Home რუბრიკები პოლიტიკა თამაზ მეჭიაური: რა, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი?

თამაზ მეჭიაური: რა, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი?

465

აგვისტოს ომში დაღუპული ახალგაზრდების სისხლი დიდწილად მიხეილ სააკაშვილზეა”, _ განუცხადაერთიანი საქართველოსლიდერმა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, დაპირისპირება რუსეთსა და საქართველოს შორის, დიდი ხანია, დაწყებულია. რაც შეეხება უშუალოდ აგვისტოს მოვლენებს, მეჭიაურის განცხადებით, არსებობს ტალიავინის კომისიის დასკვნა, რომ “ამ დაპირისპირებებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის აგრესიული რიტორიკა უძღოდა წინ”.

“კარგად გვახსოვს, როგორ ამბობდა მიხეილ სააკაშვილი, რომ სრულად აკონტროლებდა, ცხინვალიდან დაწყებული, ყველა დასახლებულ პუნქტს და რამდენიმე ხანში უკვე მთლიანად ცხინვალის რეგიონს გაათავისუფლებდა. კი ბატონო, რუსეთი აგრესორია და გამოიყენა მშვენივრად ეს სიტუაცია, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ახალგაზრდების სისხლი დიდწილად მიხეილ სააკაშვილის კისერზეა. რუსეთი, რა თქმა უნდა, არის ოკუპანტი, რუსეთი იქნება თუ აშშ, ოკუპანტი რომ იქნება, გიკვირთ ვინმეს? რა, ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ოკუპანტი? ისიც ოკუპანტია და ისიც. ორივეს აქვს თავისი ინტერესები და ჩვენ უნდა გვეყოს ტვინი, რომ სხვისი ზრახვების განხორციელების საშუალებად არ გადავიქცეთ”, _ განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here