Home რუბრიკები საზოგადოება გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს

გერმანიაში დანით შეიარაღებული მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს

542

გერმანიის ქალაქ მაგდებურგში დანით შეიარაღებული უცნობი მამაკაცი ქუჩაში გამვლელებს დაესხა თავს და მძიმედ დაჭრა 64 წლის ქალბატონი, რომელიც საავადმყოფოში მოათავსეს. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცმა კიდევ ორი ადამიანი დაჭრა.

შეგახსენებთ:

*1 აგვისტოს ბელგიაში ლტოლვილმა დანით დაჭრა კათოლიკე მღვდელმსახური, რომელმაც ის თავის აბაზანაში შხაპის მისაღებად შეუშვა. ბოროტმოქმედს სამართალდამცველები ეძებენ.

*4 აგვისტოს 19 წლის მამაკაცი ლონდონის ცენტრში დაესხა თავს ადამიანებს და ერთი ქალი მოკლა, 4 კი _ დაჭრა. დამნაშავე დაკავებულია.

*6 აგვისტოს ალჟირელი მამაკაცი ბელგიის ქალაქ შარლერუას პოლიციის სამმართველოში შევარდა ყვირილით: `ალაჰ აკბარ!~ და მაჩეტეთი ორი პოლიციელი ქალი დაჭრა. თვითონ ბოროტმოქმედი კი ერთ-ერთმა პოლიციელმა მოკლა.

*22 ივლისს მიუნხენის სავაჭრო ცენტრ `ოლიმპში~ ირანული წარმოშობის გერმანიის მოქალაქემ, 18 წლის მამაკაცმა, სროლა ატეხა. დაიღუპა 9 ადამიანი, დაიჭრა _ 35. ბოროტმოქმედმა თავი მოიკლა.

*18 ივლისს ბავარიის (გერმანია) ქალაქ ვიურცბურგთან ნაჯახით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა მატარებლის მგზავრებს და რამდენიმე მძიმედ დაჭრა.

*14 ივლისს ნიცაში (საფრანგეთი), ინგლისის სანაპიროზე, ბასტილიის აღების დღის აღსანიშნავად მოწყობილი ფოიერვერკის საყურებლად შეკრებილ ხალხში ტუნისური წარმოშობის საფრანგეთის მოქალაქე სატვირთო ავტომობილით შევარდა. დაიღუპა 84 ადამიანი, დაშავდა 300-ზე მეტი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here