Home რუბრიკები პოლიტიკა თურქეთის გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამბოხების ორგანიზებაში დაადანაშაულა

თურქეთის გენშტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ამბოხების ორგანიზებაში დაადანაშაულა

478

 “თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა ორგანიზებული იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მხარდაჭერით, რომელიც ამ მიზნის განსახორციელებლად ოპოზიციონერ მქადაგებელს _ ფეთჰულაჰ გიულენს იყენებდა”, _ განაცხადა თურქეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა ილქერ ბაშბუგმა.

 “ამ ამბოხებას უცხოეთიდან უჭერდნენ მხარს. საკვირველი იქნებოდა, ასე რომ არ ყოფილიყო. სად ცხოვრობს გიულენი? _ აშშ-ში. ვინ აძლევს მას ასეთ შესაძლებლობას? _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. ფიქრობთ, რომ გიულენს ასე იოლად მისცეს თავშესაფარი აშშ-ში და მას დაზვერვა არაფერში იყენებს?” _ განაცხადა ბაშბუგმა ტელეარხ CNN TURK-ის ეთერში.

მისი თქმით, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო გიულენის ორგანიზაციას თურქეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ იყენებდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here