Home რუბრიკები პოლიტიკა ტერაქტი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის წინააღმდეგ

ტერაქტი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის წინააღმდეგ

577

ეს ტერაქტი ფართოდ გახმაურდა პრესაში. იგორ პლოტნიცკი ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული და ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის.

უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ “ამ თავდასხმაში არ მონაწილეობდა, რადგან იგი (თავდასხმა) ყოველგვარ აზრსაა მოკლებული და პრობლემის გადამწყვეტი არ არის. კიევში მიიჩნევენ, რომ ტერაქტი ადგილობრივ ჯგუფებს შორის გავლენის სფეროების განაწილებისთვის ბრძოლის შედეგი იყო.

ლუგანსკის წარმომადგენლების ვერსიით, აფეთქება ორგანიზებული იყო უკრაინის დივერსიული ჯგუფის მიერ.

მინსკის მშვიდობიან მოლაპარაკებაში მონაწილე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა ალექსანდრე დეინეგომ განაცხადა, რომ “ვერავითარი პროვოკაცია ვერ შეაფერხებს მინსკის პროცესს. ჩვენ განვაგრძობთ მინსკის შეთანხმებათა შესრულებას და არ ვაპირებთ საომარ მოქმედებათა აღდგენას”.

დონეცკის პარლამენტის სპიკერი დენის პუშილინი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტერაქტი უკრაინის ჯარის შემოტევის მაუწყებელია, და რომ ომი რეალურად არის მოსალოდნელი. “უკრაინის არმია გაძლიერებულად ემზადება… ჩვენ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედების ზღურბლთან ვდგავართ”, _ თქვა მან.

სამშვიდობო მოლაპარაკება ჩიხშია შესული იმის გამოც, რომ ვერ შეთანხმდნენ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში არჩევნების ჩატარების საკითხზე. კიევი მოითხოვს უსაფრთხოების გარანტიებს და საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობას არჩევნებში. ამას გარდა, უკრაინა მოითხოვს, დაუბრუნონ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს შორის, აგრეთვე, რუსეთთან საზღვრის კონტროლი. მოსკოვი კი სთავაზობს კიევს, ჯერ მიიღონ კანონი, რომელიც დაამტკიცებს დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების განსაკუთრებულ სტატუსს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here