Home რუბრიკები საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

502

სექსსპექტაკლები გერმანელი ბავშვების გასანათლებლად

მომავალი წლიდან გერმანელ მოსწავლეებს მიეცემათუნიკალური შესაძლებლობა”, მონაწილეობა მიიღონ თეატრალურ წარმოდგენებში, რომლებშიც იქნება ანალური სექსისა და სადომაზოხიზმის სცენები ფალოიმიტატორების გამოყენებით. ჰომოფობიასთან ბრძოლის სწორედ ასეთთეატრალიზებულპროექტს დაუჭირა მხარი გერმანიის მთავრობამ.

გერმანიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული მიწის _ ჩრდილოეთი რეინ-ვესტფალიის მოსწავლეებს სკოლებში სიურპრიზი ელით. ეს არის ორიგინალური პროექტი “მრავალფეროვნების სკოლა”, რომლის ინიციატორია რეგიონის განათლების სამინისტრო, აგრეთვე, ლგბტ-თემის უფლებების დამცველი რამდენიმე ორგანიზაცია.

პროექტის მიზანია “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნებისთვის ხელშეწყობა გერმანელ საზოგადოებაში”, აგრეთვე, “ტაბუდადებული, მაგრამ მოზარდებისთვის ძალიან აქტუალური” ინფორმაციის მიწოდება.

გერმანიაში უკვე წლებია, ყველა სკოლაში სექსუალური აღზრდის გაკვეთილებს უტარებენ 8 წლის მოსწავლეებს. სექსგანათლებაზე უარის თქმა ზნეობის, ტრადიციებისა და რელიგიური მოტივით დაუშვებელია და ასეთ შემთხვევაში მშობლებს ადმინისტრაციული სასჯელი ეკისრებათ.

ახალი პროექტიმრავალფეროვნების სკოლასქესობრივი აღზრდის ჩვეულებრივ სასკოლო პროგრამაზე შორს წავიდა და მოსწავლეებს სთავაზობს ისეთი ცნებების შესწავლას, როგორიცაანაადრევი ეაკულაცია”, სადომაზოხიზმი დაბნელი ოთახი” _ განსაკუთრებული ადგილი ღამის კლუბებში, გეიკლუბებსა და გეიაბანოებში, სადაც შესაძლებელია სექსუალური კავშირები სხვადასხვა სქესის წარმომადგენელთა ჯგუფებს შორის.

“მრავალფეროვნების სკოლის” ლექციები და სემინარები მოსწავლეებს მისცემს საშუალებას, “თეატრალური წარმოდგენებით” შეისწავლონ სხვადასხვა სექსუალური შესაძლებლობა და ფალოიმიტატორების გამოყენებით მიიღონ “ახალი გამოცდილება” ორალური სექსის იმიტაციისას.

ეს პროექტი ხორციელდება გერმანელი საზოგადოების ფასეულობების დაცვის მიზნით, რომლებზეც “გეებისა და ლესბოსელების მხარდაჭერამ” დადებითი გავლენა უნდა მოახდინოს.

მიუხედავად ამისა, რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, უმცირესობის უფლებათა დამცველიც კი, უარყოფითად შეხვდა ამ რევოლუციურ სიახლეს.

“სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა პატივიცემა არ უნდა ხდებოდეს მოზარდისთვის დამახასიათებელი სირცხვილის განცდის ხარჯზე.

ტოლერანტულობის ხელშეწყობის მიზნით დაუშვებელია, 12 წლის მოზარდს უფლება მივცეთ, ითამაშოს ორგაზმი ან “ბნელი ოთახი”, _ განაცხადა ივონ გებაუერმა, რომელიც კელნში ახორციელებს ჰომოფობიასთან ბრძოლის პროექტს. მას მხარი დაუჭირეს ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ ზემოაღნიშნულმა პროგრამამ ყველაზე დიდი პროტესტი გერმანელ საზოგადოებაში გამოიწვია. ქუჩაში გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციაში მშობლები მონაწილეობდნენ ლოზუნგით: “ხელები შორს ჩვენი შვილებისგან”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/daiwyo.jpg

დაიწყოიტალიაში პირველი სოდომური ქორწილი გაიმართა

იტალიის ქალაქ რეჯოემილიაში (ემილიარომანიას ოლქი) ქვეყნის ისტორიაში ერთი და იმავე სქესის წარმომადგენელთა პირველი სამოქალაქო ქორწინება აღირიცხა. საქორწინო კავშირი გააფორმეს ჟურნალისტებმა და მწერლებმა პიერ ჯორჯო პატერლინიმ და მარკო სოტჯუმ. ცერემონიას ესწრებოდა ქალაქის მერი ლუკა ვეკი”, _ იუწყება გამოცემა Reggionline.

ქალაქის მერმა ლუკა ვეკიმ მადლობა გადაუხადა პატერლინისა და მის პარტნიორს თანასწორობის პრინციპებისთვის ბრძოლის გამო, “რომელიც დღეს უფლებას იძლევა, თუმცა დიდი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მივუერთდეთ ცივილიზაციის მიღწევებს” (ალბათ, ანტიქრისტიანულ, სატანისტურ მიღწევებს გულისხმობდა რეჯო ემილიას მერი _ ნ. კ.). მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ფორმის ოჯახი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ერთეულია. იტალიაში ჰომოსექსუალებმა მასობრივად დაიწყეს თავიანთი უფლების გამოყენება. როგორც გაზეთი “რეპუბლიკა” იუწყება, ტოსკანაში, პროვინცია მასა-კარარაში, 35 წლის ბრაზილიელმა ფაბიომ 46 წლის ჯორჯზე იქორწინა. აქაც ცერემონიას ესწრებოდა მერი _ ჯანი ლორენცეტი. პალერმოში კი სამოქალაქო ქორწინების მსურველია 27 ჰომოსექსუალი წყვილი.

ამა წლის 11 მაისს იტალიის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზების შესახებ. 20 მაისს კანონს ხელი მოაწერა იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ. 22 ივლისს კი ეს კანონი მოიწონა იტალიის სახელმწიფო საბჭომ.

ჰომოსექსუალებმა მიიღეს უფლება, გადავიდნენ პარტნიორის გვარზე, “განქორწინების” შემთხვევაში გაიყონ ქონება, პარტნიორის გარდაცვალების შემდეგ კი გახდნენ მისი მემკვიდრე. მაგრამ მათ არ აქვთ ბავშვის შვილად აყვანის უფლება, ამის გამო იტალიელმა ჰომოსექსუალებმა კანონს მოღალატეობრივი უწოდეს.

აღსანიშნავია, რომ იტალიაში კანონი ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების შესახებ მას შემდეგ მიიღეს, როცა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ იტა

მოხუცების უტილიზაცია ევროპაში

ცნობილი ფრანგგერმანელმა ჟურნალისტმა ოლივიე რენომ ჩაატარა გამოძიება პლასტიფიკაციისა (პოლიმერებში დაბალმოლეკულური ნივთიერებების (პლასტიფიკატორების) შეყვანა, რომლებიც მათ პლასტიკურობასა და ელასტიკურობას მატებს) ადამიანის ნეშტის გადამუშავების შესახებ.

გერმანიაში ე.წ. პლასტინარიუმი 1977 წლიდან მუშაობს. ის გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში შექმნა ეს-ეს-ის ოფიცრის შვილმა.

ამჟამად ამ კომპანიამ გააფართოვა თავისი მოქმედების სფერო და ევროპის თანამეგობრობის საზღვრებს გარეთაც გავიდა. კომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს გერმანიის ჩრდილოეთში, ქალაქ გუბენში, პოლონეთის საზღვართან ახლოს.

ამჟამად გერმანიაში მოქმედებს “ადამიანის სხეულის მეორადი გამოყენების” რამდენიმე საწარმო, რომლებშიც დამონტაჟებულია როფები ადამიანის სხეულის გასახსნელად, და სხვა ტექნიკური მოწყობილობები ქიმიური ნივთიერებების მისაღებად.

თავისი მუშაობის რეკლამირებისთვის პლასტინარიუმმა ბერლინში გახსნა მხატვრულად გაფორმებული უკანო გვამების მუდმივი ექსპოზიცია, აგრეთვე, ხსნის გამოფენებს სხვადასხვა ქვეყანაში და ატარებს ბავშვებისთვის ექსკურსიებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here