Home რუბრიკები პოლიტიკა მოახლოებული ფინანსური ცუნამი სასიკვდილოდ გაწირავს აშშ-ის გლობალურ იმპერიას

მოახლოებული ფინანსური ცუნამი სასიკვდილოდ გაწირავს აშშ-ის გლობალურ იმპერიას

580

The National Interest წერს აშშში ფინანსური ვითარების გაუარესებაზე, რაც ნეგატიურად აისახება ვაშინგტონის გლობალურ პროექტებზე.

ისინი, ვინც ოცნებობენ პერმანენტულ ამერიკულ იმპერიაზე, ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ. მათთვის აშშ კვლავ რჩება ძლიერ სახელმწიფოდ, რომელსაც სხვა ქვეყნები ვერ გადაუსწრებენ. მთავარია, რომ ვაშინგტონს შეუძლია შეინარჩუნოს სამხედრო უპირატესობა. გამოდის, რომ ამერიკელებმა მსხვერპლი უნდა გაიღონ შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი სტრუქტურებისთვის, რომლებიც აუცილებელია სხვა ქვეყნებისთვის ვაშინგტონის გავლენის თავზე მოსახვევად.

მიუხედავად ამისა, ამერიკელთა უმრავლესობისთვის უფრო აქტუალურია საკითხი, როგორ იცხოვროს და როგორ გადაიხადოს საფასური სამედიცინო მომსახურებისა, რომელიც სულ უფრო ძვირდება. ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ იმატებს. მთავრობას ბევრი ფული აღარ ექნება ჩვენი მდიდარი მოკავშირეების მხარდასაჭერად, ჩასაფლავებლად განწირული პროექტების დასაფინანსებლად სხვა ქვეყნებში და საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვის უზრუნველსაყოფად.

ამჟამინდელ საპრეზიდენტო რბოლაში იგნორირებულია აშშ-ის გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა. წლის დასაწყისში კონგრესის საბიუჯეტო სამმართველომ ივარაუდა, რომ 2016 წელს ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი გაიზრდებოდა და ეს ზრდა არ შეწყდებოდა მომდევნო ათწლეულში.

კერძოდ, ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც დღეს 590 მლრდ დოლარს შეადგენს, 2025 წლისთვის 1,2 ტრილიონს მიაღწევს. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფიციტი 2016 წელს 3,2% იქნება, 2026 წელს _ 4,6%. საბიუჯეტო სამმართველოს წარმომადგენელთა აზრით, ეს ფინანსური გამოწვევაც კი “კარგ სიახლედ” უნდა ჩაითვალოს. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამერიკელები შეძლებენ, გაუძლონ გამუდმებით მზარდ ხარჯებს, გადახდებსა და დეფიციტს, მაგრამ, როგორც 2008 წელს ფინანსურმა კრიზისმა აჩვენა, არაფრის გარანტირება არ შეიძლება, და ნეგატიური მოვლენებით გამოწვეული ზარალი შეიძლება ძალიან დიდი იყოს.

ამერიკელი ხალხი, ალბათ, აღარ მოისურვებს დიდი სამხედრო ხარჯების მხარდაჭერას. დროა, ევროპელებმა თვითონ დააფინანსონ თავიანთი სახელმწიფოები და კეთილდღეობა, იაპონელებს შეუძლიათ, განაგრძონ თავიანთი პაციფისტური მხარეების გამოვლინება, სამხრეთ კორეელებმა კი კვლავ მოიკატუნონ თავი, რომ ჩრდილოკორეელები მათი ძმები და დები არიან, რომლებიც მათთან გაერთიანებას ელიან.

ფინანსური ცუნამი ახლოვდება. მისი დაწყების თარიღი უცნობია, მაგრამ სჯობს, ამისთვის ახლავე მოვემზადოთ და კურსი ავიღოთ უფრო საპარლამენტო და თავშეკავებული პოლიტიკისკენ, ვიდრე შევეცადოთ დედამიწაზე დომინირებას სამხედროებისთვის ხელმისაწვდომი მწირი რესურსებით.

ამერიკული იმპერია მოკვდება. ერთადერთი კითხვა არის ის, თუ რა რეაქცია ექნებათ ამაზე ვაშინგტონში. ამერიკელმა პოლიტიკოსებმა არჩევანი უნდა გააკეთონ მოკავშირე ქვეყნებისთვის მოწესრიგებული სამხედრო ვალდებულებების გადაცემასა და ფინანსური კრიზისის პერიოდში უწესრიგოდ განზე გადგომას შორის.

მომავალ ათწლეულში ეს პროცესი შეიძლება მთავარი გამოცდა იყოს ამერიკის ლიდერობისთვის.

The National Interest

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here