Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთი დასავლეთს ნატოდან გამოსვლით დაემუქრა

თურქეთი დასავლეთს ნატოდან გამოსვლით დაემუქრა

474

თურქეთი ნატოდან გამოვა, თუ უფრო მეტ მხარდაჭერას არ მიიღებს, _ წერს ბრიტანული “დეილი ექსპრესი”.

გამოცემა შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის კვალზე ერდოღანი და მისი გარემოცვა უფრო მომთხოვნი გახდა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ დაუფარავად განაცხადა, რომ ქვეყანა “იფიქრებს ნატოდან გამოსვლაზე”, თუ ალიანსი აუცილებელ დახმარებას არ აღმოუჩენს.

ჩავუშოღლუმ დასძინა, რომ დასავლეთმა შეიძლება “დაკარგოს” თურქეთი თავისი (დასავლეთის) შეცდომების გამო. ამასთანავე, ხაზი გაუსვა, რომ ანკარის მოსკოვთან დაახლოება არ იმოქმედებს ნატოსთან თურქეთის ურთიერთობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here