Home რუბრიკები საზოგადოება გრიგოლ ონიანი: “ახლა მთავარია, “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სატელიტებით გავრეკოთ პოლიტიკური ველიდან და,...

გრიგოლ ონიანი: “ახლა მთავარია, “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სატელიტებით გავრეკოთ პოლიტიკური ველიდან და, თუ ხელისუფლება ხელს შეგვიშლის, ისიც მივაყოლოთ!”

932

4 აგვისტოს თელავში სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” რაიონული ორგანიზაციის დაფუძნება ახალი პოლიტიკური ცენტრის სახელით ცნობილმა “ნაცმოძრაობის” განაყოფმა “გირჩმა” ადგილზე რამდენიმე პროვოკატორის მიგზავნით გააპროტესტა. 

სამშობლოზე გულდათუთქულმა პროტესტანტებმაღონისძიების ჩაშლა კვერცხების სროლით სცადეს და საკონფერენციო დარბაზს სტვენასტვენით მიადგნენ. ამას მხარეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. გაწევგამოწევა მცირე ხანს გაგრძელდა და ბოლოს ყველაფერი სამართალდამცველების ჩარევით დასრულდა. მოკლედ, მედასავლეთეპატრიოტებმა” “მტერსძალა დაანახვეს, მერე კი ინტერნეტში ელვის სისწრაფით გავრცელდა კადრები, რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორ უთავაზეს ალიყური პროვოკაციის მიზნით მიგზავნილ ერთერთგირჩელ ლიბერასტს”. კონკრეტულად რა მოხდა 4 აგვისტოს თელავში, ვინ მოაწყო პროვოკაცია და რა მიზანს ემსახურებოდა ეს ყველაფერი, დეტალურად გვესაუბრებასოციალისტური საქართველოსერთერთი ხელმძღვანელი და დამფუძნებელი გრიგოლ ონიანი.

_ ბატონო გრიგოლ, 4 აგვისტოს ინციდენტზე მედიაში სხვადასხვა ინფორმაცია გავრცელდა. რა მოხდა რეალურად, რა პროვოკაცია მოაწყვეს?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენი ორგანიზაცია “სოციალისტური საქართველო” დაფუძნდა ამა წლის 22 ივნისს გორში, სამამულო ომის დაწყებიდან 75-ე წლისთავზე. ღონისძიებაზე გამოვიყენეთ დროშა, რომელიც 1945 წელს მელიტონ ქანთარიამ აღმართა რაიხსტაგზე, გამოვიყენეთ ომის გამოცხადების ჩანაწერები _ იური ლევიტანის ხმა და ა. შ. ამ ღონისძიებას ესწრებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სემიაგინი. მოკლედ, ჩვენი სათქმელი ვთქვით, ვილაპარაკეთ და გავაკეთეთ კონკრეტული განცხადებები. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ 28-ში ჩაგვეტარებინა ასეთივე ღონისძიება ბათუმში. იქაც წარმატებით ჩაიარა ყველაფერმა. სხვათა შორის, დეპუტატი სემიაგინი ისევ იყო ჩამოსული და ბოლოს გამოვაცხადეთ, რომ შემდეგი ღონისძიება ჩატარდებოდა ქალაქ თელავში 4 აგვისტოს _ გეორგიევსკის ტრაქტატზე ხელმოწერის დღეს. ვიქირავეთ დარბაზი თელავის მუსიკალური სასწავლებლის შენობაში, დავბეჭდეთ მოსაწვევები და დავარიგეთ. ღონისძიების ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეფონით დამიკავშირდა სასწავლებლის დირექტორი, რომელიც ჩემი ნათესავია და მთხოვა, შეხვედრაზე კომუნისტური სიმბოლიკა არ გამოგვეყენებინა. მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მართლაც, არანაირი სიმბოლიკა _ არც დროშა, არც სხვა რამ არ გვქონია, იყო სიტყვით გამოსვლა და სხვა არაფერი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, შეხვედრის დაწყებიდან რამდენიმე წუთში შენობის ფოიეში შემოიჭრა ახალგაზრდა, რომელიც აშკარად პროვოკაციულად იქცეოდა და დაიწყო გაწევგამოწევა დაცვასთან. მას აუხსნეს, რომ შიგნით შესვლა არ შეიძლებოდა, რომ მის პროვოკაციულ ქცევას შეიძლებოდა სერიოზული დაპირისპირება მოჰყოლოდა და სთხოვეს, იქაურობა დაეტოვებინა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. შემდეგ ამ გაწევ-გამოწევაში დარტყმის ხმა მომესმა და, რომ მოვიხედე, დავინახე, ეს ახალგაზრდა წაბარბაცდა. როგორც აღმოჩნდა, ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ დამფუძნებელს _ თემურ ფიფიას სილა გაუწნია, რისთვისაც შენიშვნა მივეცით. ისე, გულში კი გამიხარდა…

_ ვინ იყო ეს პიროვნება და რას ითხოვდა?

_ როგორც შევიტყვე, ის არისნაციონალური მოძრაობისერთერთი ზონდერპროვოკატორი, რომელიც მსგავს პროვოკაციებში კარგადაა გაწაფული. სხვათა შორის, თავის დროზე ტელეკომპანიაკავკასიისეთერში ინციდენტი რომ მოხდა, მან ეთერიდანვე მოუწოდა ვანო მერაბიშვილის შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ბიჭების დაკავებისკენ. ხვდებით, რა არაკაცზეა ლაპარაკი? კაციჭამია ვირთხების გამოყვანა ხომ გახსოვთ “დათა თუთაშხიადან”? აი, ზუსტად ასეა ეს ადამიანი გამოყვანილი ნაციონალების ლაბორატორიაში.

_ ინციდენტის შემდეგ, როგორც ვიცი, ღონისძიება არ გაგრძელებულა. რამ შეგიშალათ ხელი?

_ არ გვინდოდა ვითარების გამწვავება და ამიტომ დაპირისპირებას მოვერიდეთ. მერე გადავინაცვლეთ ერეკლეს მოედანზე, სადაც მივიტანეთ გვირგვინი და გავმართეთ მცირეხნიანი მიტინგი.

_ იქ არ უცდია ვინმეს პროვოკაციის მოწყობა?

_ იქ არ მოსულან, მაგრამ მიტინგის დასრულების შემდეგ შევიტყვეთ, რომ დააკავეს თემურ ფიფია. მივედით პოლიციის განყოფილებაში და ვიკითხეთ, რა ხდებოდა. გვითხრეს, რომ მსგავსი პარტიული დაპირისპირებები ხშირია და საგანგაშო არაფერია. დაგვპირდნენ, რომ დაკავებულს მალე გამოუშვებდნენ. მართლაც, არ გასულა ერთი საათი და თემური გამოუშვეს. მაშინვე თბილისისკენ დავიძარით. ამასობაში სხვადასხვა ტელევიზიიდან დაგვირეკეს, მე “ტვ პირველში” მიმიწვიეს, ვალერი კვარაცხელიას “იმედი” დაუკავშირდა და სხვებს _ კიდევ სხვა მედიასაშუალებები. მოკლედ, ნახევარი გზა რომ გამოვიარეთ, დარეკეს ისევ თელავის პოლიციის განყოფილებიდან და გვეუბნებიან, თემურ ფიფია სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს, კიდევ რაღაც არის გასარკვევიო. მე ავუხსენი, რომ გადაცემაში ვიყავით მიწვეული და ვერ დაბრუნდებოდა, თუ საჩქარო არ არის, ხვალ ჩამოვა-მეთქი. ისინიც დამთანხმდნენ და გზა განვაგრძეთ. მივედი ვახო სანაიას გადაცემაში და იქ დამხვდა ვიღაც, ბოდიში და, ნეხვის კასრი, რომელმაც ნერვები ამიშალა და შავი დღე ვაყარე.

…მეორე დღეს თემურ ფიფია გამოცხადდა თელავის პოლიციის განყოფილებაში და შევიტყვეთ, რომ აღძრულია საქმე და პროკურორი ითხოვს გირაოს სახით 5000 ლარის შეფარდებას. ეს იყო ისეთი მოულოდნელი და წარმოუდგენელი, რომ გაოგნებული დავრჩით.

_ რატომ მოითხოვა პროკურორმა ამხელა თანხის გადახდა?

_ პოლიციისკენ ნამდვილად არ გავიშვერ ხელს, მაგრამ ამ ფაქტმა საბოლოოდ დამარწმუნა, რომ თელავის პროკურატურანაციონალური მოძრაობისხელშია. პროკურორის მოთხოვნა, მართალია, არ დაკმაყოფილდა და თემურ ფიფიას 5000-ის ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარი შეუფარდეს, მაგრამ ეს რა, ცოტაა? 25 წელია, კაცი უმუშევარია, საიდან მოიტანოს ამხელა თანხა? ან რის გამო აკისრებ ამ ფულს, რა დააშავა ასეთი?!

_ თვითონ რა არგუმენტაცია ჰქონდათ?

_ არ ვიცი მათი არგუმენტები, მაგრამ მოგვივარდნენ, მოგვიწყვეს პროვოკაცია, ღონისძიება ჩაგვიშალეს და კიდევ ჩვენ ვართ დამნაშავე, ისინი კი _ დაზარალებული?! იმას ერთი საკადრისი ალიყური უთავაზა კაცმა, ჩვენ კიდევ ყველაფერი თავდაყირა დაგვიყენეს, რატომ ვიმსახურებდით ამხელა სასჯელს?! ან რა, იმ ახალგაზრდის მხრიდან კვერცხის სროლა შეურაცხყოფა არ არის?

მივმართავ ხელისუფლებას და ყველა შესაბამის უწყებას, რომ შეისწავლოს თელავის პროკურატურის მდგომარეობა, კერძოდ, ეს საკითხი და, თუ ჩვენ მეტი სასჯელი გვეკუთვნის, მზად ვართ, მივიღოთ, თუ არა და გამოავლინონ ის ნაცისტური ორგანიზაცია, რომელიც ჩაბუდებულია პროკურატურაში.

_ გაქვთ იმედი, რომ ხელისუფლება დაინტერესდება ამით? პარლამენტით დაწყებული, დამთავრებული მთავრობითა და სასამართლო ხელისუფლებით _ სავსეა მედასავლეთელიბერალებით”, რომლებიც თავის დროზე სამართლებრივ დონეზე მოითხოვდნენ საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას.

_ მე ხომ სიმბოლიკა არ ვარ, მე ვარ პიროვნება. თუნდაც სტალინი ავიღოთ, ის იყო პროლეტარიატის ბელადი, რა შუაშია სიმბოლიკა?

_ მათ გართულება კომუნისტურ დროშაზე აქვთ, რომელზეც ნამგალი და უროა გამოსახული.

_ მაშინ ასე ვიზამ: რადგან ჩაქუჩსა და ნამგალზე აქვთ გართულება, შევცვლი და ამის ნაცვლად გადავაჯვარედინებ ცელს და დიდ “კლუჩს”. აი, ამას დავახატავ ცისფერ დროშაზე და ამ დროშის ქვეშ გამოსულები ვიტყვით, რომ გვინდა სოციალური თანასწორობა. რა შეიცვლება?!

რაც შეეხება ნაციონალების თეთრ დროშას, რომელიც სამარცხვინოდ მიმაჩნია, ამ დროშაზე ოთხივე მხარეს ჯვრების ნაცვლად ჩავსვამ სხვა გამოსახულებებს: ერთ კუთხეში _ პატიმრის გაუპატიურების სცენას, მეორეში _ დეპუტატის ცემის სცენას, მესამეში _ ცოცხსა და მეოთხეში _ იატაკის საწმენდ ჯოხს. თუ ურჩევნიათ, ამ დროშით გამოვალ და, საერთოდ, არ ვახსენებ აწი ნამგალსა და უროს.

_ რაც დრო გადის, ანტისტალინური პროპაგანდა სულ უფრო მწვავე ხასიათს იღებს. ისე ებრძვიან მის სახელს, თითქოს ცოცხალი იყოს და ეშინიათ, არჩევნები არ მოიგოს. რა ინტერესი დგას ამის უკან, რატომ ებრძვიან სტალინის კულტს დღეს ასე გაშმაგებით?

_ ებრძვიან იმიტომ, რომ კაპიტალიზმის კრახი დაიწყო. ეს აშკარაა და, როდესაც ნატოს წევრი დიდი სახელმწიფო თურქეთი ამ ორგანიზაციის სულისჩამდგმელ ამერიკას აკრიტიკებს, ყველაფერი ნათელია. კიდევ ვიმეორებ: კაპიტალიზმისა და ამერიკის საქმე დამთავრებულია. ეს მხოლოდ ჩვენ ვერ შევიგნეთ, თორემ უკვე ყველასთვის ცხადია.

რაც შეეხება სტალინსა და მის იდეებს, დავიკავოთ უოლ სტრიტიო, რომ დაიძახეს შარშან ამერიკაში და ერთი მილიონი კაცი გამოვიდა უოლ სტრიტზე, ეს არ იყო “პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით?!”. ან ინგლისი ავიღოთ, ტრაფალგარის მოედანი რომ მომიტინგეებით გაივსო, იქ არ დადიოდა სტალინის აჩრდილი?! არაფერს ვამბობ ელისეს მინდვრებზე გამოსულ სამ მილიონ მომიტინგეზე.

დადგება დრო და ყველა პასუხს აგებს, ოღონდ არა ისე, როგორც ეს ივანიშვილმა გააკეთა, არამედ ისე, როგორც სტალინმა აგებინა პასუხი სამშობლოს მოღალატეებს

_ ორ თვეში საპარლამენტო არჩევნებია. არსებობს შანსი, რომ ეს არჩევნები მოიგოს ძალამ, რომელიც არ იქნება დასავლეთიდან მართული?

_ ამ არჩევნებისგან არაფერს უნდა ველოდოთ. ჩვენ, კომუნისტები, არც ვაპირებთ მასში მონაწილეობას. დღეს ჩვენი მთავარი მოწოდება ხალხისადმი არის ის, რომნაციონალურ მოძრაობასარ დაუჭირონ მხარი. ამ ნაძირალებს არ უნდა მიეცეთ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი და ისევ იმ უბედურების დატრიალების, რომელიც ერთხელ უკვე დაატრიალეს.

_ ეს გასაგებია, მაგრამ თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთი ცენტრიდან _ ამერიკიდან იმართება. რა განსხვავებაა, ნაციონალებს მისცემს ხალხი ხმას, რესპუბლიკელებს თუთავისუფალ დემოკრატებსან ბურჭულაძის პარტიას, საბოლოო ჯამში, ხომ ყველა ერთია?!

_ გეთანხმებით, მაგრამ ახლა მთავარია, “ნაციონალური მოძრაობა” თავისი სატელიტებით გავრეკოთ პოლიტიკური ველიდან და, თუ ხელისუფლება ხელს შეგვიშლის, ისიც მივაყოლოთ. ისე, ერთი კია _საქართველოს ვერ გაათავისუფლებს მილიონერი, საქართველოს გაათავისუფლებს კაცი, რომელსაც არაფერი აქვს დასაკარგავი, ბორკილების გარდა. აი, ის კაცი უნდა გაუძღვეს ამ მშიერ, მართლაც პროლეტარიატად ქცეულ მოსახლეობას და ყველამ ერთად ტაშისცემით უნდა გამოვუჭედოთ ყურები ამ ნაძირალებს, რათა ქვეყნიდან სამუდამოდ გავაქციოთ.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ბატონო გრიშა,
    იმდენია საცემი, მაგრამ შიშით ხმა ვერ გამიცია, ემანდ არ დამაჯარიმონ თქო. ხოდა კაი რაღაც მოვიფიქრე. ვინც საცემია პარლამნტის შენობაში შევათრევ და იქ ავახევ ლაყუჩებს. იქ მოჩხუბრებს არ აჯარიმებენ და არც იჭერენ. ასე, რომ წინ კიდევ დიდი ბატალიები გველის და გაითვალისწინეთ რჩევა :))))

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here