Home რუბრიკები საზოგადოება გელა სამხარაული: მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება პრობლემური ვითარებიდან თავის...

გელა სამხარაული: მე მაქვს ჩემი მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება პრობლემური ვითარებიდან თავის დაღწევა

617

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: მატანის, ყვარელწყალის, საკობიანოსა და ქორეთის ამომრჩეველს შეხვდა. მოსახლეობა გელა სამხარაულს სასმელი წყლით უზრუნველყოფის, სარწყავი არხების მოწესრიგებისა და ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობაზე ესაუბრა. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებული ხე-ტყის საფარის განადგურებაზეც. მათივე თქმით, ხელისუფლებამ გაზის ტარიფის შემცირებასა და ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასების რეგულირებაზეც უნდა იზრუნოს.

დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას, მათთვის მტკივნეული საკითხების მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა. „ყველა პრობლემა რაც გაწუხებთ, ყველა საკითხი რაც მოსაგვარებელია და გადაჭრას საჭიროებს უნდა მომდინარეობდეს თქვენგან. მე კი ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე, უზრუნველვყოფ ნებისმიერი პროცესის რეგულირებას თქვენი ინტერესების შესაბამისად. მთავარია, თქვენ ხედავთ იმ შედეგს, რაც უკვე დადგა და გჯერათ, რომ კიდევ უფრო მეტის გაკეთებას ვაპირებთ. ჩვენ გვაქვს გრძელვადიანი გეგმები, დადგენილი პრიორიტეტები, განსაზღვრული პროგრამული მიმართულებები, რომლებშიც მნიშვნელოვანი ადგილი სწორედ თქვენს წახალისებას, გაძლიერებას და განვითარებას უჭირავს-“განაცხადა გელა სამხარაულმა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებული ხე-ტყის რესურსის ათვისებას, დეპუტატობის კანდიდატის შეფასებით, წინა ხელისუფლებამ უცხოელებისთვის ხე -ტყის მასალის გამოყენების ლიცენზირების უფლების მინიჭებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ძირითადი საარსებო წყარო წაართვა. „ეს საკითხი აუცილებლად ადგილობრივთა ინტერესების შესაბამისად უნდა გადაწყდეს და ახმეტაში არსებული რესურსი ახმეტელების შემოსავლის წყაროდ უნდა იქცეს. მე მაქვს ჩემი მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება პრობლემური ვითარებიდან თავის დაღწევა. ამ საკითხზე საკმაო ხანია ვმუშაობ და ვიცი, როგორ ვიპოვო გამოსავალი“- განაცხადა გელა სამხარაულმა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/samxarauli-gela-2.jpg

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here