Home რუბრიკები საზოგადოება სანდრო ბრეგაძე: ვპირდები მარგველაშვილს, პრეზიდენტობას ტანჯვად ვუქცევ!

სანდრო ბრეგაძე: ვპირდები მარგველაშვილს, პრეზიდენტობას ტანჯვად ვუქცევ!

501

პრეზიდენტი საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ კონფრონტაციის გზით წავიდა. მე იმ ნახევარი მილიონი ქართველის გვერდით ვიქნები, რომლის წინააღმდეგაც მარგველაშვილი წავიდა, _ განუცხადააიპრესსქორწინების საკითხზე რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრმა სანდრო ბრეგაძემ

“პრეზიდენტს ჩემი შეეშინდა, უფრო ზუსტად _ სიმართლის. მან ნახევარ მილიონ ქართველს სულში ჩააფურთხა _ შეგროვებული ხელმოწერები არაფრად ჩააგდო. დღეს ის ზის პრეზიდენტის რეზიდენციაში მეუღლესა და მის დაქალებთან ერთად და ქართველ ხალხს დასცინის. მას ჩემი შეეშინდა და წარმოიდგინეთ, დამპყრობლის ჯარი რომ დაინახოს, რას იზამს?! ალბათ, სააკაშვილზე უარესად იფორთხებს. მან რეფერენდუმის ჩატარებაზე პრაქტიკულად უარი თქვა, ვინაიდან ხვალ და ზეგ გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს, ვადებში ვეღარ ეტევა, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე იყოს რეფერენდუმი გამოტანილი.

არანაირი კონსულტაციები არ მჭირდებოდა პრეზიდენტთან, მე მჭირდებოდა გადაწყვეტილება. საინიციატივო ჯგუფის წევრები ვინ ვართ?! _ სულ ხუთი ადამიანი, მაგრამ ჩვენ უკან საქართველოს ნახევარი მილიონი მოქალაქეა. არ მაქვს სურვილი, საიას ყოფილ თავმჯდომარეს, ვინმე დოლიძეს ვუსმინო, რომელიც სოროსის ნება-სურვილის აღმსრულებელია; კიდევ _ კოჟორიძე რომ ჰყავს და მთელი რესპუბლიკური პარტია იქ შეყრილი. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, მათ რაღაც სისულელეებს ვუსმინო. ამ ყველაფრის მერე ის საქართველოს პრეზიდენტი აღარ არის, ის ფილიპე მახარაძისა და სერგო ორჯონიკიძის შთამომავალია. თუ პრეზიდენტი იმ დონეზეა დაცემული, რომ პიროვნულად შეხვედრა ჩემთან არ უნდა, მაშინ შეუძლია საინიციატივო ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდეს, მაგრამ ეშინია და ვერავის შეხედავს თვალებში… თუ მარგველაშვილს ჰგონია, ეს ყველაფერი ისე ჩაივლის, რომ მის კომფორტულ და სიამტკბილურ ცხოვრებას არაფერი შეეხება, ძალიან ცდება. არც ისე გავაკეთებ, რომ ცხელ გულზე დაუფიქრებელი ნაბიჯები გადავდგა. ტანჯვად ვუქცევ პრეზიდენტობას _ ამას ვპირდები. მას შეუძლია წავიდეს ჰოლანდიაში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში, სადაც ერთი და იმავე სქესის მქონე ადამიანთა შორის ქორწინება დაშვებულია, იმუშაოს იქაურ მმაჩის ბიუროში და ერთი სქესის მქონე ადამიანები დააქორწინოს”, _ განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here