Home რუბრიკები სამართალი ჰააგის სასამართლო: 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა “ომის...

ჰააგის სასამართლო: 2008 წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა “ომის დანაშაული” ჩაიდინეს

690

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა ფიქრობს, რომ 2008 წლის რუსეთსაქართველოს ომის დროს .. სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმაომის დანაშაულებიჩაიდინეს”, _ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც ჰააგის სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. პროკურორიომის დანაშაულად” “მშვიდობისმყოფელთა მისიის წარმომადგენლებსა და მათ ობიექტებზე თავდასხმასმიიჩნევს.

“ქართველების სამშვიდობო ობიექტები მრავალჯერ მძიმედ იქნა დაცხრილული სამხრეთ ოსეთის სამხედრო პოზიციებიდან, რომლის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობისმყოფელი. სხვა ინციდენტის შედეგად კი ქართველი სამხედროების თავდასხმის შედეგად 10 რუსი მშვიდობისმყოფელი იქნა მოკლული და 30 დაჭრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსი მშვიდობისმყოფელების ბაზა და მასში არსებული სამედიცინო დაწესებულება განადგურდა”, _ აღნიშნულია ჰააგის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთანავე, ოფიციალური ცნობით, პროკურორს ომის დეტალების გამოძიების მიმართ “საქართველოს სახელმწიფოს უმოქმედობის ფონზე” სურს, რომ 2008 წლის 1 ივლისიდან ამავე წლის 10 ოქტომბრამდე სიტუაცია თვითონ გამოიძიოს.

1 COMMENT

  1. თუ ფატუ ბენდუსა და მსოფლიო მიიჩნევს რომ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო რუსეთ–საქართველოს ომი მაშინ ისინი ვინც ამ ომში ვმონაწილეობდიტ რატომ არ ვსარგებლობტ ომის მონაწილის სტატესიტ ამიხსენიტ ვინმემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here