Home რუბრიკები საზოგადოება ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ

ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ

493

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადების თანახმად,  ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში ფარმაცევტებს პროფესიული საქმიანობა შეეზღუდებათ. 

ჯანდაცვის მინისტრი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტით გაცემის შესახებ რეგულაციების საკითხის განსახილველად ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიების, საქართველოს ფარმაცევტთა ასოციაციის, საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ განაცხადა, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ რამდენიმე აფთიაქი განაგრძობს ისეთი მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემას, რომლებიც არის ყველაზე მაღალი კატეგორიის ჯგუფში შეტანილი და რომელთა ურეცეპტოდ გაცემა არ შეიძლება. დავით სერგეენკოს თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარადგენს წინასწარ შემუშავებულ დოკუმენტს, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიქმნა და რომლის მიზანიც არის მოსახლეობისთვის საფრთხის შემცირება.

“ამ ცვლილებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, თუ ისინი დაარღვევენ კანონს“, _ განაცხადა დავით სერგეენკომ. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here