Home რუბრიკები პოლიტიკა ნაციც ნაცი, ქოციც ნაცი, ერთად ჰქენით ყველამ “გნაცი”!

ნაციც ნაცი, ქოციც ნაცი, ერთად ჰქენით ყველამ “გნაცი”!

734

აჰა, კიდევ ერთი, მორიგი წლისთავი ქართველთა 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიისა, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის 08.08.08-ად, ანუ რუსეთ-საქართველოს ომის სახელით არის ცნობილი და, თუ გინდათ, მომკალით, როდესაც მუხათგვერდში ძმათა სასაფლაოზე მოვხვდები ხოლმე, სიამაყის ნაცვლად სინანულის განცდა მეუფლება რიტორიკული კითხვის თანხლებით: _ რატომ, რისთვის, ვისთვის და ვინ შეაკლა ასე უაზროდ ტალიკ-ტალიკი ქართველი ბიჭები რიცხვმრავალ და გაცილებით ძლიერ რუსეთის სამხედრო მანქანას?

ხოლო, როდესაც ფარისეველი პოლიტიკოსების მიერ გვირგვინების მიტანის კადრებს ვუყურებ ტელეეკრანზე ყოველ წელიწადს და იქვე მიწაზე მხოხავი და ჰალსტუხმლოღვნელი მთავარსარდალი გამახსენდება, ლამის გავგიჟდე კაცი და მრავალ კითხვაზე მხოლოდ ერთადერთი სწორი პასუხიც თავისთავად ჩნდება გონებაში _ თავის მესიანისტურ ამბიციებს შესწირა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ყმაწვილკაცების სიცოცხლე და აქ სამშობლო არაფერ შუაშია; მით უმეტეს, ამაზრზენია სამშობლოს ხსენება იმ ხლისტების ჯგუფისგან, რომელსაცერთიანი ნაციონალური მოძრაობაჰქვია, თორემ საქართველოს ისტორია ხომ პრაქტიკულად ომების (მათ შორის მარცხიანისაც) ისტორიაა, რომელმაც მრავალი მაგალითი იცის მოწოდებისა _ “ან გამარჯვება, ან სიკვდილი!”, მაგრამ ამ მოწოდების ავტორი მეფენი თუ სარდალნი კურდღელი სააკაშვილივით მიწაზე კი არ ფორთხავდნენ, არამედ პირველნი ეკვეთებოდნენ ხოლმე მტერს.

ჰოდა, იქნება ვინმემ მითხრას: რომელი გარნისი, მარაბდა ან კრწანისი გადავიხადეთ 2008 წელს?

საქართველო ერთადერთია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის, რომელმაცმოახერხადა პირისპირ შეასკდა რუსულ არმიას, რომლის შიშითაც ცახცახებს მთელი დასავლეთი!

იქნებ ამ “ერთადერთობაშიცაა” ჩვენი ბოლო პერიოდის უბედურებათა სათავე საძებნი და არა მხოლოდ რუსეთის იმპერიულ ამბიციებში?!

რა, პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების სხვა ერებს ჩვენზე ნაკლებად უყვართ თავიანთი სამშობლო, რადგან მოახერხეს და უკლებლივ ყველა სიამტკბილობს ყოფილ მეტროპოლიასთან?

2008 წლის აგვისტოს განმეორება (იქნება უარესისაც) კარსმომდგარი არჩევნების ფონზე, სამწუხაროდ, გამორიცხული სულაც არ არის, რადგან 08.08.08-ის ტრაგედიის ავტორი ნაცები მართლაც გადაარჩინეს რესპუბლიკელებმა (გახსოვთ, ალბათ, ფინეთში უსუფაშვილის ნათქვამი _ “ჩვენი ამოცანა ნაცების გადარჩენაა”) და ალასანიას დემოკრატებმა იმ სპეცოპერაციის შედეგად, რომლის კოდური სახელიაკოაბიტაცია”.

აქედან გამომდინარე, ნაცები კი არ დაიშალნენ, არამედ გაიშალნენ: გირჩებად, ბურჭულაძეებად, ვაშაძეებად, ალასანიებად, რესპუბლიკელებად, ახლებად (რომლებიც 2009 წლის საპროტესტო მარათონისას სააკაშვილმა თავფეხიანად იყიდა), დაუნ დი დიქტეიტებად (აბა, შალიკო ყოფილა, თუ ყოფილა ნაცი!). ამას დაუმატეთ ნაცებთან კოაბიტაციურ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაში მყოფი და ახალა ნაცების ტყუპისცალი ქართული ოცნებადა შეიძლება გაგიჟდე კაცი _ 8 ოქტომბერს გველის არჩევნები, არჩევანის საშუალების გარეშე, რადგან იდეოლოგიურად ხელისუფლებაც და ოპოზიციაც (მცირე გამონაკლისის გარდა) თითქმისერთნაირ ჩვენებას აწვებიან”:

ქოც-ნაცების სიამის ტყუპს, თავისი აშკარა თუ ფარული სატელიტებიანად, ყველას უნდა ნატო და ევროკავშირი, “მცირე გამონაკლისს” კი _ ნატო, არა იმიტომ, რომ მაინც არ მიგვიღებენ, მაგრამ უნდათ საქართველო ევროკავშირში. თითქოს იქიდან (მით უმეტეს ბრიტანეთის გაქცევის შემდეგ) კალთებს გვაგლეჯენ, _ არიქა, დროზე შემოდით, ქართველებო, გადაარჩინეთ ევროკავშირი დაშლასო.

რა გაეწყობა, ამაზე მეტს ვერ ქაჩავს ოპოზიცია…

ქართულმა ოცნებამხომ საერთოდ აიღო ხელი ნამუსზე _ საგურამოში საარჩევნო სიის .. ახალი სახეების წარდგენის შემდეგ, რამაც შოკი გამოიწვია თვით ბიძინა ივანიშვილისთვის ოსანას მგალობელი .. შემოქმედებითი ინტელიგენციის უდიდეს ნაწილში. ქოცებმა ისე თავხედურად დაიწყეს მაჟორიტარებად ყოფილი თუ მოქმედი ბობოლა ნაცების დასახელება, რომ ჩანს, საზოგადოების აზრი ფეხზე ჰკიდიათ.

სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ ამომრჩეველთა 57% არ აპირებს არჩევნებზე მისვლას.

ეს კი საქართველოსთვის კატასტროფის ტოლფასია, რადგან, ამომრჩევლის რაც უფრო მცირე რაოდენობა მივა არჩევნებზე, მით მეტი პროცენტით შევლენ პარლამენტში სხვადასხვა დასახელების პარტიათა ნეოლიბერალი ხლისტები, რაც, მიუხედავად მათი “სხვადასხვაობისა”, პრაქტიკულად, ერთპარტიულ, ნეოლიბერალური იდეოლოგიის პარლამენტს ნიშნავს.

კიდევ ერთ რამეზე მეტყველებს ეს 57 პროცენტი: როგორც გია ხუხაშვილმა შენიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება, პრაქტიკულად, ქუჩაში გდია და არ ჩანს ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას ხელში აიღებს!

არადა, მიწაზე დაგდებული ხელისუფლების ასაღებად სულ “მცირე რამ” არის საჭირო _ თუ ეროვნულ ცნობიერებაზე საფუძვლიანი პრეტენზიის მქონე ოპოზიციური პარტიებიდან ერთი მაინც (რამდენიმე ერთად ხომ საერთოდ მისწრება იქნება) გაბედავს და იტყვის _ ძაღლ იყოს თქვენი მკვდრისადა, ანუ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს: ნატოში არ მიგვიღებენ და ამიტომ არ მინდა ნატო კი არა, კითხვას დასვამს: რომ მიგვიღონ, მერე რა ხეირი საქართველოს? ან ანალოგიურს ევროპა-ამერიკაზე იტყვის: რა გვინდა იმ სივრცეში, რომლის თავზეც ლგბტთა დროშა ფრიალებს, რომ მაგ დროშის ფრიალი თუ შეიძლება, რატომ არის დანაშაული თუნდაც ნამგალუროიანი წითელი დროშის ფრიალი? აფრიალოს, ვისაც ეს მოსწონს, ისინი ხომ პოლიტიკურ ამინდს ვერ ქმნიან? რომ ევროკავშირის დროშის ფრიალს, რომლის ძალითაც გარედან იმართება საქართველო და ანტიეროვნულ, ანტიმართლმადიდებლურ კანონებს ძალით გვაღებინებენ, ისევ ერთმორწმუნე რუსეთთან ძმური ურთიერთობის აღდგენა (რაც ღიად მოგვიწოდა ილია მეორემ) სჯობია; რომ სოხუმცხინვალის დაბრუნება რუსეთის კეთილი ნების გარეშე შეუძლებელია და, მსოფლიოსთვის ყირიმის თემის დახურვის მსგავსად, სანამ ჩვენთვისაც არ დაუხურავთ სოხუმცხინვალის თემაც, სანამ ჯერ კიდევ გვთხოვენ მოლაპარაკებების დაწყებას, დროზე გავმართოთ დიალოგი კრემლთან და ა.შ. ათასი რომ და მაგრამ.

თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა გაბედავს და ამას საჯაროდ განაცხადებს, ხელისუფლების სათავეშიც მოვა, რადგან ამომრჩეველთა ზემოაღნიშნული 57% სწორედ მას დაუჭერს მხარს. თუ ასეთი პოლიტიკური პარტია არ გამოჩნდა (ჯერ კიდევ არ არის გვიან) არჩევნებამდე, მაშინ ის 57%, რომელიც ასეთ შემთხვევაში არ მივა არჩევნებზე, ქუჩაში გამოვა და, სისხლისღვრადაც რომ დაუჯდეს, არ შეეგუება აშშის ელჩის სცენარის მიხედვით დაწერილ არჩევნების შედეგებს.

სხვა შემთხვევაში ჩვენ, ქართველებს, ერი კი არა, აშშ-ის მონა, ყოფილი ქართველი ერი დაგვერქმევა.

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here