Home რუბრიკები პოლიტიკა “უკრაინამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი მნიშვნელობა დასავლეთისთვის”

“უკრაინამ გადაჭარბებულად შეაფასა საკუთარი მნიშვნელობა დასავლეთისთვის”

491

უკრაინის მთავრობა მიიჩნევს, რომ მას აშშ რუსეთთან კონფრონტაციაში შუამავლის როლს აკისრებს, მაშასადამე, კვლავაც მხარს დაუჭერს (უკრაინას), რაც გინდა მოხდეს. მაგრამ კიევის შიდაპოლიტიკური მარცხისა და რეფორმების არარსებობის შემყურე დასავლეთის ქვეყნებს თანდათან უნელდებათ დახმარების სურვილი.

კიევი ცდილობს, თავის მთავარ მტრად გამოაცხადოს მოსკოვი, მაგრამ უკრაინელების ძირითადი უბედურება უნიჭო და კორუფცირებული ლიდერები არიან. განვითარების სერიოზული დამაბრკოლებელი ფაქტორია სამართლებრივი ნორმების უკმარობა, რომელთა ამოქმედება შეაჩერებდა უკანონობასა და კარს მომდგარ კატასტროფას, _ წერს “ფორინ პოლისი”.

დასავლეთი აღარ აპირებს, თვალი დახუჭოს იმ რეგრესზე, რომელიც უკრაინაში მძლავრობს. ვეღარ აიტანს უკრაინის ხელისუფლების გამოხდომებს თითქოს იმის შიშით, რომ კიევი შეიძლება სახით რუსეთისკენ შებრუნდეს, _ ხაზს უსვამს გამოცემა. “საერთაშორისო თანამეგობრობის შიშისადმი კიევის ზერელე დამოკიდებულებამ უკრაინას შეუძლია შეუწყვიტოს უცხოეთის მხარდაჭერა სწორედ იმ მომენტში, როცა მას ეს მხარდაჭერა ყველაზე უფრო სჭირდება”, _ ასკვნის სტატიის ავტორი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here