Home რუბრიკები საზოგადოება ბერძნები ქართველებს ისე გვიყურებენ, როგორც მონებს

ბერძნები ქართველებს ისე გვიყურებენ, როგორც მონებს

1712

50 წლის ნანი ყიფშიძე საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ცხოვრობს. მუშაობს მოხუცის მომვლელად. ისიც, როგორც ბევრი სხვა ქართველი ემიგრანტი, საზღვარზე უკანონოდ არის გადასული და ხელისუფლებას სთხოვს, როგორმე დააბრუნოს საქართველოში.

_ საქართველოდან იმიტომ წამოვედი, რომ არანაირი სამუშაო არ მქონდა, არადა, ოჯახს უნდა დავხმარებოდი. საქართველოდან 2009 წლის 31 სექტემბერს წამოვედი და 2 ოქტომბერს დაიწყო საბერძნეთში ჩემი ემიგრანტული ცხოვრება… ამას თუ ცხოვრება ჰქვია. წამოსვლის დღეს რა დამავიწყებს: ჩემი ოჯახი ჩემთან იყო _ შვილები, შვილიშვილები და მეგობრები. ძალიან განვიცდიდი. არ ვიცოდი, რამდენი წლის შემდეგ დავბრუნდებოდი საქართველოში, ტიროდნენ ჩემი შვილები, ცრემლი მდიოდა მეც, მაგრამ რა გაეწყობოდა, მაინც დავემშვიდობე. იმედი მქონდა, 2_3 წლის შემდეგ მაინც დავბრუნდები-მეთქი, მაგრამ უკვე 7 წელიწადი ხდება და ისევ ემიგრანტი ვარ.

_ როგორი სიტუაციაა საბერძნეთში, როგორი ხელისუფლება ჰყავთ, როგორი ხალხი არიან ბერძნები და რას ამბობენ ქართველებზე?

_ საქართველოდან აქ ოჯახების დასახმარებლად ჩამოდიან, შვილებს ლუკმაპური რომ არ მოაკლდეთ. საბერძნეთში ძალიან ცუდი მდგომარეობაა, მით უმეტეს _ ჩვენთვის, ვისაც არანაირი საბუთი არ გვაქვს. ბერძნები ქართველებს ისე გვიყურებენ, როგორც მონებს. აქაურ მთავრობას არ აინტერესებს ჩვენი ყოფნაარ ყოფნა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას. ქართველებზე საბერძნეთში ცუდს უფრო ამბობენ, ვიდრე კარგს. რადგან ჩამოსულები ვართ და ვმუშაობთ, ჰგონიათ, ოჯახის საქმისა არაფერი ვიცით და, როცა გვეკითხებიან, რა კერძებია თქვენთანო და ჩამოვუთვლით, ბოდიში და, ფუ-ფუს გაიძახიან. მოხუც ქალთან ვმუშაობ, ორი დიდი ძაღლი ჰყავს, რომლებიც ლოგინში უწევს. ის ძაღლები უყვარს, მე კი ადამიანად არ მთვლის. გაიძახის, _ უცხოელი ხარ, უცხოელიო. ვუთხარი, მეც თქვენნაირი ადამიანი ვარ, ასე ნუ მექცევითმეთქი, მაგრამ იგივე გრძელდება. ემიგრანტებს აქ მუშაობა როგორ გვიჭირს, საქართველოში ვერავინ წარმოიდგენს, ვიდრე თვითონ არ გამოცდის, თუმცა არავის ვურჩევ.

_ საბერძნეთში მცხოვრები ქართველები საქართველოში მიმდინარე პროცესებს თუ ადევნებთ თვალყურს? როგორია თქვენი თვალსაზრისი ამჟამინდელ ხელისუფლებაზე?

_ საქართველოს მთავრობას არ აინტერესებს თავისი ერი და ჩვენ რატომ უნდა გვაინტერესებდეს მთავრობის საქმიანობა? სირცხვილი საქართველოს მთავრობას! ჩვენ, ქართველი დედები, დები და მეუღლეები, უცხო ქვეყანაში სხვის მოხუცებს ვუვლით და ჩვენი მოხუცი დედები მიტოვებული გვყავს. ძალიან ვნანობ, რომ წამოვედი საქართველოდან, მაგრამ ხსნა აღარ იყო. აქ ყოფნით რასაც ვკარგავთ, სამწუხაროდ, ვერასოდეს დავიბრუნებთ. ბევრი ოჯახი ინგრევა, დედაშვილური სიყვარული ცივდება. თუ ასე განაგრძო ჩვენმა ხელისუფლებამ, მალე საქართველოში აღარავინ დარჩება. მთავრობა ხომ არაფერს აკეთებს სულგამწარებული ქართველი დედების შვილებთან დასაბრუნებლად.

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ ბერძნებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ ბერძნების ძირითადი ნაწილისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინება. რა თქმა უნდა, მეც არ ვემხრობი, ან როგორ უნდა მომეწონოს ადამიანისთვის შეუფერებელი მანკიერი ზნე, რომელმაც შეიძლება დაღუპოს ახალგაზრდობა. არც ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი არ იქნება ასეთი უზნეობის მომხრე.

_ 7 წელია, ემიგრაციაში ხართ, რა არის თქვენთვის ყველაზე სასიამოვნოდ გასახსენებელი ფაქტი, რომელიც თავს გადაგხდენიათ?

_ დიახ, მალე 7 წელი შემისრულდება, რაც ემიგრანტი ვარ. ქალმა, რომელიც მოწყვეტილია თავის ოჯახს, შვილებს, ქმარს, შვილიშვილებს, დედასა და საყვარელ ხალხს, აქ კარგი რა უნდა გავიხსენო? აქ კარგი გასახსნებელი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახი ჩემთან არ არის და შვილები მენატრება. კარგს მაშინ გავიხსენებ, როცა სამშობლოში დავბრუნდები და ემიგრანტი აღარ მერქმევა. ქალს, რომელიც მოწყდა ოჯახს და სამუშაოდ სხვა ქვეყანაში წავიდა ოჯახის დასახმარებლად, რა უნდა ჰქონდეს კარგი გასახსენებელი? გვიჭირს აქ ყოფნა, მუშაობა ისეთ ოჯახებში გვიწევს, ზოგი გიჟია, ზოგი _ ავადმყოფი, სახიფათოა მათთან მუშაობა, მაგრამ სხვა გზა რომ არ გვაქვს? უმუშევრები რომ არ დავრჩეთ, ვუძლებთ ყველანაირ დამცირებას, ყველაფერი უნდა ავიტანოთ და თვის ბოლოს შვილებს ფული გავუგზავნოთ. ხელისუფლებას ქართველების სახელით ვთხოვ: დაგვაბრუნეთ სამშობლოში, ჩვენ გაუსაძლის პირობებში ვართ.

_ თქვით, რომ საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეთ

_ დიახ, საქართველოს პასპორტი მაქვს, მაგრამ საზღვარზე არავინ გამოგატარებს, თუ ვიზა ან საზღვარგარეთის პასპორტი არ გაქვს. საზღვარზე გადმოვიპარე, როგორც ძალიან ბევრი ქართველი. როცა ასე გიწევს საზღვარზე გადმოსვლა, სიკვდილს ჩახედავ თვალებში _ ან მოკვდები, ან დაგიჭერენ. საქართველოდან წამოსვლისას ჩემთვის არავის უთქვამს, რომ საზღვარს მალულად გადახვალო. ფული წინასწარ გამომართვეს და, აქ რომ ჩამოვიდოდი, სხვა უნდა დამხვედროდა. მუშაობას რომ დავიწყებდი, მისთვისაც ფული უნდა გადამეხადა. საზღვრის გადაკვეთისას ავტობუსში გვითხრეს, პასპორტები მოგვეცით და ჩადით კიბესთანო. რაღაც პატარა უჯრის მსგავსი იყო, გამოიღეს და გვითხრეს, აქ უნდა შეძვრეთო. რომ დავინახე, სად უნდა შევსულიყავი, ავედი ავტობუსში და განვაცხადე, არ შემიძლია, იქ ვერ შევალ-მეთქი. მაშინ უკან დაგაბრუნებთო. ბევრი ვიფიქრე, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მეც იქ დავიმალე 6 ქალთან ერთად, მაგრამ კინაღამ მოვკვდი _ არც ჰაერი იყო, არც სინათლე, მხოლოდ ბენზინის ხმა გვესმოდა, ბაკს რომ ეხეთქებოდა. რამე რომ დაგვმართნოდა, ვერავინ შეიტყობდა, ჩვენი პასპორტები მათ ჰქონდათ, ვისაც გადავყავდით და შეიძლებოდა ჩვენი ოჯახებისთვის ეთქვათ, უკან დაბრუნება აღარ მოისურვეს და იქ დავტოვეთო. ჩვენ კი სადღაც გადაგვყრიდნენ. სამწუხაროდ, ასეც ხდება ხოლმე.

_ იცოდით, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც წახვედით?

_ არა, არ ვიცოდი. აქ შევიტყვე, რომ 17 წლის გოგოს სურდა მალულად საზღვრის გადმოლახვა, თურქეთიდან ფეხით გადმოჰყავდათ თურმე, დიდი წყალი იყო გამოსავლელი და გასაბერ პატარა ნავში ჩაუსვამთ. ნავი ქანაობდა და ბავშვი წყალში ჩავარდნილა, არავინ მიშველებია და დამხრჩვალა. მისმა დედ-მამამ მკვდარიც ვერ დაიტირეს. იმ გოგოს პასპორტი კი, ვისაც გადმოჰყავდა, მას ჰქონდა და მშობლებს უთხრა, თქვენს შვილს არ უნდა თქვენი ნახვა, წავიდა, პასპორტი კი მე გამომატანაო. ფულის გამო ადამიანებს წირავენ. ეს საქართველოს ხელისუფლების ბრალია იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში სამუშაო არ არის და სხვა ქვეყანაში მუშაობა სიცოცხლის ფასად გვიჯდება.

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. Ra samcuxaroa jer pirvel rigshi qartvels monoba da shroma ertmanetisgan rom ver gaurchevia, sircxvilia imisi tkma, roca zizgit ambobt moxucebs gamis qotnebs ucvlito, sircxvilia imisi tkma roca ojaxi, sircxvilia roca ambobt garet ar gvishveben da dge da game monebivit vkevarto, imushave ert smenashi 8 saati da aige sheni xelpasis mesamedi rasac 24 saatshi gixdian, moitxove da uari miige? Sircxvilia rom aq chamosuli qartvelebi samushao adgilebze imden uarkopits laparakoben saqartveloshi cxovrebis pirobebze, rom ar gvaqvs sarecxis manqana da bevri sxva, samcuxarod es martlac asea, magram rogorc ki qartveli jurnalisti intervius itxovs mashinve gadadian berdznebis da nebismieri sxva qveknebis xalxis landzgvaze, dzaglebi ukvars da me arao, ra ginda, visgan an ratom moitxov sikvaruls, saqartveloshi tkven uprosebs kvarxart? Guli mckdeba rom ikamde daeca saqartvelos mdgomareoba rom kvelaze sakvarelis gadasarchenad zustad is kvelaze sakvareli mivatovet, dzalian minda vinmem amixsnas ras nishnavs samshoblo, chemi azrit ki chemi samshoblo chemi shvilebia da chveni samshoblo kvela chventaganis shvili da momavali, guli mckdeba rom ara marto chven ukve chven tundac sakartveloshi datovebul shvilebsac agar aakvt samshoblo, adamiani romelic absoluturad kvelanairad daucvelia tavis samshobloshi da momavlis imedis sxivsac ver xedavs, is samshoblo agar aris, is aris shezguduli sivrce, sadac ubralod arsebobs

  2. Mec emigranti var. Mec uvizod movxvdi aq. Is rom ar ici rogor gadmoxval tyuilia. Tavidanve geubnebian rac gelis.arc aravin aq ar giyurebs rogorc.monas. me piradad pativis cemis meti araferi ar minaxia aq. Iset gijs vuvlidi dge da gamw ar medzina. Magram es chwmi samsaxuri iyo. Tu sxvanairad fiqrob dajeqi shens saxlshi da nu itxov sxvisgan imas rasac shens ojaxshi ver miige. Ar miyvars umaduroba. ..;-)

  3. რა ნაცები ქოცების დროს არ დაიცალა საქართველო? ნაცების დროს მშვენივრად თუ არა იყო სამსახურები ასე თუ ისე იცით რაა არ გვიყვარს ჩვენ ქართველებს რეჟიმი ჩვენ გვინდა ზეციდან ჩამოყრილი ფულები და უზრუნველი ცხოვრება თავისით მოვიდეს არა გენაცვალე ასე არ არის ზარმაც და უდარდელ ქართველებს გვინდა რუსის ტანკი და რუსის ჩექმა……

  4. მასეთი სამუშაო აქაც მოიძებნება. მოსავლელი და საპატრონო აქაც ბევრია მაგრამ ვაი რომ აქ არ კადრულობთ მასეთ სამუშაოგს შესრულებას და ამდენი ხნით შვილებს უპატრონოდ ტოვებთ. მარტო ჭამაა მთავარი. შვილებს ურჩევნიათ გვერდით დედა ჰყავდეთ და ყველა გაჭივრებას გაუძლებენ. 7 წლის შემდეგ ვინცართ თქვენი შვილისთვის. ნაცნობი დედა.მთავრობას ნუ ადანაშაულებთ. ..ხელი თავად გაანძრიეთ და გადარჩებით..თუ გგონიათ მასეთ თავგანწირვას მასევე უპასუხებენ თქვენი შვილები?იმათ დედა აცლოს ურჩევნიაზთ და ერთ ნაჭერ პპურსაც დაჯერდებიან ესაა სიმართლე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here