Home რუბრიკები საზოგადოება ლეღვის ფოთლები ქართულ პოლიტიკაში

ლეღვის ფოთლები ქართულ პოლიტიკაში

697

საქართველოში საარჩევნო ციებ-ცხელება მნიშვნელოვან ფაზაში შევიდა _ პრემიერი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში წარადგენს თავის კანდიდატებს. ქუთაისში მაჟორიტარების წარდგენისას გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, შურისძიებასა და ანგარიშსწორებაზე უარი უნდა ვთქვათ და მომავლისკენ უნდა ვიყუროთო. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველო სამართლებრივი მომსახურების ზონიდან გასულია და, რაც წინა რეჟიმმა ქვეყნისა და ადამიანურობის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა, უნდა ვაპატიოთ, ანუ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს. ეს იდეოლოგია ჯერ კიდევ იმ დროიდან იღებს სათავეს, როცა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა წამებისა და მკვლელობების ინიციატორები _ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი კარგ მენეჯერებად მოიხსენია. საინტერესოა, ჰიტლერი და მისი თანაპარტიელები დადებითად რომ მოეხსენიებინა ვინმეს, როგორი რეაქცია ექნებოდა გერმანელ ხალხს? გერმანელები ხომ დღემდე ეძებენ და სჯიან მის მიმდევრებს.

ექსპრემიერ ივანიშვილის იდეოლოგია, ირაკლი ღარიბაშვილისაგან განსხვავებით, გიორგი კვირიკაშვილმაც გაითავისა და აღნიშნა: მე ვაღიარებ მათ (ნაციონალების _ ი. თ.) მიერ მიღწეულ პროგრესს ქვეყანაშიო. არადა, ქვეყნის განვითარების შეფერხება ყველა მიმართულებით თვალში საცემი იყო და არის დღესაც. პრემიერი კვირიკაშვილი აღიარებს, რომ მკვლელობები, მამაკაცების წამება და გაუპატიურება პროგრესია, .. თუ ნაცები თავიანთ ბინძურ წარმოსახვას იკმაყოფილებდნენ, ქოცები მათთანერთ ხორც და ერთ სულარიან?! მისმა რჩეულმა ვინმე კოღუაშვილმა ხომ სულ ოსანა უმღერა “ნაცსექტას”. ერთი რამ ცხადია: “სულელს სულელი მაქებარი არ დაელევა”. აღარ არის საინტერესო, ვისი შეკვეთილი მუსიკის ჰანგებზე ღნავიან ქოცები, რადგან ამ რიტორიკით ორი კურდღლის დაჭერას აპირებენ _ თავიანთ პატრონებთან, ამერიკელებთან, თავს იწონებენ და ნაცების გულის მოგებასაც ცდილობენ!

გენიალურმა ვაჟა-ფშაველამ ბრძანა: “რაც უნდა ავი მამკერძონ, ბილწთ არ შავეკვრი ზავითა”-ო. “ავი” სამშობლოს “მიჰკერძეს”, თანაც არაერთი და ეს პროცესი, 25 წელია, გრძელდება. დარწმუნებული ვარ, დიდი ჰუმანისტი და გენიოსი, ჩვენს ეპოქაში რომ ეცხოვრა, აუცილებლად დაწერდა: “რაც უნდა ვერცხლი მამკერძონ ბილწთ არ შავეკვრი ზავითა”, რადგან სწორედ იუდას ვერცხლზე ყიდიან ნაცქოცები საქართველოს. ნაცქოცური იდეოლოგია დაუსჯელობის სინდრომის დაკანონებას ნიშნავს, ხოლო ამ იდეოლოგიის წარმმართველებს ქართველი ხალხი გონებაშეზღუდული და ფსიქიურად დაავდებული ჰგონიათ ისევე, როგორც ნაცპრეზიდენტ მარგველაშვილს. გენიალური ალბერტ აინშტაინი კი გვასწავლის: მსოფლიო სახიფათო ადგილია არა მათ გამო, ვინც ბოროტებას სჩადის, არამედ მათ გამო, ვინც ამას უყურებს და ხელს არ უშლის”.

დიახ, დასავლეთი და ამერიკა დემოკრატიის სახელით აკანონებენ კრიმინალს და უზნეობას მსოფლიოში. როცა საქართველოს პრემიერი კრიმინალური სექტის დაუსჯელობას პროგრესად მიიჩნევს, ხოლო ექსსპიკერი დავით უსუფაშვილი კრიმინალური ბანდის გადარჩენას _ დემოკრატიის გადარჩენად, ეს უზნეობაა დემოკრატიის სახელით, ხოლო თვითონ დემოკრატია _ კრიმინალის დამკვიდრება ქვეყანაში. მსგავსი “მარგალიტები” აღარ უნდა გავვიკვირდეს ექსპრემიერ ივანიშვილისგანაც, რადგან მას მრჩევლად (თვითონ თქვა) დავით უსუფაშვილი ჰყავდა, ხოლო შემდეგ _ ვინმე ჩუგოშვილი. ბატონმა ბიძინამ ქრისტიანული მცნებაც მოიყვანა მაგალითად, _ მტერს უნდა შევუნდოთო. მართლმადიდებლური სწავლება მხოლოდ პირადი მტრისთვის მიტევებას გვირჩევს და არა ქვეყნის მტრისთვის. პირტიტველა ბიჭების მკვლელობები საკუთარ პიარზე ჰქონდათ გათვლილი, რათა ნაბიჭვარი ამერიკელებისთვის თავი მოეწონებინათ _ აი კრიმინალი აღვკვეთეთო. მკვლელობები _ მხოლოდ ძალის დემონსტრირებისთვის. როგორ შეიძლება საზოგადოებამ დაუშვას, რომ ეს ყოველივე ბოდიშით შემოიფარგლოს?! თუ კანონმდებლობას შეცვლიან და ნაცნაბიჭვრების მკვლელობა კაცის კვლად (არიან კი კაცები?!) არ ჩაითვლება, ყველაზე დიდი ჰუმანისტის _ ვაჟას იდეოლოგიით ვიხელმძღვანელებთ: “ვისაც ჩვენ არ ვებრალებით, ჩვენ შავიბრალოთ რისადა, სიკვდილი თვითონ უფალსა, მოუგონია მტრისადა”, _ ეს კი მართლაც პროგრესი იქნება, რადგან საქართველოსა და ქართველ ხალხს უახლოეს წარსულში ნაცებზე დიდი მტერი არ ჰყოლია და ჩვენი სირცხვილია, რომ ამ კაციჭამიების სექტას არსებობა გავუხანგრძლივეთ. თუ მკვლელობები ამერიკული დემოკრატიაა, მკვლელების დასჯა დემოკრატიულობის ჩარჩოებს სცილდება? დემოკრატიის სახელით განხორციელებულმა უზნეობის კასკადმა წალეკა ქართული პოლიტიკური სივრცე. ამერიკულმა ინვესტიციამ ქართულდემოკრატიაშინაყოფი გამოიღო არა ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად, არამედ ამერიკული ოცნება განახორციელა. ამერიკის ელჩი ხშირად შეგვახსენებს იმ ინვესტიციებს, რომლებიც ამერიკელებისვე მართული ხელისუფლებისა და “ასო”-ების (არასამთავრობო ორგანიზაციების) დაფინანსებაში აისახება. საყურადღებოა, რომ რუსეთსა და ისრაელში “ასო”-ები კონტროლზე აიყვანეს, რადგან მათი დაფინანსებით ერევიან უცხო სახელმწიფოები ქვეყნის საშინაო საქმეებში.

ნაცები ტერორისტული აქტების აღკვეთის იმიტაციით აწონებდნენ თავს ამერიკელებს, ქოცები _ იდეოლოგიით. იყურეთ წინ, მომავლისკენ და წარსული დატოვეთ წარსულშიო, _ გვმოძღვრავენ ამერიკელები და საქართველოს ე.წ. პრემიერიც სიტყვასიტყვით, ექოსავით იმეორებს მათ ნათქვამს.

პრემიერს არც ირაკლი ალასანია ჩამორჩება, _ წინა ხელისუფლების მიღწეული პროგრესი ვაღიაროთ და მათ მიერ აგებულ მყარ ნიადაგზე სვლა განვაგრძოთო. მისი თანაგუნდელი და პარტიის შავი ლაქა, ვინმე გოგუაძე, რაიხსფიურერის პათოსითა და ჟესტიკულაციით აცხადებს: “მე ივანიშვილის პირადი მტერი ვარ!”. ივანიშვილისადმი, როგორც პოლიტიკოსის მიმართ შეიძლება კითხვები გვქონდეს, მაგრამ მისი მსგავსი ქველმოქმედი საქართველოს არ ჰყოლია და, როცა ნეხვის ჭიები ივანიშვილის მიმართ მტრობას აანონსებენ _ სასაცილოა.

საქართველოს ე.წ. ხელისუფლებას იდეაშიც არა აქვს ტერიტორიების დაბრუნება, არც ეკონომიკის განვითარება, არც საქართველოს სამომავლო გეგმის განსაზღვრა. ამიტომაც არ უფიქრია სანკტ-პეტერბურგის ფორუმში მონაწილეობაზე, სადაც რუსეთისა და თურქეთის ლიდერები თავიანთი ქვეყნების ინტერესებზე საუბრობდნენ. მათი ვალდებულება მხოლოდ ამერიკელთა დირექტივების შესრულებაა.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ხელშეწყობა მსოფლიოზე ამერიკელთა ბატონობის გაგრძელების ერთ-ერთი ფაქტორი იყო. ამ გადატრიალების წარმატებით დასრულებას რუსეთმა შეუშალა ხელი, თურქი ხალხიც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და მხარში ამოუდგა ქვეყნის ხელისუფლებას. აშშ ფორსირებულ შეტევაზე გადასვლას ცდილობს ბალტიისპირეთიდან და პოლონეთიდან, რათა რუსეთი ალყაში მოაქციოს, რაც მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე აყენებს. ამერიკას რუსეთის დაშლისკენ მიმართული ოცნება განუხორციელებელი დარჩა, მაგრამ მანიაკურ მიდრეკილებებზე ხელს არ იღებს, რაც მსოფლიოს საფრთხეს უქმნის. რუსეთს შესწევს ძალა, თავი დაიცვას და ჩვენ არ უნდა დავდგეთ უზნეო პოლიტიკის მხარეს. აშშ დარტყმის ქვეშ აყენებს ჩვენს ქვეყანას, როცა უტიფრად აცხადებს, რომ მთავარი საფრთხე რუსეთია. რუსეთი დღეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ არღვევს, ამერიკელებისგან განსხვავებით, რომლებიც მხოლოდ იმის გაკეთებას ცდილობენ, რაც სურთ. ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს კი პროტესტი არ უჩნდება _ ეს მონის დამოკიდებულებაა. აშშ იმ არჩევნებს თვლის დემოკრატიულად, რომელშიც მის მიერ წახალისებული ძალა იმარჯვებს. საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედი ძალები _ ნაცები, “თავისუფალი დემოკრატებიდა ყველა ის პარტია, რომელიც კურსს დასავლეთისკენ იღებს _ მარგინალური ძალები არიან, ხალხს ყალბი დაპირებებით კვებავენ და ქვეყანას არანაირი პერსპექტივა არ ექნება, ისევე, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში არ ჰქონია. როცა რუსეთმა, ხელი შეუშალა ამერიკის გაბატონებას შავ ზღვაზე, ამერიკის დაკვეთით, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს საქართველოც შეუერთდა. რუსეთმა ამ პროვოკაციულ ნაბიჯს არასასურველი და არამეგობრული უწოდა და საქართველოს ბორჯომისა და ღვინის შეტანა შეუზღუდა. საქართველოს მცდელობა, ამერიკის დაკვეთით ავნოს რუსეთს, ფაქტობრივად, საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთს ვერაფერს დააკლებს. თუ მტრულად განვეწყობით რუსეთის მიმართ, მივიღებთ მტრობას, რაც დაანგრევს საქართველოს და არა რუსეთს. ამასთანავე, ჩნდება ლოგიკური კითხვა _ თუ ოსებსა და აფხაზებს ძმებად მივიჩნევთ, რატომ ისინი არ თვლიან ოკუპირებულად ამ ტერიტორიებს? პასუხი მარტივია: ისინი არ არიან მომხრე იმ პოლიტიკური ვექტორისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მისდევს და, თუ ქვეყნის გამთლიანება გვინდა, ეს პოლიტიკური ვექტორი უნდა შევცვალოთ!

საზოგადოების დაკვეთით მოქმედებენ პარტიები, რომლებიც საგარეო ვექტორის შეცვლაზე არიან ორიენტირებული. როგორც ერთმა პატივცემულმა პიროვნებამ გამიმხილა, არაერთი ცდის მიუხედავად, ამ პარტიების გაერთიანება ვერ მოხერხდა. ერთი მათგანი _ “რუსეთი ჩვენი მეზობელია” _ რეგისტრაციაში არ გაატარეს, ანუ რუსეთი მეზობელი კი არა, მტერი და ოკუპანტიაო. პარტია “ჩვენი სამშობლოს” ლიდერი კი, როგორც პირად საუბარში მითხრა, ოსების, აფხაზებისა და ქართველების შერიგებაზეა ორიენტირებული და მტრებისთვისაც კი ლოცულობს. შერიგებას მივესალმები, მაგრამ ქვეყნის მტერი ნაცბანდისთვის ლოცვით ხალხის დაკვეთას ვერ ავასრულებთ. თამარ მეფეც ლოცულობდა, როცა სანთლით ხელში, ფეხშიშველი მიუძღოდა ქართველ ვაჟკაცთა ლაშქარს, საქართველოს გადარჩენასა და მტერზე გამარჯვებას შესთხოვდა მაცხოვარს, მაგრამ მტერს მტრულად ხვდებოდა და მოყვარეს _ მოყვრულად. ერთ-ერთი პარტიის ლიდერმა თავისი დონის შესაფერისად არ მიიჩნია ეს პარტიები _ ვის უტოლდებიანო, _ უბრძანებია. რაც შეეხება თამაზ მეჭიაურის პარტიას, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. იგი ემიჯნება სხვა პარტიების იდეას _ რუსეთის ბაზების დაბრუნებას საქართველოში. ამ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: რუსეთის ბაზების არსებობა საქართველოში ჩვენი პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტი და საქართველოს გამთლიანების წინაპირობაა. თურქეთმა აჭარის ეკონომიკური ექსპანსია მოახდინა და ოსმალეთის იმპერიის აღდგენასაც ისახავს მიზნად. მეჭიაურმა განაცხადა, რომ უკან დასახევ გზასაც იტოვებს “ქართული ოცნების” რიგებში. ეს კი ერთი ქართული ანდაზის ჰანგებზე როკვაა: “ასე, ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო”. გარდა ამისა, იდეოლოგიას ცნობიერება განსაზღვრავს და 4 წელიწადში ერთხელ არ ხდება რადიკალური ძვრები ცნობიერებაში. მეჭიაურის პარტია ლეღვის ფოთოლია ოცნებისტების “სარცხვინელზე”, მაგრამ ისმის ლოგიკური კითხვა _ ჰქონდათ კი იდეოლოგიური “სარცხვინელი” მეოცნებეებს, როცა ნაცებთან, ალასანიას პარტიასთან და რესპუბლიკელებთან ერთად ამერიკელების მიერ ნაბოძებ იუდას ვერცხლზე სამშობლოს ჰყიდდნენ?

თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ბაზების დაბრუნება საქართველოში დასავლეთის კანიბალებისაგან დაცვაც იქნება და მათი იდეოლოგიისაგან თავის დაღწევაც. კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის მიერ აღწერილ მოლოდინს რუსეთის ჯარისას საქართველოში 1799 წლის 28 ნოემბერს: მოუთმენლად ელოდებოდნენ ჯარსა, ვითარცა ქვეყნის მხსნელსა, მშვიდობიანობისა და მოსვენების მომავლინებელსა”.

ნაცების რიტორიკით, რუსეთის ჯარი ოკუპაციას ნიშნავს, მაშ, რა დანიშნულება აქვს ნატოს სამხედრო ტექნიკის განლაგებას საქართველოში?

რუსეთისა და ამერიკის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ერთი არგუმენტიც განსაზღვრავს: ერთმა იმპერიამ ააყვავა საქართველო, მეორემ _ დააქცია და 3 ნაწილად დაშალა. ვერც ამ ქვეყნების ლიდერებს შევადარებთ ერთმანეთს: სად სტალინი _ სოციალისტური სისტემის მშენებელი და სად ობამა _ ხელში ბომბით?!

დიდი ილია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოთქვამდა: გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავიწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისათვის და ერთი მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც სამშობლოს ვეძახით. ცოდვა არ არის ეს ერი მოსწყდეს, ეს ლომი კოღომ საბუდარად გაიხადოს, მელატურამ გამოღრღნას, როგორც მძოვარი, როგორც ლეში! რათ, რისთვის?!”

ჩემო ძვირფასო ქართველებო და არაქართველებო, რომლებსაც საქართველო სამშობლოდ მიგაჩნიათ, ნუ დატოვებთ მას ნაცების, ალასანიებისა და ყველა იმ ნაძირლის ამარა, რომლებმაც სამშობლო იუდას ვერცხლზე გაყიდეს და დღესაც ყიდიან, რომლებსაც საგარეო პრიორიტეტად დასავლეთი მიაჩნიათ, რადგან ეს გზა სწორედ ეროვნულობაზე, ქართველობაზე უარის თქმას ნიშნავს. მარად გვახსოვდეს რაფიელ ერისთავის უკვდავი სიტყვები:

როგორც უფალი, სამშოლოც ერთია ქვეყანაზედა”.

იზა თამაზაშვილი

1 COMMENT

  1. გიენების, არაკაცების,ფულის ხურუშიანების და მოღალატე-გამყიდველების დრო დაუდგა
    სამშობლოს. გამოფხიზლდით ხალხო!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here