Home რუბრიკები პოლიტიკა ერდოღანი პუტინს ეახლა

ერდოღანი პუტინს ეახლა

470

თურქეთის პრეზიდენტმა პუტინისთვის გაგზავნილ წერილში რუსულ ენაზე მოიბოდიშა

ორმხრივ ურთიერთობაში კრიზისის გაჩენის შემდეგ რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების _ ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის _ შეხვედრა 9 აგვისტოს გაიმართა სანკტპეტერბურგთან მდებარე სტრელნაში, კონსტანტინეს სასახლეში.

პუტინი და ერდოღანი ბოლოს 2015 წლის 16 ნოემბერს შეხვდნენ ანტალიაში გამართულ G20-ის სამიტზე.

ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრა მას შემდეგ იქნა შესაძლებელი, როცა ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც მოიბოდიშა სირიაში Cy-24-ის ჩამოგდების გამო და დაღუპული პილოტის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. ერდოღანი წერდა, რომ თურქეთს არ სურდა ურთიერთობის გაფუჭება რუსეთთან.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თურქეთის ლიდერის ვიზიტი მეტყველებს დიალოგის განახლებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა დეგრადირდებოდა Cy-24-ის ჩამოგდების გამო. პუტინმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ პირველი იყო, ვინც დაურეკა ერდოღანს და მხარდაჭერა გამოხატა თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას. რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგია ნებისმიერი არაკონსტიტუციური მოქმედების და იმედი გამოთქვა, რომ თურქი ხალხი ერდოღანის ხელმძღვანელობით შეძლებს კრიზისის დაძლევას.

“ჩვენ დღეს გვექნება შესაძლებლობა, ვიწრო წრეში და შემდეგ _ ფართოდაც ვიმსჯელოთ ჩვენს ურთიერთობებზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების აღდგენასა და ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში თანამშრომლობაზე”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

თურქეთის პრეზიდენტმა, თავის მხრივ, იმედი გამოთქვა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა დიდ წვლილს შეიტანს რეგიონული პრობლემების მოგვარების საქმეში. მან მადლობა გადაუხადა პუტინს შეხვედრის შესაძლებლობის მიცემისა და მხარდაჭერისთვის თურქეთში გადატრიალების მცდელობისას.

P.S. “თურქეთს მიაჩნია, რომ რუსეთის მხარდაჭერა გადატრიალების მცდელობისას იყოუპირობო და გულწრფელი და სწორედ ამით განსხვავდება ის აშშისა და ევროკავშირის ქმედებისგან, რომლებიც აკრიტიკებდნენ და დღესაც აკრიტიკებენ ერდოღანს ავტორიტარიზმის გაძლიერებისთვის”, _ წერს ესპანური გამოცემა ABC, რომელსაც თავისი თვალსაზრისის დასამტკიცებლად მოჰყავს ერდოღანის ციტატა: “დასავლეთი მხარს უჭერს ტერორს და იდგა პუტჩისტების მხარეს. ჩვენ არ მიგვიღია მოკავშირეების დახმარება, რომელსაც ველოდით, არც მანამდე და არც პუტჩის შემდეგ”.

თურქული გაზეთი Hurriyetის მიერ გავრცელებული ინფორმაციით კი, 9 აგვისტოს შეხვედრამდე თურქეთის პრეზიდენტის მიერ ვლადიმერ პუტინისთვის გაგზავნილ წერილში რუსულად ეწერა სიტყვაბოდიში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here