Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი კვირიკაშვილმა გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან...

გიორგი კვირიკაშვილმა გენშტაბისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა

548

„თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, რომელშიც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა”, _ ასე მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია წარუდგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და შეძლებს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

 თავდაცვის ახალმა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში პროფესიონალთა ჩართულობა. ლევან იზორია დარწმუნებულია, რომ თითოეული ჯარისკაცის მხარდაჭერა უწყების სიძლიერის საწინდარი იქნება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here