Home რუბრიკები საზოგადოება “მოსკვა 1” _ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი “გრძელი ხელებით”

“მოსკვა 1” _ რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი “გრძელი ხელებით”

940

რუსეთის შეიარაღებული ძალები წლის ბოლომდე მიიღებს რადიოელექტრონული ბრძოლის 10 კომპლექსმოსკვა-1”-. თითოეულის ღირებულება 350 მლნ რუბლია (დაახლოებით 5,2 მლნ დოლარი).

რადიოელექტრონული ბრძოლა ეს არის შეიარაღებული ბრძოლის ერთ-ერთი სახეობა, რომლის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კავშირგაბმულობისა და სადაზვერვო რადიოელექტრონულ საშუალებებზე ხორციელდება ზემოქმედება რადიოგამოსხივებით (რადიოდაბრკოლებებით), რათა შეიცვალოს ამ საშუალებებში არსებული ინფორმაცია. რადიოელექტრული ბრძოლის საშუალებები, აგრეთვე, იცავს თავის სისტემებს ანალოგიური ზემოქმედებისგან.

რას წარმოადგენს კომპლექსიმოსკოვი

რადიოელექტრონული კომპლექსი შედგება ავტომობილ “კამაზის” ბაზაზე დამონტაჟებული სამი კომპონენტისგან:

1. ენერგეტიკული მოწყობილობა;

2. რადიოელექტრონული დაზვერვის მოდული РЭР 1Л265, რომლის დანიშნულებაა UHF, L, S, C, X, KU რადიოსიხშირეების დიაპაზონში გამოსხივების საჰაერო წყაროების ძებნა, აღმოჩენა, პელენგირება, პარამეტრების გაზომვა და დევნა.

3. დაბრკოლებების შემქმნელი სადგურების (1Л266) ავტომატიზებული მართვის პუნქტი, რომლის დანიშნულებაა გამოსხივების საჰაერო წყაროების კოორდინატების განსაზღვრა, დევნა თანხლება ტრიანგულაციის მეთოდით, რადიოელექტრონული საშუალებების საბრძოლოდ გამოსაყენებლად ამოცანების დაგეგმვა.

საბრძოლო ამოცანების დაგეგმვაში იგულისხმება არა მხოლო საჰაერო მიზნების კოორდინატების განსაზღვრა, არამედ მიზნების მახასიათებლების განსაზღვრა, კლასიფიკაციისა და მნიშვნელობის მინიჭება.

მაგალითად, რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექს “კრასუხას” შეუძლია, ამა თუ იმ საჰაერო მიზნის აღმოჩენა. განსაზღვროს, რომელ დიაპაზონში ასხივებს ეს მიზანი, და განახორციელოს ამ მიზნის ელექტრონული კომპონენტების ჩახშობა, მაგრამ ეს შეიძლება მაშინ, როდესაც მიზანი ერთია ან 2-3.

მრავალი მიზნის გამოჩენის შემთხვევაში აუცილებელია ამ მიზნების ამოცნობა, მათთვის დაბრკოლებების შესაქმნელად ამოცანების რიგითობის განსაზღვრა და გადაცემა სადგურისთვის.

თუ კონტროლის ზონაში, დავუშვათ, გამოჩნდა მიზნები, რომელთა მახასიათებლები შეესაბამება 2 გამანადგურებლის, 4 გამანადგურებელ-ბომბდამშენისა და სტრატეგიული ბომბდამშენიდან გაშვებული 2 ფრთოსანი რაკეტის მახასიათებლებს, სწორედ კომპლექსმა “მოსკვამ” უნდა განსაზღვროს, რომელი მიზანი უნდა დაამუშაოს პირველად და გასცეს შესაბამისი მითითება დაბრკოლებების შემქმნელი სადგურისთვის ან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი კომპლექსებისთვის, რომლებიც “მოსკვასთან” არის დაკავშირებული და ერთობლივად მუშაობს.

მოსკვასმოქმედების რადიუსი 400 კმია, ხედვის კუთხე _ 360 გრადუსი.

მას შეუძლია ერთდროულად დაუსახოს ამოცანები რადიოელექტრონული ბრძოლისა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 9 კომპლექსს.

შეიძლება ითქვას, რომმოსკვა” _ ეს არის რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დიდი ხნის განმავლობაში არსებული უზარმაზარი კომპლექსის _ АКУБ-22-ის განვითარების შემდეგი საფეხური.

საერთოდ კი, “კრასუხასგან” განსხვავებით, “მოსკვას” არ აქვს ავტომატურად გასაშლელი საანტენო ბლოკი და სხვა სპეცეფექტები, ყველაფერი ძალიან მოკრძალებულად გამოიყურება.

კომპლექსს აქვს ჰიდრავლიკური “ფეხები”, რომელთა მეშვეობითაც მოდულს შეუძლია მიწის ზედაპირზე აღიმართოს, მის ქვეშ მანქანა გამოვიდეს და 50-100 მეტრის მოშორებით დადგეს ან თავი ხევს შეაფაროს. ეს მოწინააღმდეგისთვის, რომელსაც ძრავის სითბოზე ორიენტირებული რაკეტის გაშვება აქვს განზრახული, არასასიამოვნო სიურპრიზი იქნება.

აღსანიშნავია, რომ “მოსკვა” მუშაობს პასიური რადიოლოკაციის რეჟიმში, იჭერს მის მიერვე გაშვებულ სიგნალებს და, ამასთანავე, მოწინააღმდეგისთვის შეუმჩნეველია.

კომპლექს “მოსკვა1”-ს, რომლის მოყვანას საბრძოლო მდგომარეობაში 45 წთ სჭირდება, 4 კაცი ემსახურება.

ამერიკული კოალიციის ავიადარტყმების შედეგად სირიაში 20 მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა

სირიის ჩრდილოეთით, თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ მანბიჯში ტერორიზმთან მებრძოლი ამერიკული კოალიციის ავიადარტყმების შედეგად 20 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ადამიანის უფლებების დაცვის სირიის ობსერვატორიის თანამშრომელთა მონაცემებით, ალყაშემორტყმულ ქალაქ მანბიჯში, სადაც ამერიკელი სამხედროების მხარდაჭერით სირიის დემოკრატიული ძალები (ქურთებისა და არაბების სამხედრო ქვედანაყოფები) “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებს ებრძვიან, ავიადარტყმებმა 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

საინტერესოა, რომ სააგენტო “როიტერმა” ამ ინფორმაციასთან ერთად ზემოაღნიშნული სადამკვირვებლო ჯგუფის ციტატაც გამოაქვეყნა:

“მაისის ბოლოდან ქურთების ფართომასშტაბიანი შეტევების დაწყების შემდეგ, რომელთა მიზანი თურქეთის საზღვართან “ისლამური სახელმწიფოს” მიერ დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლებაა, ქალაქსა და მის შემოგარენში აშშ-ის ავიადარტყმების შედეგად უკვე დაიღუპა 100-ზე მეტი ადამიანი”.

მანბიჯის გათავისუფლების ოპერაცია _ ეს არის “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლის აშშ-ის ამბიციური გეგმის განხორციელების მცდელობა. თუმცა ამ შეტევებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელები სამხედრო კამპანიას სირიაში, უკვე 2 წელიწადია, აწარმოებენ.

აშშ-ის ავიაციამ ადრეც არაერთხელ დაბომბა სამოქალაქო ობიექტები. ერთ-ერთი ასეთი ობიექტი იყო 2015 წელს ავღანეთის ქალაქ ყუნდუზის ჰოსპიტალი, რომლის დაბომბვის შედეგად საერთაშორისო ორგანიზაციის “ექიმები საზღვრებს გარეშე” 3 თანამშრომელი დაიღუპა, დაიჭრა ამ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 30 ადამიანი.

წყალბადისსაწვავიანი უპილოტო საფრენი აპარატები სირიის ცაზე

სირიაში ჩვენი უპილოტო საფრენი აპარატები, ყველა არა, მაგრამ, საკმაო რაოდენობით, წყალბადის საწვავზე მუშაობს. ასეთი აპარატები დიდხანს ფრენენ ჰაერში. ისინი გამუდმებით გამოიმუშავებენ წყალბადს.

უპილოტო საჰაერო აპარატი წყალბადისსაწვავიანი ძრავით ნაკლებად მოწყვლადია თვითდამიზნების სითბური რაკეტების შეტევისგან, რადგან ნაკლებ სითბოს გამოყოფს და, შესაბამისად, მათი გამოჭერის ალბათობა მცირეა”, _ განუცხადა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენელმა სააგენტო “რია ნოვოსტის”.

აღსანიშნავია, რომ ნავთისა და ბენზინის ძრავებთან შედარებით, მიუხედავად ერთნაირი მასისა, წყალბადზე მომუშავე უპილოტო საფრენი აპარატების ფრენის ხანგრძლივობა გაცილებით მეტია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here