Home რუბრიკები პოლიტიკა მარინ ლე პენი: “ყველაფერი, რაც გინდათ, ოღონდ კლინტონი _ არა!”

მარინ ლე პენი: “ყველაფერი, რაც გინდათ, ოღონდ კლინტონი _ არა!”

485

 “ნაციონალური ფრონტისხელმძღვანელმა მარინ ლე პენმასიენენისთვისმიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტად ჰილარი კლინტონის არჩევა ნიშნავსომსდადამანგრეველ ეკონომიკურ არჩევანსყველა ფრანგისთვის”, _ იუწყება გაზეთიფიგარო”.

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერმა განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს უჭერს რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელ დონალდ ტრამპს მის მოწინააღმდეგესთან _ ჰილარი კლინტონთან ბრძოლაში.

“ყველაფერი, რაც გინდათ, ოღონდ კლინტონი _ არა. ასე გაცილებით უკეთესი იქნება საფრანგეთისთვის. მიმაჩნია, რომ არჩევნებში კლინტონის გამარჯვება ნიშნავს ომს. ჰილარი კლინტონი _ ეს არის ნგრევა, მსოფლიოს დესტაბილიზაცია, ეკონომიკური არჩევანი, რომელსაც დამანგრეველი შედეგი ექნება ჩემი ხალხისთვის; ეს არის გეოსტრატეგიული არჩევანი, რომელიც გლობალურ კონფლიქტებამდე მიგვიყვანს”, _ განაცხადა მარინ ლე პენმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here