Home რუბრიკები პოლიტიკა კახა კალაძე: რაც მარგველაშვილი პრეზიდენტია, არ მახსოვს, გაეკეთებინოს განცხადება იმ ზონდერებზე, რომლებიც...

კახა კალაძე: რაც მარგველაშვილი პრეზიდენტია, არ მახსოვს, გაეკეთებინოს განცხადება იმ ზონდერებზე, რომლებიც ქართველ ხალხს უსწორდებოდნენ

521

ვიცეპრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტს მოუწოდებს, თავი შეიკავოს ჭორაობისგან და პატივი სცეს პრეზიდენტის ინსტიტუტს. კალაძე ამბობს, რომ ის ვერ იხსენებს, მარგველაშვილს პრეზიდენტობის პერიოდში გაეკეთებინოს განცხადება “თუნდაც კარალეთში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შესახებ” ან “იმ ზონდერებზე, რომლებიც წლების განმავლობაში, გახსოვთ, რა დღეში აგდებდა ჩვენს მოსახლეობას”.

ის ყოველთვის ამბობს, რომ არ არის “ქართული ოცნების” და არც “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტი, თუმცა მისი განცხადებები “ნაციონალური მოძრაობის” ციტირებებია. მინდა, მას მოვუწოდო, თავი შეიკავოს ჭორაობისგან. ის არის ქვეყნის პრეზიდენტი. მერე რა, რომ გარკვეული ადამიანების ხათრით იქნა არჩეული, ის პრეზიდენტია, პატივი სცეს ამ ინსტიტუტს და თავი შეიკავოს ჭორაობისგან”, _ განაცხადა კახა კალაძემ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here