Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინა ივანიშვილი: სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ “ნაცმოძრაობას” ელოდება, ისევ ძალადობა...

ბიძინა ივანიშვილი: სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ “ნაცმოძრაობას” ელოდება, ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან?

479

ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბევრ საკითხზე ისაუბრა, მათ შორისნაციონალურ მოძრაობასადა მის მხარდამჭერებზე.

 “ქართული ოცნება” კვირიკაშვილის მეთაურობით ინარჩუნებს მართვის იმ სტანდარტებს, რომლებიც მე ჩემს გუნდთან ერთად წამოსვლისას დავტოვე, რომ ხალხზე და ქვეყანაზე ზრუნვაში ათენებენ და აღამებენ. კვირიკაშვილი ასეთი კაცია. აი, სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ აისბერგებსაც ავცდეთ, ეკონომიკაც განვავითაროთ, ევროპაშიც შევიდეთ და ნატოს წევრი ქვეყანაც გავხდეთ. ამას სჭირდება სწორი ხელისუფლება და ეს არის, რისთვისაც ვიღვწი, შეხვედრებისას მოსახლეობა დავარწმუნო, რომ “ქართულ ოცნებას” ალტერნატივა არ ჰყავს. ნუ მიედ-მოედებიან. სირცხვილია, რომ 250-300 ათასი კაცი ისევ “ნაციონალურ მოძრაობას” ელოდება. რა უნდათ? ისევ ძალადობა უნდათ? ისევ ცოცხებს ელოდებიან? რა არის ეს, რა ხდება?” _ განაცხადა ივანიშვილმა. 

1 COMMENT

  1. ბატონი ბიძინა, გაცილებით მეტი ელოდა სამართლიანობის აღდგენას(უფრო სწორი იქნება თუ ვითყვით-დამკვიდრებას), მაგრამ რა გააკეთა თქვენმა ნაქებმა ღარიბაშვილმა ლაპარაკის მეტი, ზონდერები ძალოვან სტრუქტურებში დატოვა და მათ ასევე მრავალი კუნთმაგარი და უწიგნური მიუატა(მათ შორის მრავლად თავისი რეგიონიდან), მაკომპრომეტირებელი მასალები ანალიზის გარეშე გაანადგურა (?), კომპრომეტირებულები თანამდებობებზე დატოვა.დღეს რომ პოლიციელები ძალადობენ, ვინმემ გაანალიზა ვინ არიან ისინი, საიდან მოვიდნენ, ვინ მფარველობს მათ. თუ გუშინდელს და დღევანდელს ვერ ვაანალიზებთ, მომავალსაც ვერ განვჭვრეტთ. საქართველოს მოაზროვნე, საქმის მკეთებელი პროფესიონალები ჭირდება, და არა სხვისი შემყურე მოლაყბეები.
    პატივისცემით, თენგიზი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here