნა. ზუსტად ასევე არ შეიძლება მრისხანების მომენტში ჰიპერბგერითი იარაღით დამუქრება, რადგან შესაძლოა, დრო არ გეყოთ გადასაფიქრებლად. ეს მომენტი გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ორი სახელმწიფოს ურთიერთობაში, მიუხედავად იმისა, რომელი სახელმწიფო დაამზადებს პირველ ჰიპერბგერით იარაღს და, თუ რუსებმა უკვე დაამზადეს ჰიპერბგერითი რაკეტები, ხოლო ამერიკელებს საპასუხოდ არაფერი აქვთ, მოხდება ძალთა ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევა რუსეთის სასარგებლოდ.

მსგავსი რამ შეიძლება მოხდეს, თუკი ამერიკელები შეიარაღდებიან ჰიპერბგერითი ბომბდამშენებით. ასეთ შემთხვევაში ძალთა ბალანსი ამერიკელების სასარგებლოდ დაირღვევა”, _ განაცხადა კარსტენ მარუპმა.

კრისტოფერ ესტერგორკრისტენსენი

Jyllands-Posten (დანია)

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/fineli-generali.jpg

ფინელი გენერალი ამერიკელ სამხედროებთან წვრთნის ჩატარების გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტემ კონტრაქტი აღარ გაუგრძელა თავდაცვის სამინისტროს აპარატის ხელმძღვანელს, გენერალლეიტენანტ არტო რატს.

“გენერალი თანამდებობიდან დაითხოვეს იმის გამო, რომ მისი ორგანიზებით 2015 წელს პრეზიდენტთან, პარლამენტთან და მთავრობასთან შეუთანხმებლად ფინეთის ტერიტორიაზე ჩატარდა სამხედრო სწავლება აშშ-ის არმიასთან ერთად”, _ იუწყება გაზეთი Iლტალეჰტი-ი.

ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად ნატოს ჯარისკაცებმა სამხედრო წვრთნა გაიარეს ფინეთის ტერიტორიაზე, რომელიც არ არის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი.

ამ ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში და ქვეყნის პრეზიდენტის რეაქციაც შესაბამისი იყო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/SORATNIK_KALASHNIKOV_160901.jpg

ახალი ავტომატიზებული მუხლუხიანი რობოტისორატნიკი

კონცერნკალაშნიკოვისკონსტრუქტორებმა ახალი ავტომატიზებული საბრძოლო სისტემა (ასს) “სორატნიკიშექმნეს. ეს არის ახალი მუხლუხიანი სადაზვერვო რობოტი, რომელსაც შეუძლია, კავშირი ჰქონდეს უპილოტო საფრენ აპარატებთან, აგრეთვე, მხარი დაუჭიროს ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე. სიახლეს პირველად წარადგენენ, ფორუმზეარმია-2016”, რომელიც მოსკოვთან ახლოს მდებარე პარკპატრიოტში” 6-11 სექტემბერს გაიმართება.

ეს დაჯავშნილი მუხლუხიანი მანქანა აღჭურვილია მართვის კომპიუტერული სისტემით, ფარული რადიოკავშირით, მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის პოვნისა და თვალთვალის საშუალებებით. ავტომატიზებულ საბრძოლო სისტემაზე შეიძლება დამონტაჟდეს საბრძოლო მოდული, რომელიც სხვა ავტომატიზებულ საბრძოლო ერთეულებთან იქნება დაკავშირებული და ერთობლივად იმოქმედებენ, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებთან.

ამას გარდა, დაჯავშნილი მუხლუხიანი საბრძოლო მანქანის გამოყენება შეიძლება პატრულირებისა და მნიშვნელოვანი ობიექტების დასაცავად, აგრეთვე, დანაღმული ადგილების გასანაღმავად.

“სორატნიკზე”, ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, შეიძლება დამონტაჟდეს მძიმე შეიარაღებაც _ ნაღმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/jerald-2.jpg

აშშის ყველაზე ძვირად ღირებული ავიამზიდი ბრძოლაში გამოუსადეგარია

აშშის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ატომური ავიამზიდი Gerald R .Fordის (GVN-78) საბორტო სისტემები საბრძოლო მოქმედებებისთვის გამოუსადეგარია”, _ იუწყება ტელეკომპანიასიენენი”, რომელიც აშშის თავდაცვის სამინისტროს გამოცდისა და შეფასების განყოფილების დირექტორ მაიკლ გილმორის მოხსენებით ბარათს იმოწმებს.

გილმორის მიერ შედგენილ დოკუმენტში ლაპარაკია ავიამზიდის გემბანიდან თვითმფრინავის აფრენა-დაფრენის ხარვეზებზე, აგრეთვე, ჰაერში მათი მართვის პრობლემებზე.

“ეს სისტემები პირდაპირ არის დაკავშირებული საჰაერო ოპერაციებთან. და, თუ ამ პრობლემებს არ მოვაგვარებთ, საბრძოლო ოპერაციებში ავიამზიდის მონაწილეობის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეიზღუდება”, _ წერია გილმორის მოხსენებით ბარათში.

ხარვეზებია, აგრეთვე, ხომალდის თავდაცვის სისტემებსა და იარაღის მიწოდებაში. ამასთანავე, აუცილებელია ავიამზიდის ასაფრენ-დასაფრენი სისტემის შეცვლა.

ეს ხომალდი აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირველი ატომური ავიამზიდია, რომლის ღირებულებაც დაახლოებით 13 მლრდ დოლარს შეადგენს.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

  1. საქართველოშიც ტარდება ხოლმე ნატოს ჯარების წვრთნები,თუმცა საქართველო არ არის ნატოს წევრი.აღარაფერს ვამბობ ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ სხვადასხვა \\\”ცხელ\\\” წერტილებში,თუმცა ამის გამო არავინ არ მოუხსნიათ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here